პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თხის წელი - რადიკალური გარდატეხების პერიოდი საქართველოს ისტორიაში - სამოქალაქო ომი, "ვარდების რევოლუცია" და... (?)
თხის წელი - რადიკალური გარდატეხების პერიოდი საქართველოს ისტორიაში  - სამოქალაქო ომი, "ვარდების რევოლუცია" და... (?)

ას­ტრო­ლო­გი­ას ვა­ღი­ა­რებთ თუ არა, ფაქ­ტია, რომ ას­ტრო­ლო­გე­ბი გარ­კვე­ულ გათ­ვლებს, პროგ­ნო­ზებს და მი­ნიშ­ნე­ბებს ყო­ველ­თვის აკე­თე­ბენ. ვი­ნა­ი­დან 2015 წელი თხის გახ­ლავთ, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არც ისე იოლი გა­სავ­ლე­ლია და გარ­კვე­ულ "სი­ურპრი­ზებს" უნდა ვე­ლო­დეთ.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი მა­გა­ლი­თი­სის­თვის იხ­სე­ნებს 1991 და 2003 წლებს, რო­მე­ლე­ბიც თხის გახ­ლდათ და ორი­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არც ისე იოლი აღ­მოჩ­ნდა (1991-ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო, 2003-ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" მოხ­და)...

Ambebi.ge ბა­ტონ რა­მაზს მიმ­დი­ნა­რე წლის სირ­თუ­ლე­ებ­ზე ესა­უბ­რა.

- 2015 წელი ას­ტრო­ლო­გი­უ­რად თხის წე­ლია. რაკი ის დიდი ხანი არ არის, რაც რე­ა­ლუ­რად ძა­ლა­ში შე­ვი­და, უკვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია მას­ზე ვი­სა­უბ­როთ. რო­გორც მახ­სოვს, წერ­დით, რომ თხის წელი მო­დის და ქვეყ­ნის­თვის ის საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი და ვნე­ბა­თა­ღელ­ვით სავ­სე იქ­ნე­ბაო. რა იძ­ლე­ვა ამის სა­ფუძ­ველს და რას გუ­ლის­ხმობ­დით?

- ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს, ჩემს ას­ტრო­ლო­გი­ურ ბლოგ­სა და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მო­მა­ვა­ლი წლის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნო­ზებს ვაქ­ვეყ­ნებ და ცხა­დია, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც 2015 წელი ყო­ფი­ლა. შარ­შან, დე­კემ­ბერ­ში­ვე მი­ვუ­თი­თე, რომ თხის წელი მო­დი­ო­და, რო­მე­ლიც იოლი და სტა­ბი­ლუ­რი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბო­და.

სა­ერ­თოდ აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, თხის წლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მერ­ყე­ო­ბა, ცვა­ლე­ბა­დი აქ­ტი­უ­რო­ბა, მოვ­ლე­ნე­ბის არას­ტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, და პე­რი­ო­დუ­ლი სა­სო­წარ­კვე­თა.

ცხა­დია, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თხის წელი მხო­ლოდ ნე­გა­ტი­ურ ტენ­დენ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩი­ნუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, თხის წელი მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­ზი­ტი­ურ წლად არ მო­ი­აზ­რე­ბა. შე­და­რე­ბის­თვის თხა და­სავ­ლურ კა­ლენ­დარ­ში მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო და­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ურ­თუ­ლეს ნიშ­ნად ით­ვლე­ბა. თხის წლის ძი­რი­თა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბია - მერ­ყე­ო­ბა და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა დო­ნე­ზე იგ­რძნო­ბა.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა სირ­თუ­ლე­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი და რას უნდა მი­აქ­ცი­ოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყუ­რა­დღე­ბა?

- 2015 წლის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პირ­ვე­ლი და მე­ო­თხე კვარ­ტა­ლი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს. ყვე­ლა­ზე რთულ კრი­ზი­სულ თვე­ე­ბად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ - იან­ვა­რი, თე­ბერ­ვა­ლი, მარ­ტი, აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი, შემ­დეგ უკვე ნო­ემ­ბე­რი და დე­კემ­ბე­რი.

ამ წელს მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ან და­კარ­გუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის უხე­ში მე­თო­დე­ბით დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, რად­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ამან კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვოს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

რას უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ?! ცხა­დია, უპირ­ვე­ლე­სად მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებს, რად­გან თხა ჩი­ნურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ფი­ზი­კურ-მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­როს მარ­თავს და მას ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ფი­ზი­კურ სამ­ყა­რო­ში მო­აქვს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც 2015 წელი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ბერ­კე­ტი, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­როს ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ხალ­ხის მხრი­დან არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მხო­ლოდ უბ­რა­ლო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამას სე­რი­ო­ზუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მოჰ­ყვეს, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ ნამ­დვი­ლად არ დას­რულ­დე­ბა.

- იქ, სა­დაც 2015 წლის შე­სა­ხებ პროგ­ნოზს აკე­თებ­დით, იქვე გვახ­სე­ნებ­დით, რომ თხის წელი იყო სწო­რედ 1991, რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ძი­მე­სი აღ­მოჩ­ნდა, - ძმა­თამ­კვლე­ლი ომი და­ი­წყო... რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს მა­შინ?

- საქ­მე ის არის, რომ თხის წელს ახა­სი­ა­თებს არა მხო­ლოდ "მი­ზე­ზი­ა­ნი", არა­მედ ერთი შე­ხედ­ვით, "უმი­ზე­ზო" გარ­თუ­ლე­ბე­ბიც. სი­ნამ­დვი­ლე­ში მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ო­ბის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ყვე­ლა შე­დე­გი გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზის გამო დგე­ბა. თხის წელ­ში, ეს ერთი შე­ხედ­ვით, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი "მი­ზე­ზე­ბი" ერ­თბა­შად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზისს იწ­ვევს ხოლ­მე.

თხის წელ­ში რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი, ისე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ჯი­უ­ტე­ბი და მე­ტის­მე­ტად პრინ­ცი­პუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, რაც კონ­ფლიქ­ტებს და და­პი­რის­პი­რე­ბებს უდებს სა­თა­ვეს. მა­გა­ლი­თად, თხის წელ­ში და­ი­წყო ცნო­ბი­ლი ავ­ღა­ნეთ-საბ­ჭო­თა კავ­ში­რის 10-წლი­ა­ნი ომი. სწო­რედ თხის წელ­ში მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს "სა­მო­ქა­ლა­ქო ომიც", რა­მაც შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მთელ რიგ ურ­თუ­ლეს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს და­უ­დო სა­თა­ვე.

- სა­უბ­რობ­დით ასე­ვე მომ­დევ­ნო თხის წე­ლი­წად­ზე, ანუ 2003 წელ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" მოხ­და. "ყვა­ვი­ლით," უსის­ხლოდ, მაგ­რამ მთავ­რო­ბა მა­ინც შე­იც­ვა­ლა...

- დიახ, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­აც" სწო­რედ თხის წელ­ში მოხ­და. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ყვე­ლა­ფერს გა­ნა­პი­რო­ბებს ამ წლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერთი მხრივ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მერ­ყე­ო­ბა, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, ძვე­ლის ნგრე­ვი­სა და ახ­ლის შე­ნე­ბის სურ­ვი­ლი და მე­ო­რე მხრივ კი ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან ჯი­უ­ტე­ბი, კარ­გა­ვენ რე­ა­ლო­ბის გან­ცდას, უშ­ვე­ბენ შეც­დო­მებს, რაც ამ ცვლი­ლე­ბებს აჩ­ქა­რებს.

"ყვე­ლა­ფე­რი თხის წელ­ში ხდე­ბა" ალ­ბათ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია, თუმ­ცა ჩი­ნუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით თხა შე­დის "კრი­ზი­სულ ოთხე­ულ­ში" - ვირ­თხას­თან, ხარ­თან და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გველ­თა ერ­თად. სწო­რედ ამ წლებ­ში ხდე­ბა ძი­რი­თა­დი კრი­ზი­სუ­ლი და გარ­დამ­ტე­ხი მოვ­ლე­ნე­ბი.

- რაკი უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ი­დან ამ მა­გა­ლი­თებს იხ­სე­ნებთ, ე.ი. ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ წელ­საც თხის წელ­ში წლის ბო­ლოს­კენ მსგავ­სი რამ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბოლო ორი ციკ­ლია თხის წელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა მო­უ­ტა­ნა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს 2015 წელ­საც მოხ­დეს და მა­გა­ლი­თად, ეს გა­მო­ი­ხა­ტოს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ში.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვით, რომ თა­ვი­დან იქ­ნას საფრ­თხე­ე­ბი აცი­ლე­ბუ­ლი?

- ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერ­თა­დერ­თი გზა აქვს - დრო­უ­ლად გა­დად­გას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი და ყვე­ლა ბერ­კე­ტით შე­ე­ცა­დოს იგი­ვე ლა­რის კურ­სის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას. მა­შინ, როცა მო­სახ­ლე­ო­ბა მძი­მე ტვირ­თად აწევს სა­ბან­კო სეს­ხე­ბი, არ იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და არ ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ხოლო გნე­ბავთ ცენ­ტრა­ლუ­რი, გნე­ბავთ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საკ­მა­ოდ დიდ ხელ­ფას­თან ერ­თად, პრე­მი­ებს და ათას­გვარ და­მა­ტე­ბებს იღე­ბენ, ეს შე­საძ­ლოა, მათ ძა­ლი­ან ცუ­დად შე­მო­უტ­რი­ალ­დეთ.

2015 წელს რთუ­ლი იქ­ნე­ბა მარ­ტი. ხოლო შემ­დეგ კრი­ზი­სულ პე­რი­ოდს უკვე 15 ივ­ნი­სი­დან უნდა ვე­ლო­დოთ, რო­დე­საც პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი ე.წ. "რეტ­როგ­რა­დუ­ლი" მოძ­რა­ო­ბით დაბ­რუნ­დე­ბა მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში და ეს სექ­ტემ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სე­ბი ან იძუ­ლე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბიც ვი­ხი­ლოთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

თხის წელი - რადიკალური გარდატეხების პერიოდი საქართველოს ისტორიაში - სამოქალაქო ომი, "ვარდების რევოლუცია" და... (?)

თხის წელი - რადიკალური გარდატეხების პერიოდი საქართველოს ისტორიაში  - სამოქალაქო ომი, "ვარდების რევოლუცია" და... (?)

ასტროლოგიას ვაღიარებთ თუ არა, ფაქტია, რომ ასტროლოგები გარკვეულ გათვლებს, პროგნოზებს და მინიშნებებს ყოველთვის აკეთებენ. ვინაიდან 2015 წელი თხის გახლავთ, მათი ინფორმაციით, არც ისე იოლი გასავლელია და გარკვეულ "სიურპრიზებს" უნდა ველოდეთ.

ასტროლოგი რამაზ გიგაური მაგალითისისთვის იხსენებს 1991 და 2003 წლებს, რომელებიც თხის გახლდათ და ორივე საქართველოსთვის არც ისე იოლი აღმოჩნდა (1991-ში სამოქალაქო ომი დაიწყო, 2003-ში "ვარდების რევოლუცია" მოხდა)...

Ambebi.ge ბატონ რამაზს მიმდინარე წლის სირთულეებზე ესაუბრა.

- 2015 წელი ასტროლოგიურად თხის წელია. რაკი ის დიდი ხანი არ არის, რაც რეალურად ძალაში შევიდა, უკვე თამამად შეგვიძლია მასზე ვისაუბროთ. როგორც მახსოვს, წერდით, რომ თხის წელი მოდის და ქვეყნისთვის ის საკმაოდ დაძაბული და ვნებათაღელვით სავსე იქნებაო. რა იძლევა ამის საფუძველს და რას გულისხმობდით?

- ყოველი წლის ბოლოს, ჩემს ასტროლოგიურ ბლოგსა და "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომავალი წლის ასტროლოგიურ პროგნოზებს ვაქვეყნებ და ცხადია, გამონაკლისი არც 2015 წელი ყოფილა. შარშან, დეკემბერშივე მივუთითე, რომ თხის წელი მოდიოდა, რომელიც იოლი და სტაბილური ნამდვილად არ იქნებოდა.

საერთოდ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თხის წლისთვის დამახასიათებელია მერყეობა, ცვალებადი აქტიურობა, მოვლენების არასტაბილური განვითარება, ჭირვეულობა, და პერიოდული სასოწარკვეთა.

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თხის წელი მხოლოდ ნეგატიურ ტენდენციებს უკავშირდება, მაგრამ ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, თხის წელი მაინცდამაინც პოზიტიურ წლად არ მოიაზრება. შედარებისთვის თხა დასავლურ კალენდარში მორიელის ზოდიაქოს შეესაბამება და მორიელის ზოდიაქო დასავლური ასტროლოგიის თანახმად, ურთულეს ნიშნად ითვლება. თხის წლის ძირითადი ტენდენციებია - მერყეობა და არასტაბილურობა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ყველა დონეზე იგრძნობა.

- კონკრეტულად რა სირთულეებია მოსალოდნელი და რას უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება?

- 2015 წლის ყველაზე რთული პირველი და მეოთხე კვარტალი იქნება, ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ამ პერიოდში მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებს. ყველაზე რთულ კრიზისულ თვეებად შეიძლება მივიჩნიოთ - იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილის პირველი ნახევარი, შემდეგ უკვე ნოემბერი და დეკემბერი.

ამ წელს მოძველებული მეთოდებით ხელმძღვანელობა ან დაკარგული პოზიციების უხეში მეთოდებით დაბრუნების მცდელობა  გამართლებული არ იქნება, რადგან მოსალოდნელია, ამან კიდევ უფრო გაამწვავოს არსებული მდგომარეობა.

რას უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ?! ცხადია, უპირველესად მატერიალურ საკითხებს, რადგან თხა ჩინურ ასტროლოგიაში ფიზიკურ-მატერიალურ სამყაროს მართავს და მას ცვლილებები ყოველთვის ფიზიკურ სამყაროში მოაქვს. გამონაკლისი არც 2015 წელი იქნება. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ მინიმუმამდე შეამციროს ფინანსური რისკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხის მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ უბრალო უკმაყოფილებაში, მოსალოდნელია ამას სერიოზული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვეს, რაც ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულდება.

- იქ, სადაც 2015 წლის შესახებ პროგნოზს აკეთებდით, იქვე გვახსენებდით, რომ თხის წელი იყო სწორედ 1991, რაც საქართველოსთვის უმძიმესი აღმოჩნდა, - ძმათამკვლელი ომი დაიწყო... რა შეცდომები დაუშვეს მაშინ?

- საქმე ის არის, რომ თხის წელს ახასიათებს არა მხოლოდ "მიზეზიანი", არამედ ერთი შეხედვით, "უმიზეზო" გართულებებიც. სინამდვილეში მიზეზ-შედეგობრიობის კანონის თანახმად, ყველა შედეგი გარკვეული მიზეზის გამო დგება. თხის წელში, ეს ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი "მიზეზები" ერთბაშად და მოულოდნელად აქტიურდება, რაც სერიოზული კრიზისს იწვევს ხოლმე.

თხის წელში როგორც ადამიანები, ისე სახელმწიფოები ჯიუტები და მეტისმეტად პრინციპულები ხდებიან, რაც კონფლიქტებს და დაპირისპირებებს უდებს სათავეს. მაგალითად, თხის წელში დაიწყო ცნობილი ავღანეთ-საბჭოთა კავშირის 10-წლიანი ომი. სწორედ თხის წელში მოხდა საქართველოს "სამოქალაქო ომიც", რამაც შემდგომ საქართველოში მთელ რიგ ურთულეს პოლიტიკურ პროცესებს დაუდო სათავე.

- საუბრობდით ასევე მომდევნო თხის წელიწადზე, ანუ 2003 წელზე, როდესაც საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოხდა. "ყვავილით," უსისხლოდ, მაგრამ მთავრობა მაინც შეიცვალა...

- დიახ, "ვარდების რევოლუციაც" სწორედ თხის წელში მოხდა. როგორც აღვნიშნე, ყველაფერს განაპირობებს ამ წლისთვის დამახასიათებელი ერთი მხრივ დამახასიათებელი მერყეობა, არასტაბილურობა, ძველის ნგრევისა და ახლის შენების სურვილი და მეორე მხრივ კი ადამიანები ხდებიან ჯიუტები, კარგავენ რეალობის განცდას, უშვებენ შეცდომებს, რაც ამ ცვლილებებს აჩქარებს.

"ყველაფერი თხის წელში ხდება" ალბათ გადაჭარბებულია, თუმცა ჩინური ასტროლოგიის მიხედვით თხა შედის "კრიზისულ ოთხეულში" - ვირთხასთან, ხართან და რასაკვირველია, გველთა ერთად. სწორედ ამ წლებში ხდება ძირითადი კრიზისული და გარდამტეხი მოვლენები.

- რაკი უახლოესი ისტორიიდან ამ მაგალითებს იხსენებთ, ე.ი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წელსაც თხის წელში წლის ბოლოსკენ მსგავსი რამ არის მოსალოდნელი?

- ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორი ციკლია თხის წელმა საქართველოს პოლიტიკური ცვლილება მოუტანა და არ არის გამორიცხული, ეს 2015 წელსაც მოხდეს და მაგალითად, ეს გამოიხატოს ვადამდელ არჩევნებში.

- რა რეკომენდაციებს იძლევით, რომ თავიდან იქნას საფრთხეები აცილებული?

- ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი გზა აქვს - დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ყველა ბერკეტით შეეცადოს იგივე ლარის კურსის დასტაბილურებას. მაშინ, როცა მოსახლეობა მძიმე ტვირთად აწევს საბანკო სესხები, არ იქმნება სამუშაო ადგილები და არ ხდება ადამიანებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხოლო გნებავთ ცენტრალური, გნებავთ რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ დიდ ხელფასთან ერთად, პრემიებს და ათასგვარ დამატებებს იღებენ, ეს შესაძლოა, მათ ძალიან ცუდად შემოუტრიალდეთ.

2015 წელს რთული იქნება მარტი. ხოლო შემდეგ კრიზისულ პერიოდს უკვე 15 ივნისიდან უნდა ველოდოთ, როდესაც პლანეტა სატურნი ე.წ. "რეტროგრადული" მოძრაობით დაბრუნდება მორიელის ზოდიაქოში და ეს სექტემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია ხელისუფლებაში სერიოზული კრიზისები ან იძულებითი ცვლილებებიც ვიხილოთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს