თუ ადამიანი ხშირად სვამს წყალს პლასტმასის ბოთლიდან, მას შაკიკი ემუქრება, რადგან ნივთიერება, რომელიც პლასტიკის შემადგენლობაში შედის, ამ თვალსაზრისით სახიფათოა. კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერები გვირჩევენ, უარი ვთქვათ პლასტმასის ბოთლებისა და კონტეინერების გამოყენებაზე, ასევე - მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელებაზე. აღმოჩნდა, რომ ახალი საკვების მიღებისას, რომელიც ხელოვნური მასალებისგან დამზადებულ ჭურჭელში არ შენახულა, მხოლოდ სამ დღეში 66%-ით მცირდება შარდში ბისფენოლის შემცველობა. ასეთი სტრატეგია შაკიკის შეტევების სიხშირესა და სიმწვავესაც შეამცირებს. ბისფენოლ А-ს ეფექტს მეცნიერები ვირთხების მაგალითზე აკვირდებოდნენ.
იხილეთ გაგრძელება