უკრაინული მედია - პეტრო პოროშენკო კონფლიქტის ზონიდან სამთავრობო ჯარების გაყვანის ბრძანებას მალე გასცემს

უკრაინული მედია - პეტრო პოროშენკო კონფლიქტის ზონიდან სამთავრობო ჯარების გაყვანის ბრძანებას მალე გასცემს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კონფლიქტის ზონიდან სამთავრობო ჯარების გაყვანის ბრძანებას მალე გასცემს. ამის შესახებ უკრაინული მედია სამხედრო პერსონალზე დაყრდნობით იუწყება. "ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის ბრძანებას დღის ბოლოს", - განაცხადა სამხედრო წყარომ.

რაც შეეხება პრორუს მებრძოლებს, ისინი აცხადებენ, რომ მათ უკვე დაიწყეს მინსკის შეთანხმების მიხედვით სამხედრო ტექნიკის ფრონტის ხაზიდან გაყვანა. გარდა ამისა, უკრაინის არმიის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში მსხვერპლი არ ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა