სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანიკა ასათიანი თაყვანისმცემლებს საკადრისად პასუხობს - ''ბექა ხელს არაფერში მიშლის...''
მანიკა ასათიანი თაყვანისმცემლებს საკადრისად პასუხობს - ''ბექა ხელს არაფერში მიშლის...''

პრო­ექ­ტი "ორი ვარ­სკვლა­ვი" გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა და­ტო­ვა ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძემ, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბას მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ხდე­ბა "ორი ვარ­სკვლა­ვის" კუ­ლი­სებ­ში და რას ფიქ­რო­ბენ და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჟი­უ­რის მო­საზ­რე­ბებ­ზე. ვე­სა­უბ­რეთ მა­ნი­კა ასა­თი­ანს.

- მა­ნი­კა, კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ხომ არ და­ი­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა?

- სულ მიკ­ვირ­და, რო­დე­საც ამ­ბობ­დნენ, ამ­გვარ პრო­ექ­ტებ­ში სულ და­ძა­ბუ­ლო­ბაა და ხში­რად ინ­ტრი­გებს ხლარ­თა­ვე­ნო. მსგავ­სი რამ ჩვენ­თან არ ხდე­ბა. ვერც ვხვდე­ბი, რა უნდა მოხ­დეს, რომ ვინ­მემ ინ­ტრი­გე­ბი ჩახ­ლარ­თოს. და­ძა­ბუ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არაა. უბ­რა­ლოდ, კონ­კურ­სის პრინ­ცი­პია, რომ პრო­ექ­ტი ყო­ველ კვი­რას თითო კონ­კურ­სან­ტმა უნდა და­ტო­ვოს, რაც ნამ­დვი­ლად არ მსი­ა­მოვ­ნებს და ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ ასე­თია წე­სე­ბი. ჩვენ ვე­რა­ფერს შევ­ცვლით.

- ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძეს არ მო­ე­წო­ნა შე­ფა­სე­ბე­ბი. რო­გორ მი­ი­ღებ, თუკი ჟი­უ­რი შენც გა­გაკ­რი­ტი­კებს?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უსა­მარ­თლოდ არა­ვინ არა­ფერს მე­ტყვის. შე­სა­ბა­მი­სად, კრი­ტი­კას მი­ვი­ღებ, ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- თქვენც მი­ი­ღეთ შე­ნიშ­ვნა. ჟი­უ­რის წევ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ცეკ­ვა­ზე კარ­გად სიმ­ღე­რა გა­მოგ­დი­თო.

- ეს შე­ნიშ­ვნა სა­წყე­ნად არ მი­მი­ღია. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ვი­ხა­ლი­სე. მით უფრო, რომ ეს ნი­კას პლას­ტი­კა­ზე თქვეს. ამ კრი­ტი­კის გამო ცეკ­ვა­ზე უარს არ ვი­ტყვით. თუ სიმ­ღე­რას, რო­მელ­საც შემ­დეგ­ში ავირ­ჩევთ, ცეკ­ვა მო­უხ­დე­ბა, ისევ ვი­ცეკ­ვებთ.

- "მა­ესტრო­ზე" შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი იყა­ვი. ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ მათი გუნ­დის წევ­რი კვლავ ხარ?

- და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვეა, ჩვე­ნი გა­და­ცე­მა ეთერ­ში აღარ გა­დის, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კვლავ გა­ვი­დეთ ეთერ­ში. ძვე­ლე­ბუ­რად "მა­ესტროს" გუნ­დის წევ­რი ვარ. ახლა სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თა­ნაც მაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე სხვა არხზეც მი­ხი­ლოთ. ამ ეტაპ­ზე კი მთლი­ა­ნად "ორ ვარ­სკვლავ­ზე" ვარ გად­მორ­თუ­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მანიკა ასათიანი თაყვანისმცემლებს საკადრისად პასუხობს - ''ბექა ხელს არაფერში მიშლის...''

მანიკა ასათიანი თაყვანისმცემლებს საკადრისად პასუხობს - ''ბექა ხელს არაფერში მიშლის...''

პროექტი ''ორი ვარსკვლავი'' განაწყენებულმა დატოვა ლუკა ზაქარიაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟიურის შეფასებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. დავინტერესდით, რა ხდება ''ორი ვარსკვლავის'' კულისებში და რას ფიქრობენ დანარჩენი მონაწილეები ჟიურის მოსაზრებებზე. ვესაუბრეთ მანიკა ასათიანს.

- მანიკა, კონკურსანტებს შორის ხომ არ დაიძაბა ურთიერთობა?

- სულ მიკვირდა, როდესაც ამბობდნენ, ამგვარ პროექტებში სულ დაძაბულობაა და ხშირად ინტრიგებს ხლართავენო. მსგავსი რამ ჩვენთან არ ხდება. ვერც ვხვდები, რა უნდა მოხდეს, რომ ვინმემ ინტრიგები ჩახლართოს. დაძაბულობა ნამდვილად არაა. უბრალოდ, კონკურსის პრინციპია, რომ პროექტი ყოველ კვირას თითო კონკურსანტმა უნდა დატოვოს, რაც ნამდვილად არ მსიამოვნებს და ვნერვიულობ, მაგრამ ასეთია წესები. ჩვენ ვერაფერს შევცვლით.

- ლუკა ზაქარიაძეს არ მოეწონა შეფასებები. როგორ მიიღებ, თუკი ჟიური შენც გაგაკრიტიკებს?

- დარწმუნებული ვარ, უსამართლოდ არავინ არაფერს მეტყვის. შესაბამისად, კრიტიკას მივიღებ, ჯანსაღი კრიტიკა განვითარებისთვის აუცილებელია.

- თქვენც მიიღეთ შენიშვნა. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, ცეკვაზე კარგად სიმღერა გამოგდითო.

- ეს შენიშვნა საწყენად არ მიმიღია. პირიქით, ძალიან ვიხალისე. მით უფრო, რომ ეს ნიკას პლასტიკაზე თქვეს. ამ კრიტიკის გამო ცეკვაზე უარს არ ვიტყვით. თუ სიმღერას, რომელსაც შემდეგში ავირჩევთ, ცეკვა მოუხდება, ისევ ვიცეკვებთ.

- ''მაესტროზე'' შუადღის გადაცემაში ერთ-ერთი წამყვანი იყავი. ცვლილებების შემდეგ მათი გუნდის წევრი კვლავ ხარ?

- დაახლოებით სამი თვეა, ჩვენი გადაცემა ეთერში აღარ გადის, თუმცა შესაძლებელია, უახლოეს მომავალში კვლავ გავიდეთ ეთერში. ძველებურად ''მაესტროს'' გუნდის წევრი ვარ. ახლა სხვა ტელევიზიებთანაც მაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება, რომელიმე სხვა არხზეც მიხილოთ. ამ ეტაპზე კი მთლიანად ''ორ ვარსკვლავზე'' ვარ გადმორთული.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება