პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით
როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით

ყვე­ლა ადა­მი­ანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხის კანი აქვს. კა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, მათ შო­რის ფე­რიც, და­მო­კი­დე­ბუ­ლია მრა­ვალ ფაქ­ტორ­ზე . თა­ვი­სე­ბურ დაღს ას­ვამს პრო­ფე­სია, კვე­ბა, მავ­ნე ჩვე­ვე­ბი, ძი­ლის რე­ჟი­მი, სტრე­სე­ბი, გარე სამ­ყა­როს ზე­მოქ­მე­დე­ბა და მემ­კვიდ­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხის კა­ნის ფერ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს და თა­ვი­სე­ბურ კვალ­საც ტო­ვებს მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

რო­გორც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, სა­ხის კა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და ზო­გა­დად, ჩვენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე, აი­სა­ხე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე არა­სა­სურ­ვე­ლი ძვრე­ბი. ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი "გან­გა­შის ზა­რე­ბი", რო­გორც წესი, ბევ­რად ადრე რეკს და ხში­რად და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე აი­სა­ხე­ბა კან­ზე. ამი­ტო­მაც კან­ზე, რო­გორც "ორ­გა­ნიზ­მის სარ­კე­ზე" დაკ­ვირ­ვე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლად მი­ვაგ­ნოთ პრობ­ლე­მას, გა­მოვ­ლინ­დეს ესა თუ ის პა­თო­ლო­გია და რაც მთა­ვა­რია, გა­ტარ­დეს სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ის­ტო­რი­უ­ლი რა­კურ­სე­ბი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხის კა­ნის ფე­რით ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე პა­თო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ზე ჯერ კი­დევ უძ­ვე­ლეს დრო­ში მსჯე­ლობ­დნენ, ჰი­პოკ­რა­ტე დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში სხვა მრა­ვალ დე­ტალ­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და სწო­რედ სა­ხის კა­ნის ფერს. ამ თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა აღ­მო­სავ­ლელ მკურ­ნალ­თა გა­მოც­დი­ლე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნეთ­ში ჯერ კი­დევ პირ­ველ ათას­წლე­ულ­ში სვამ­დნენ დი­აგ­ნოზს სა­ხის კა­ნის ფე­რი­სა და მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბით. უძ­ვე­ლე­სი ეს­კუ­ლა­პე­ბის პროგ­ნო­ზე­ბი სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით ემ­თხვე­ო­და. სა­ხის მი­ხედ­ვით "კი­თხვის ხე­ლოვ­ნე­ბას" ეწო­დე­ბო­და "სიან-მინ". მას მხო­ლოდ იმ ეპო­ქის გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­დოს­ტა­ტე­ბი ფლობ­დნენ. ცოდ­ნას ამ ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­დე­ნენ და მხო­ლოდ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად გა­დას­ცემ­დე­ნენ წარ­ჩი­ნე­ბულ და გა­მორ­ჩე­ულ შე­გირ­დებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით

როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით

ყველა ადამიანს განსხვავებული სახის კანი აქვს. კანის მდგომარეობა, მათ შორის ფერიც, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე . თავისებურ დაღს ასვამს პროფესია, კვება, მავნე ჩვევები, ძილის რეჟიმი, სტრესები, გარე სამყაროს ზემოქმედება და მემკვიდრული ფაქტორები. სამწუხაროდ, სახის კანის ფერზე დიდ გავლენას ახდენს და თავისებურ კვალსაც ტოვებს მწვავე და ქრონიკული დაავადებები.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სახის კანის მდგომარეობასა და ზოგადად, ჩვენს გარეგნობაზე, აისახება საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემებში მიმდინარე არასასურველი ძვრები. შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მანიშნებელი "განგაშის ზარები", როგორც წესი, ბევრად ადრე რეკს და ხშირად დაავადების გამოვლენამდე გაცილებით ადრე აისახება კანზე. ამიტომაც კანზე, როგორც "ორგანიზმის სარკეზე" დაკვირვებით, შესაძლებელია დროულად მივაგნოთ პრობლემას, გამოვლინდეს ესა თუ ის პათოლოგია და რაც მთავარია, გატარდეს სათანადო ღონისძიებები.

ისტორიული რაკურსები

აღსანიშნავია, რომ სახის კანის ფერით ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე ჯერ კიდევ უძველეს დროში მსჯელობდნენ, ჰიპოკრატე დიაგნოსტიკაში სხვა მრავალ დეტალთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სწორედ სახის კანის ფერს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლელ მკურნალთა გამოცდილება და პროფესიონალიზმი. მაგალითად, ჩინეთში ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში სვამდნენ დიაგნოზს სახის კანის ფერისა და მდგომარეობის შეფასებით. უძველესი ესკულაპების პროგნოზები საოცარი სიზუსტით ემთხვეოდა. სახის მიხედვით "კითხვის ხელოვნებას" ეწოდებოდა "სიან-მინ". მას მხოლოდ იმ ეპოქის გამორჩეული დიდოსტატები ფლობდნენ. ცოდნას ამ ხელოვნების შესახებ საიდუმლოდ ინახავდენენ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გადასცემდენენ წარჩინებულ და გამორჩეულ შეგირდებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს