Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვეჯინის სკოლაში გაკვეთილზე მე-10 კლასელი ბავშვი დანით დაჭრეს
ვეჯინის სკოლაში გაკვეთილზე მე-10 კლასელი ბავშვი დანით დაჭრეს

კა­ხეთ­ში, სო­ფელ ვე­ჯი­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მე-2 გაკ­ვე­თილ­ზე, თა­ნაკ­ლა­სელ­მა და­ნით მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე დაჭ­რა. შემ­თხვე­ვა 23 თე­ბერ­ვალს მოხ­და. სკო­ლის პე­და­გო­გებ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გა­ი­გეს, რაც დაჭ­რი­ლი ბავ­შვი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ნაკ­ლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე და­ნე­ბით ერ­თო­ბოდ­ნენ, რა დრო­საც ერთ-ერ­თმა ბავ­შვმა მე­ო­რე, და­ნით მუხ­ლის არე­ში დაჭ­რა. ისი­ნი საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან ისე გა­ვიდ­ნენ, რომ მას­წავ­ლე­ბელს მათ­თვის არა­ფე­რი უკი­თხავს.

"ეს იყო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­სას­რუ­ლი, სულ რამ­დე­ნი­მე წუთი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ისი­ნი ის­ხდნენ კარ­თან, რა­ღაც მო­მენ­ტა­ლუ­რად მოხ­და და და­ტო­ვეს კლა­სი. კი და­ვინ­ტე­რეს­დი, მაგ­რამ აქ სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ყო­ფი­ლა", - ამ­ბობს მას­წავ­ლე­ბე­ლი რუ­სუ­დან თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ლი­ა­ნა ცან­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვის მო­ნა­თხრო­ბი­დან, რო­მელ­მაც თა­ნა­ტო­ლი დაჭ­რა, გა­მო­არ­კვი­ეს, რომ მან დანა 22 თე­ბერ­ვალს ვე­ლის­ცი­ხის ბა­ზარ­ში იყი­და.

"მა­მა­ჩე­მის­თვის მინ­დო­და სა­ჩუქ­რად, მაგ­რამ ვერ მო­ვით­მი­ნე და გვერ­დში მჯდომ ბავ­შვს ვაჩ­ვე­ნეო. იმან მკი­თხა, რო­გორ იხ­სნე­ბაო და ხელი რომ და­ვა­ჭი­რე, უცებ გა­იხ­სნა და ეს ბავ­შვიც უცებ ისე შე­მოტ­რი­ალ­და რომ ფეხ­ში მოხ­ვდაო. შეგ­ვე­შინ­და ძა­ლი­ან, რამე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან გა­მო­ვე­დით, ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვე­დი­თო", - აღ­ნიშ­ნავს ლი­ა­ნა ცან­კაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

ასე რატომ
0

გაგებით მოეკიდეთ!?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვეჯინის სკოლაში გაკვეთილზე მე-10 კლასელი ბავშვი დანით დაჭრეს

ვეჯინის სკოლაში გაკვეთილზე მე-10 კლასელი ბავშვი დანით დაჭრეს

კახეთში, სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლაში, მე-2 გაკვეთილზე, თანაკლასელმა დანით მე-10 კლასის მოსწავლე დაჭრა. შემთხვევა 23 თებერვალს მოხდა. სკოლის პედაგოგებმა მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც დაჭრილი ბავშვი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში მოათავსეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თანაკლასელი ბიჭები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დანებით ერთობოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ბავშვმა მეორე, დანით მუხლის არეში დაჭრა. ისინი საკლასო ოთახიდან ისე გავიდნენ, რომ მასწავლებელს მათთვის არაფერი უკითხავს.

"ეს იყო საგაკვეთილო პროცესის დასასრული, სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. ისინი ისხდნენ კართან, რაღაც მომენტალურად მოხდა და დატოვეს კლასი. კი დავინტერესდი, მაგრამ აქ საგანგაშო არაფერი ყოფილა", - ამბობს მასწავლებელი რუსუდან თევდორაშვილი.

სკოლის დირექტორის მოადგილის ლიანა ცანკაშვილის განცხადებით, ბავშვის მონათხრობიდან, რომელმაც თანატოლი დაჭრა, გამოარკვიეს, რომ მან დანა 22 თებერვალს ველისციხის ბაზარში იყიდა.

"მამაჩემისთვის მინდოდა საჩუქრად, მაგრამ ვერ მოვითმინე და გვერდში მჯდომ ბავშვს ვაჩვენეო. იმან მკითხა, როგორ იხსნებაო და ხელი რომ დავაჭირე, უცებ გაიხსნა და ეს ბავშვიც უცებ ისე შემოტრიალდა რომ ფეხში მოხვდაო. შეგვეშინდა ძალიან, რამე რომ არ მომხდარიყო, საკლასო ოთახიდან გამოვედით, ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში წავედითო", - აღნიშნავს ლიანა ცანკაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი