ელდარ შენგელაია მთავრობას დახმარებას სთხოვს - "კაბინეტიდან კაბინეტში დავდივარ, ცისფერი მთების სოსოსავით"

ელდარ შენგელაია მთავრობას დახმარებას სთხოვს - "კაბინეტიდან კაბინეტში დავდივარ, ცისფერი მთების სოსოსავით"

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია მთავრობას სთხოვს კულტურას ყურადღება მიაქციოს. როგორც თავად ამბობს, ორი წელია კაბინეტიდან კაბინეტში დადის, მაგრამ მხოლოდ დაპირებებს აძლევენ.

- ბატონო ელდარ, რას სთხოვთ მთავრობას?

- ცოტა ხნის წინ, ჩვენ შევხვდით ივანე კიღურაძეს, რომელსაც ავუხსენით კინოსამყაროში შექმნილი პრობლემების შესახებ და ორშაბათს 11 საათზე დაგვიბარეს პარლამენტში, სადაც ეკონომიკის და კულტურის მინისტრებს შევხვდებით. იმედია, პარლამენტი დადებითად გადაწყვეტს ამ პრობლემებს. განვიხილავთ, როგორ უნდა წამოვიღოთ მოსკოვიდან ქართული ფილმები, ასევე ვისაუბრებთ კონკურსებზე. უკვე ორი წელია ვიბრძვით, ჩვენი ფილმები რომ წამოვიღოთ რუსეთიდან. პროექტიც გვაქვს დაწერილი, რომელიც დიდ თანხებს არ მოითხოვს. კულტურის სამინისტრო კი დამოუკიდებლად მუშაობს მოსკოვიდან ქართული ფილმის წამოღების პროექტზე. ასევე, კინოსტუდიის პრობლემების გადაჭრაზე ვზრუნავთ. დირექტორი ჯერაც არ არის დანიშნული, თანამშრომლები ხელფასს ვერ იღებენ. უამრავი პრობლემაა კულტურაში.

- რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ამ პრობლემების გადაჭრა?

- იმიტომ, რომ კულტურას სათანადო ყურადღება არ აქვს. სხვა ამბებით არიან დაკავებული თანამდებობის პირები. რაც შეეხება ჩემი სცენარის დაფინანსებას, აქაც არის პრობლემები, მაგრამ თავად ვაგვარებ ყველაფერს. კაბინეტიდან კაბინეტში დავდივარ, ცისფერი მთების სოსოსავით, მხოლოდ დაპირებებს მაძლევენ და არაფერს არ აკეთებენ. ვნახოთ, ორშაბათს რა მოხდება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება