Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაში არიან ცნობილები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული - "ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ"
რა მდგომარეობაში არიან ცნობილები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული - "ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ"

ლა­რის კურ­სის დე­ვალ­ვა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­ნი­კა­ში ჩა­აგ­დო. ამ­ბო­ბენ, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა კუ­პო­ნის ბედს იზი­ა­რებს, მათ­თვის კი ვი­საც სეს­ხი და სხვა გა­და­სა­ხა­დე­ბი დო­ლარ­ში აქვს გა­და­სახ­დე­ლი სამ­ჯერ მეტი თან­ხის გა­დახ­და უწევთ. Ambebi.ge ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს და­უ­კავ­შირ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ უმე­ტე­სო­ბას სეს­ხი ლარ­ში აქვს აღე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არი­ან.

- ბა­ტო­ნო ზურა, სარ­გებ­ლობთ თუ არა სეს­ხით?

ზურა ყიფ­ში­ძე (მსა­ხი­ო­ბი):

- რო­გორც ყვე­ლას, მეც მაქვს აღე­ბუ­ლი სეს­ხი დო­ლარ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, გავ­ხდი ამ პრო­ცე­სის მსხვერ­პლი. არ ვე­ლო­დი ასე თუ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მაგ­რამ ეს სა­ერ­თო კრი­ზი­სი ყვე­ლას შეგ­ვე­ხო.

- რის­თვის დაგ­ჭირ­დათ სეს­ხის აღე­ბა?

- ეს ოჯა­ხის სეს­ხია, თა­ვის დრო­ზე რა­ღაც შეც­დო­მე­ბის გამო ავი­ღეთ, ოჯა­ხის სხვა­დას­ხვა წევ­რე­ბის, ჩემი, რე­მონ­ტის და ა.შ. ვიხ­დი და ვიხ­დი. უკვე ცუ­დად არის საქ­მე. ბან­კე­ბი კი აკე­თე­ბენ საქ­მეს, ყვე­ლას მო­გე­ბა უნდა დარ­ჩეს, მაგ­რამ ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცენ. ჩემი აზ­რით, ალ­ბათ უნდა და­აკ­ლონ ბან­კებ­მა პრო­ცენ­ტი. ეს რთუ­ლი სა­კი­თხია და ად­ვი­ლად ვე­რა­ვინ გაგ­ცემთ პა­სუხს, ვერც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი და ვერც მთლად პრე­ზი­დენ­ტი.

- სარ­გებ­ლობთ თუ არა სა­ბან­კო სეს­ხით?

გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი (ბიზ­ნეს­მე­ნი, ნინო ჩხე­ი­ძის ქმა­რი):

- სეს­ხი სულ აქვს რო­გორც კომ­პა­ნი­ებს, ასე­ვე პი­რა­დიც, ასე რომ, რა თქმა უნდა, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად იწ­ვევს ისე­დაც რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბიზ­ნე­სის ბო­ლომ­დე დან­გრე­ვას, ასე­ვე პი­რა­დი იპო­თე­კე­ბის ხე­ლოვ­ნურ გაძ­ვი­რე­ბას.

- და­ახ­ლო­ე­ბით რა თან­ხა გაქვთ აღე­ბუ­ლი სეს­ხის სა­ხით?

- თავს შე­ვი­კა­ვებ და­კონ­კრე­ტე­ბის­გან. დიდი თან­ხაა ნამ­დვი­ლად. პი­რა­დი სეს­ხი მაქვს "თი­ბი­სი ბან­კში" და­ახ­ლო­ე­ბით 100 000$-მდე.

- ელო­დით, რომ ასე და­ე­ცე­მო­და ლა­რის ფასი?

- რა თქმა უნდა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რო­დე­საც არ არ­სე­ბობს ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მდგრა­დი და მშვი­დი გა­რე­მო, რო­დე­საც მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო უხე­შად ერე­ვა ბიზ­ნე­სის ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ასე­თი რყე­ვე­ბი.

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (პრო­დუ­სე­რი):

- 7 წლის წინ ავი­ღეთ სეს­ხი "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად. მერე ომი და­ი­წყო და შე­ჩერ­და მშე­ნებ­ლო­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად სეს­ხი 20 პრო­ცენ­ტში გვქონ­და აღე­ბუ­ლი, შემ­დეგ ბან­კმა დაგ­ვიკ­ლო პრო­ცენ­ტი. რამ გა­მო­იწ­ვია ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, ამას ვერ ვი­ტყვი, ჯო­ბია ამის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა იზ­რუ­ნონ და ისა­უბ­რონ.

ანრი ჯო­ხა­ძე (მომ­ღე­რა­ლი):

- ვსარ­გებ­ლობ დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხით, რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რი ავი­ღე, საქ­მის­თვის მჭირ­დე­ბო­და და ძა­ლი­ან ცოტა დამ­რჩა გა­და­სახ­დე­ლი.

- რა თან­ხა დაგ­რჩათ გა­და­სახ­დე­ლი?

- და­ახ­ლო­ე­ბით ათას დო­ლა­რამ­დე დამ­რჩა გა­და­სახ­დე­ლი და ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია ნაკ­ლე­ბად შე­მე­ხო. ვი­საც დიდი სეს­ხი აქვს, მათ­ზე უფრო აი­სა­ხე­ბო­და ეს. მე ჩემი ყვე­ლა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში დო­ლარ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე, რო­გორც კი მივ­ხვდი, რომ ლარი ძა­ლას კარ­გავ­და. გა­მი­მარ­თლა ფი­ნან­სურ­მა ალ­ღომ. მხო­ლოდ შოუ-ბიზ­ნეს­ში არ მი­მარ­თლებს.

- დიდი და­ნა­ზო­გი გაქვს?

- არც ისე ცოტა, რამ­დე­ნი­მე ათი ათა­სია ჩემი და­ნა­ზო­გი.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი:

- ზა­ფხულ­ში დამ­ჭირ­და რა­ღაც თან­ხა და ავი­ღე სეს­ხი დო­ლარ­ში. გუ­შინ შე­ვი­ტა­ნე პრო­ცენ­ტი და მივ­ხვდი, რომ ბევ­რი იყო გა­და­სახ­დე­ლი. კი­დევ კარ­გი, დიდი თან­ხა არ არის, პა­ტა­რა სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხია და გა­დარ­ჩე­ნი­ლი ვარ. ჩემს მე­გობ­რებს სახ­ლე­ბი აქვთ ნა­ყი­დი ასე და გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ოტი­მის­ტი ვარ და გა­მო­სა­ვალს ყვე­ლა­ფერ­ში ვხე­დავ. კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ჩემს მე­გო­ბარს ყო­ველ­თვი­უ­რად 500 დო­ლა­რის შე­ტა­ნა უწევს, და­ახ­ლო­ე­ბით 800 ლარი შეჰ­ქონ­და და მი­თხრა, ახლა ათას ლარ­ზე მეტი შე­მა­ტა­ნი­ნე­სო. ასე თუ გაგ­რძელ­და, კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­ვალთ.

- გაქვთ თუ არა სეს­ხი აღე­ბუ­ლი დო­ლარ­ში?

ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი:

- კი­დევ კარ­გი, სეს­ხი დო­ლარ­ში არ მაქვს აღე­ბუ­ლი. ბი­ნის ქი­რას ვიხ­დი დო­ლარ­ში. ყო­ველ­თვი­უ­რად 400 დო­ლარს მხო­ლოდ სახ­ლში ვიხ­დი. როცა ვი­ქი­რა­ვე, 600 ლა­რის გა­დახ­და მი­წევ­და, ახლა კი 800 ლარს გა­დას­ცდა. კუ­პო­ნი გახ­და ლარი და ეს ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს. იმე­დი და სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ლა­რის კურ­სი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, მაგ­რამ პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბა­ვი დიდი ხა­ნია არ მსმე­ნია. ვე­ღარ ვუძ­ლებ რა­ღა­ცებს, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ. ხომ მშვი­დო­ბაა?! რა­ღაც ხომ უნდა გაგ­ვი­ხარ­დეს და მოგ­ვე­წო­ნოს?! ყვე­ლა­ზე მე­ტად იმან გა­მა­ღი­ზი­ა­ნა, რომ ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო... ამიხ­სე­ნით, რა არის კარ­გად, როცა თვით­გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვართ?

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რა მდგომარეობაში არიან ცნობილები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული - "ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ"

რა მდგომარეობაში არიან ცნობილები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული - "ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ"

ლარის კურსის დევალვაციამ საზოგადოება პანიკაში ჩააგდო. ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა კუპონის ბედს იზიარებს, მათთვის კი ვისაც სესხი და სხვა გადასახადები დოლარში აქვს გადასახდელი სამჯერ მეტი თანხის გადახდა უწევთ. Ambebi.ge ცნობილ ქართველებს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ უმეტესობას სესხი ლარში აქვს აღებული, თუმცა გამონაკლისებიც არიან.

- ბატონო ზურა, სარგებლობთ თუ არა სესხით?

ზურა ყიფშიძე (მსახიობი):

- როგორც ყველას, მეც მაქვს აღებული სესხი დოლარში და შესაბამისად, გავხდი ამ პროცესის მსხვერპლი. არ ველოდი ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები ლართან მიმართებაში, მაგრამ ეს საერთო კრიზისი ყველას შეგვეხო.

- რისთვის დაგჭირდათ სესხის აღება?

- ეს ოჯახის სესხია, თავის დროზე რაღაც შეცდომების გამო ავიღეთ, ოჯახის სხვადასხვა წევრების, ჩემი, რემონტის და ა.შ. ვიხდი და ვიხდი. უკვე ცუდად არის საქმე. ბანკები კი აკეთებენ საქმეს, ყველას მოგება უნდა დარჩეს, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცენ. ჩემი აზრით, ალბათ უნდა დააკლონ ბანკებმა პროცენტი. ეს რთული საკითხია და ადვილად ვერავინ გაგცემთ პასუხს, ვერც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვერც მთლად პრეზიდენტი.

- სარგებლობთ თუ არა საბანკო სესხით?

გიორგი კორახაშვილი (ბიზნესმენი, ნინო ჩხეიძის ქმარი):

- სესხი სულ აქვს როგორც კომპანიებს, ასევე პირადიც, ასე რომ, რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება ავტომატურად იწვევს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესის ბოლომდე დანგრევას, ასევე პირადი იპოთეკების ხელოვნურ გაძვირებას.

- დაახლოებით რა თანხა გაქვთ აღებული სესხის სახით?

- თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან. დიდი თანხაა ნამდვილად. პირადი სესხი მაქვს "თიბისი ბანკში" დაახლოებით 100 000$-მდე.

- ელოდით, რომ ასე დაეცემოდა ლარის ფასი?

- რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, როდესაც არ არსებობს ბიზნესის განვითარებისთვის მდგრადი და მშვიდი გარემო, როდესაც მომავლის განსაზღვრა შეუძლებელია, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერევა ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში, მოსალოდნელია ასეთი რყევები.

კახა მამულაშვილი (პროდუსერი):

- 7 წლის წინ ავიღეთ სესხი "საქართველოს ბანკში" სახლის ასაშენებლად. მერე ომი დაიწყო და შეჩერდა მშენებლობა. თავდაპირველად სესხი 20 პროცენტში გვქონდა აღებული, შემდეგ ბანკმა დაგვიკლო პროცენტი. რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება, ამას ვერ ვიტყვი, ჯობია ამის გამოსწორებაზე სპეციალისტებმა იზრუნონ და ისაუბრონ.

ანრი ჯოხაძე (მომღერალი):

- ვსარგებლობ დოლარში აღებული სესხით, რამდენიმე ათასი დოლარი ავიღე, საქმისთვის მჭირდებოდა და ძალიან ცოტა დამრჩა გადასახდელი.

- რა თანხა დაგრჩათ გადასახდელი?

- დაახლოებით ათას დოლარამდე დამრჩა გადასახდელი და ლარის დევალვაცია ნაკლებად შემეხო. ვისაც დიდი სესხი აქვს, მათზე უფრო აისახებოდა ეს. მე ჩემი ყველა საბანკო ანგარიში დოლარში გადავიყვანე, როგორც კი მივხვდი, რომ ლარი ძალას კარგავდა. გამიმართლა ფინანსურმა ალღომ. მხოლოდ შოუ-ბიზნესში არ მიმართლებს.

- დიდი დანაზოგი გაქვს?

- არც ისე ცოტა, რამდენიმე ათი ათასია ჩემი დანაზოგი.

ნინა წკრიალაშვილი:

- ზაფხულში დამჭირდა რაღაც თანხა და ავიღე სესხი დოლარში. გუშინ შევიტანე პროცენტი და მივხვდი, რომ ბევრი იყო გადასახდელი. კიდევ კარგი, დიდი თანხა არ არის, პატარა სამომხმარებლო სესხია და გადარჩენილი ვარ. ჩემს მეგობრებს სახლები აქვთ ნაყიდი ასე და გაგიჟებულები არიან. ოტიმისტი ვარ და გამოსავალს ყველაფერში ვხედავ. კატასტროფული მდგომარეობაა, ჩემს მეგობარს ყოველთვიურად 500 დოლარის შეტანა უწევს, დაახლოებით 800 ლარი შეჰქონდა და მითხრა, ახლა ათას ლარზე მეტი შემატანინესო. ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ.

- გაქვთ თუ არა სესხი აღებული დოლარში?

ზუზუ ბეჟაშვილი:

- კიდევ კარგი, სესხი დოლარში არ მაქვს აღებული. ბინის ქირას ვიხდი დოლარში. ყოველთვიურად 400 დოლარს მხოლოდ სახლში ვიხდი. როცა ვიქირავე, 600 ლარის გადახდა მიწევდა, ახლა კი 800 ლარს გადასცდა. კუპონი გახდა ლარი და ეს ძალიან მოქმედებს. იმედი და სურვილი მაქვს, რომ ლარის კურსი გაუმჯობესდება, მაგრამ პოზიტიური ამბავი დიდი ხანია არ მსმენია. ვეღარ ვუძლებ რაღაცებს, რადგან აბსოლუტურად დაუცველები ვართ. ხომ მშვიდობაა?! რაღაც ხომ უნდა გაგვიხარდეს და მოგვეწონოს?! ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არისო... ამიხსენით, რა არის კარგად, როცა თვითგადარჩენაზე ვართ?

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“ - რა მოხდა ხურვალეთში?

ისრაელსა და საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების მსურველებისთვისაც რეგისტრაცია წელს დაიწყება

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი