ჩვენი გულახდილი რუბრიკის მორიგი რესპონდენტი თამუნა ვაშალომიძეა. იგი შეეცადა, გულწრფელი პასუხები გაეცა უხერხულ შეკითხვებზე. თავად შეაფასეთ, რამდენად გამოუვიდა.
- შენთვის ქალს სექსი შემოუთავაზებია?
- პირდაპირ არ უთქვამს, მოდი სექსით დავკავდეთო, მაგრამ უფლირტავია და უგრძნობინებია თავისი განზრახვა.
- რა შეგშურებია ადამიანის?
- უკანალი. შეიძლება, პლასტიკური ქირურგიის ჩარევით ან ვარჯიშის მეშვეობით ჰქონდა საჯდომი დაყენებული, მაგრამ თვალში საცემი იყო.
- ორალური სექსი მისაღებია შენთვის?
- კი.
- ეროტიკული ჟანრის წიგნებს კითხულობ?
-სამწუხაროდ, წიგნების კითხვისთვის დრო არ მრჩება, მთლიანად კარიერაზე ვარ გადართული. სტუდენტობისას სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას ვეცნობოდი. ახლა მოდაშია "გრეის 50 ელფერი'', ფილმს ვუყურე, ძალიან მომეწონა და წიგნმაც დამაინტერესა.