სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" მარ­ტის ნო­მე­რი #3 (51), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

"ღირ­სე­ბი­თა და ერ­თგუ­ლე­ბით" - საფ­რან­გე­თის უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის პოლ­კოვ­ნი­კის, ნი­კო­ლოზ თო­ხა­ძის სამ­ხედ­რო თავ­გა­და­სა­ვა­ლი

პა­რიზ­ში 1939 წელს გა­მარ­თულ გრან­დი­ო­ზულ სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ზე პირ­ვე­ლად მი­იწ­ვი­ეს უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის ნა­წი­ლე­ბიც, რო­მელ­თაც ორი ქარ­თვე­ლი ოფი­ცე­რი, დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი და ნი­კო­ლოზ თო­ხა­ძე მე­თა­უ­რობ­და. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი შოთა ბე­რე­ჟი­ა­ნი ამ­ბობ­და, რომ ამ ორი წარ­მო­სა­დე­გი ვაჟ­კა­ცის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით ლე­გი­ო­ნე­რებ­მა დიდი ოვა­ცი­ით ჩა­ი­ა­რეს შან­ზე­ლი­ზე­ზე. "ქარ­თვე­ლე­ბი ბევ­რნი ვი­დე­ქით იქ და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვით, რომ სწო­რედ ქარ­თვე­ლე­ბი შე­ერ­ჩი­ათ ასე­უ­ლე­ბის წი­ნამ­ძღო­ლე­ბად. აფ­რი­კი­დან მათ გე­ნე­რა­ლი მი­კე­ლი ჩა­მოჰ­ყვათ. რაღა ეს უცხო­ე­ლი ოფიც­რე­ბი და­ნიშ­ნეთ მე­თა­უ­რე­ბა­დო, უსაყ­ვე­დუ­რა მი­კელს პა­რი­ზის კო­მენ­დან­ტმა ანრი გუ­რომ. მა­გათ­ზე უკე­თე­სი არ გვყავ­სო, თავი იმარ­თლა გე­ნე­რალ­მა..."

რა­ინ­დთა ტურ­ნი­რე­ბი - არის­ტოკ­რატ­თა თა­მა­შე­ბი სიკ­ვდილ­თან

XI-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, ევ­რო­პა­ში რა­ინ­დთა ტურ­ნი­რე­ბის ეპო­ქა და­ი­წყო, რო­მელ­მაც გან­ვი­თა­რე­ბის მწვერ­ვალს XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მი­აღ­წია. სა­ზე­ი­მოდ აღ­ჭურ­ვი­ლი რა­ინ­დე­ბი, სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლას, ერ­თმა­ნეთს სამ­ხედ­რო ოს­ტა­ტო­ბა­ში ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ და თა­ვი­ანთ უნა­რებს სა­ჯა­როდ წარ­მო­ა­ჩენ­დნენ. ტურ­ნი­რებს ძი­რი­თა­დად მე­ფე­ე­ბი და მსხვი­ლი ფე­ო­და­ლე­ბი აწყობ­დნენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად: სა­მე­ფო ქორ­წი­ლე­ბი­სას, მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბი­სას, სამ­შვი­დო­ბო ზა­ვის და­დე­ბი­სას და სხვ. რა თქმა უნდა, რა­ინ­დთა ტურ­ნირს მრა­ვა­ლი დე­ტა­ლი თუ წესი ჰქონ­და, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­იხ­ვე­წა. სტა­ტი­ის პირ­ველ ნა­წილ­ში ვი­სა­უბ­რებთ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და ტურ­ნი­რე­ბი და რამ გა­მო­იწ­ვია მათი და­ცე­მა.

ჰი­უ­რემ სულ­თა­ნი - ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის დი­დე­ბუ­ლი იმ­პე­რატ­რი­ცა

ლე­გენ­და­რუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში ჰი­უ­რე­მის, ხოლო ევ­რო­პა­ში რო­ქ­სო­ლა­ნას სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, დღემ­დე სა­და­ვო ფი­გუ­რად რჩე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ­დრო­ინ­დელ მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ძლე­ვა­მო­სი­ლი და ცნო­ბი­ლი ქალი "აზან­ზა­რებ­და", მათ შო­რის ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩი, დე­დო­ფა­ლი მარ­გო ან დე­დო­ფა­ლი ელი­ზა­ბეტ I, რო­ქ­სო­ლა­ნამ თა­ვი­სი გა­სა­ო­ცა­რი კა­რი­ე­რით, ჰა­რამ­ხა­ნის მო­ნო­ბი­დან ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის დე­დოფ­ლო­ბამ­დე, ტოლი არა­ვის და­უ­დო.

ეს სწო­რედ ის ჰი­უ­რე­მია, რომ­ლის დრა­მა­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბაც ასა­ხუ­ლია თურ­ქულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალ­ში "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე". ეს სე­რი­ა­ლი დღე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლია რო­გორც თურ­ქეთ­ში, ისე სხვა ქვეყ­ნებ­ში, ქარ­თველ სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­თა შო­რი­საც.

რე­ლი­გი­უ­რი ტე­რო­რიზ­მის და­ბა­დე­ბა პო­ლი­ტი­კი­დან

სწო­რედ ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში, XI-XIII სა­უ­კუ­ნე­ში ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ირა­ნი­სა და სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩნდე­ბა ას­ა­სინ­თა მოძ­რა­ო­ბა. ას­ა­სი­ნებს სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­ლე­ლე­ბი მო­ე­ძებ­ნე­ბათ თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­რო­რის­ტებ­თან. ას­ა­სი­ნე­ბი იბ­რძოდ­ნენ არა ჯვა­როს­ნე­ბის, არა­მედ მუს­ლი­მი მმარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­ა­სი­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­რო­რის­ტე­ბის წი­ნაპ­რე­ბად, ისი­ნი ასე­ვე დი­დად გან­სხვავ­დე­ბი­ან მათ­გან ორი ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით: ია­რა­ღი­სა და მსხვერ­პლის შერ­ჩე­ვით. ას­ა­სინ­თა მსხვერ­პლი იყო მუ­დამ ერთი პი­როვ­ნე­ბა - მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სი, სამ­ხედ­რო ან რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნე­ო­და ეშ­მა­კე­უ­ლად. მხო­ლოდ მას ანად­გუ­რებ­დნენ ას­ა­სი­ნე­ბი და არა სხვა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­რო­რის­ტე­ბი.

სი­ნო­პის ყუ­რი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - მოგ­ზა­უ­რი ეთ­ნო­ლო­გის ჩა­ნა­წე­რე­ბი

ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მოგ­ვივ­ლია, მთა­ცა და ბა­რიც, მაგ­რამ არ­სად შეგ­ვხვედ­რია ყო­ფი­დან გა­მო­სუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი შრო­მი­სა თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის ისე­თი სიმ­რავ­ლე, რო­გო­რიც თურ­ქე­თელ ქარ­თვე­ლებ­თან. რა არ გვი­ნა­ხავს ჩვენს ის­ტო­რი­ულ თა­ნა­მოძ­მე­ებ­თან: კევ­რე­ბი და ფარ­ცხე­ბი, სახვნე­ლი ია­რა­ღე­ბი, სუფ­რა-ფეშ­ხუ­მე­ბი, გო­ბე­ბი და სკივრ-ზან­დუ­კე­ბი, კე­ცე­ბი და ჩა­მუ­რე­ბი, წნუ­ლი კა­ლათ-გი­დე­ლე­ბი... ასე იყო იმერ­ხევ­ში, ასე იყო მარ­მა­რი­ლოს ზღვის რე­გი­ონ­ში და ასე­თი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა თურ­ქე­თის სამ­ხრეთ შავი ზღვის­პი­რა სოფ­ლებ­ში. სა­სო­ე­ბით ინა­ხა­ვენ წი­ნა­პარ­თა ნა­ქონ ნივ­თებს (ყო­ფი­დან კარ­გა ხნის გა­მო­სულს). ბევრ ოჯახ­ში ამ­გვა­რი ნივ­თე­ბის "მი­ნი­მუ­ზე­უ­მე­ბიც" დაგ­ვხვდა.

მას­პინ­ძლებს უჭირთ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ "გვპირ­დე­ბი­ან", მალე უკე­თე­სად ვი­ვა­ზი­რებთ, ანუ ვი­ლა­პა­რა­კებ­თო. "წინ­და­წინ ასე იყო, სახ­ლში ქარ­თუ­ლად ვაგ­ნებ­დით, ოქულ­ში (სკო­ლა­ში) ქარ­თუ­ლად ლა­პა­რაკს გვიკ­რძა­ლავ­დნენ და გვსჯიდ­ნენ. თურ­ქუ­ლი რომ არ ვი­ცო­დით, ქო­ზა­კებს და ჭა­ხე­ებს (უმ­წი­ფარს ნიშ­ნავს) გვე­ძახ­დნენ. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ­დით, გურ­ჯი­ჯა (ანუ ქარ­თუ­ლად) აღარ გვე­ლა­პა­რა­კა". ამი­ტო­მა­ცაა, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა ქარ­თუ­ლი არ იცი­ან. მაგ­რამ ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა. "ეძე­ბენ, უნ­და­ნან ის­წავ­ლონ. რა­ტომ უნ­და­ნან? და­ჭირ­დათ. ადრე ბა­თუ­მი­დან, თბი­ლი­სი­დან არ მო­დი­ოდ­ნენ, არც ამათ უხ­დე­ბო­დათ იქ საქ­მო­ბა. ახლა სხვა დროა", - გვიხ­სნის ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი რე­ჯეფ ფრან­გიშ­ვი­ლი.

უსა­მარ­თლოდ და­ვი­წყე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ოპე­რის პო­ლო­ნე­ლი პრი­მა­დო­ნა

ამე­ლია ვოლ-ლე­ვიც­კა - ეთე­რის პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ბოლ­შე­ვი­კურ­მა რეპ­რე­სი­ებ­მა შე­ი­წი­რეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია ამ­ბა­ვი მომ­ხიბ­ვლე­ლი პო­ლო­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქა­ლი­სა, რო­მელ­მაც ქარ­თულ სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვა. მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ მისი ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

აფხა­ზე­თი და რუ­სე­თის პირ­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცია - რა­ტომ "და­უტ­კბა" მე­ფის რუ­სე­თი "დამ­ნა­შა­ვედ" შე­რა­ცხილ ხალ­ხს

"ვახ­ტანგ VI" - ის­ტო­რია, რო­მე­ლიც თა­ო­ბებს აერ­თი­ა­ნებს

კა­ხუ­რი თი­ხის "აკა­დე­მია"

ორ­სა­ხე­ლი­ა­ნი გე­ნერ­ლის ომი / ვე­კოს­ლავ ლუ­ბუ­რი­ჩი - ჯა­რის­კა­ცი და სიკ­ვდი­ლის ბა­ნა­კის დი­რექ­ტო­რი

ქარ­თუ­ლი კო­ნი­ა­კის მამა - და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­მა მთე­ლი ქო­ნე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს უან­დერ­ძა

და კი­დევ მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ა­სა და მოკ­ლე ახალ ამ­ბავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომერი #3 (51), რომელშიც წაიკითხავთ:

"ღირსებითა და ერთგულებით" - საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის, ნიკოლოზ თოხაძის სამხედრო თავგადასავალი

პარიზში 1939 წელს გამართულ გრანდიოზულ სამხედრო აღლუმზე პირველად მიიწვიეს უცხოური ლეგიონის ნაწილებიც, რომელთაც ორი ქართველი ოფიცერი, დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე მეთაურობდა. ქართველი ემიგრანტი შოთა ბერეჟიანი ამბობდა, რომ ამ ორი წარმოსადეგი ვაჟკაცის წინამძღოლობით ლეგიონერებმა დიდი ოვაციით ჩაიარეს შანზელიზეზე. "ქართველები ბევრნი ვიდექით იქ და ძალიან ბედნიერი ვიყავით, რომ სწორედ ქართველები შეერჩიათ ასეულების წინამძღოლებად. აფრიკიდან მათ გენერალი მიკელი ჩამოჰყვათ. რაღა ეს უცხოელი ოფიცრები დანიშნეთ მეთაურებადო, უსაყვედურა მიკელს პარიზის კომენდანტმა ანრი გურომ. მაგათზე უკეთესი არ გვყავსო, თავი იმართლა გენერალმა..."

რაინდთა ტურნირები - არისტოკრატთა თამაშები სიკვდილთან

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, ევროპაში რაინდთა ტურნირების ეპოქა დაიწყო, რომელმაც განვითარების მწვერვალს XV-XVI საუკუნეებში მიაღწია. საზეიმოდ აღჭურვილი რაინდები, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას, ერთმანეთს სამხედრო ოსტატობაში ეჯიბრებოდნენ და თავიანთ უნარებს საჯაროდ წარმოაჩენდნენ. ტურნირებს ძირითადად მეფეები და მსხვილი ფეოდალები აწყობდნენ განსაკუთრებული შემთხვევების აღსანიშნავად: სამეფო ქორწილებისას, მემკვიდრის დაბადებისას, სამშვიდობო ზავის დადებისას და სხვ. რა თქმა უნდა, რაინდთა ტურნირს მრავალი დეტალი თუ წესი ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა. სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ, როგორ ვითარდებოდა ტურნირები და რამ გამოიწვია მათი დაცემა.

ჰიურემ სულთანი - ოსმალეთის იმპერიის დიდებული იმპერატრიცა

ლეგენდარული ქალი, რომელიც თურქეთში ჰიურემის, ხოლო ევროპაში როქსოლანას სახელით არის ცნობილი, დღემდე სადავო ფიგურად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ მსოფლიოს არაერთი ძლევამოსილი და ცნობილი ქალი "აზანზარებდა", მათ შორის ეკატერინე მედიჩი, დედოფალი მარგო ან დედოფალი ელიზაბეტ I, როქსოლანამ თავისი გასაოცარი კარიერით, ჰარამხანის მონობიდან ოსმალეთის იმპერიის დედოფლობამდე, ტოლი არავის დაუდო.

ეს სწორედ ის ჰიურემია, რომლის დრამატული ცხოვრებაც ასახულია თურქულ სატელევიზიო სერიალში "დიდებული საუკუნე". ეს სერიალი დღესაც პოპულარულია როგორც თურქეთში, ისე სხვა ქვეყნებში, ქართველ სერიალების მოყვარულთა შორისაც.

რელიგიური ტერორიზმის დაბადება პოლიტიკიდან

სწორედ ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში, XI-XIII საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში ირანისა და სირიის ტერიტორიაზე ჩნდება ასასინთა მოძრაობა. ასასინებს საინტერესო პარალელები მოეძებნებათ თანამედროვე ტერორისტებთან. ასასინები იბრძოდნენ არა ჯვაროსნების, არამედ მუსლიმი მმართველების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ასასინები მიიჩნევიან თანამედროვე ტერორისტების წინაპრებად, ისინი ასევე დიდად განსხვავდებიან მათგან ორი ძირითადი მახასიათებლით: იარაღისა და მსხვერპლის შერჩევით. ასასინთა მსხვერპლი იყო მუდამ ერთი პიროვნება - მაღალი რანგის პოლიტიკოსი, სამხედრო ან რელიგიური ლიდერი, რომელიც მიიჩნეოდა ეშმაკეულად. მხოლოდ მას ანადგურებდნენ ასასინები და არა სხვა უდანაშაულო ადამიანებს, როგორც თანამედროვე ტერორისტები.

სინოპის ყურიდან დანახული საქართველო - მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები

ისტორიულ-ეთნოლოგიური ექსპედიციებით მთელი საქართველო მოგვივლია, მთაცა და ბარიც, მაგრამ არსად შეგვხვედრია ყოფიდან გამოსული ტრადიციული შრომისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების ისეთი სიმრავლე, როგორიც თურქეთელ ქართველებთან. რა არ გვინახავს ჩვენს ისტორიულ თანამოძმეებთან: კევრები და ფარცხები, სახვნელი იარაღები, სუფრა-ფეშხუმები, გობები და სკივრ-ზანდუკები, კეცები და ჩამურები, წნული კალათ-გიდელები... ასე იყო იმერხევში, ასე იყო მარმარილოს ზღვის რეგიონში და ასეთი სურათი დაგვხვდა თურქეთის სამხრეთ შავი ზღვისპირა სოფლებში. სასოებით ინახავენ წინაპართა ნაქონ ნივთებს (ყოფიდან კარგა ხნის გამოსულს). ბევრ ოჯახში ამგვარი ნივთების "მინიმუზეუმებიც" დაგვხვდა.

მასპინძლებს უჭირთ ქართულად ლაპარაკი, მაგრამ "გვპირდებიან", მალე უკეთესად ვივაზირებთ, ანუ ვილაპარაკებთო. "წინდაწინ ასე იყო, სახლში ქართულად ვაგნებდით, ოქულში (სკოლაში) ქართულად ლაპარაკს გვიკრძალავდნენ და გვსჯიდნენ. თურქული რომ არ ვიცოდით, ქოზაკებს და ჭახეებს (უმწიფარს ნიშნავს) გვეძახდნენ. ამიტომაც ვცდილობდით, გურჯიჯა (ანუ ქართულად) აღარ გველაპარაკა". ამიტომაცაა, რომ ახალგაზრდებმა ქართული არ იციან. მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა. "ეძებენ, უნდანან ისწავლონ. რატომ უნდანან? დაჭირდათ. ადრე ბათუმიდან, თბილისიდან არ მოდიოდნენ, არც ამათ უხდებოდათ იქ საქმობა. ახლა სხვა დროა", - გვიხსნის ჩვენი მასპინძელი რეჯეფ ფრანგიშვილი.

უსამართლოდ დავიწყებული თბილისის ოპერის პოლონელი პრიმადონა

ამელია ვოლ-ლევიცკა - ეთერის პარტიის პირველი შემსრულებელი, ბოლშევიკურმა რეპრესიებმა შეიწირეს. საზოგადოებისთვის უცნობია ამბავი მომხიბვლელი პოლონელი მომღერალი ქალისა, რომელმაც ქართულ საოპერო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მკითხველს ვთავაზობთ მისი ტრაგიკული ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორიას.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

აფხაზეთი და რუსეთის პირველი რევოლუცია - რატომ "დაუტკბა" მეფის რუსეთი "დამნაშავედ" შერაცხილ ხალხს

"ვახტანგ VI" - ისტორია, რომელიც თაობებს აერთიანებს

კახური თიხის "აკადემია"

ორსახელიანი გენერლის ომი / ვეკოსლავ ლუბურიჩი - ჯარისკაცი და სიკვდილის ბანაკის დირექტორი

ქართული კონიაკის მამა - დავით სარაჯიშვილმა მთელი ქონება ქართველ ხალხს უანდერძა

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები