პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 თებერვალი: საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე და ულამაზესი მარო მაყაშვილის სულისშემძვრელი დღიური
25 თებერვალი: საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე და ულამაზესი მარო მაყაშვილის სულისშემძვრელი დღიური

25 თე­ბერ­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა. სწო­რედ ამ დღეს შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი წი­თე­ლი არ­მია და და­ა­სა­მა­რა ქარ­თველ­თა ოც­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

თით­ქმის მთე­ლი თე­ბერ­ვა­ლი ქარ­თულ ჯარ­სა და რუ­სე­თის წი­თელ არ­მი­ას შო­რის ბრძო­ლე­ბი მი­დი­ო­და, ერთ-ერთი ბრძო­ლის დროს და­ი­ღუ­პა ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ქალი მარო მა­ყაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­სა­ო­ცა­რი დღი­უ­რი დაგ­ვი­ტო­ვა.

"1919 წ... მთვა­რის შუქ­ზე ვწერ ჩემს დღი­ურს, სა­სი­ა­მოვ­ნოა… გუ­შინ, არ ვიცი, რათ, მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლებ­თან ამი­ვარ­და სა­ში­ნე­ლი ქვი­თი­ნი, ისე­თი, რომ თით­ქმის ერთი სა­ა­თი ვტი­რო­დი. ამო­მიჯ­და გული. ვე­კი­თხე­ბი ჩემ თავს, რა არის? მაგ­რამ იგი სდუმს და პა­სუხს არ მაძ­ლევს. რა მი­ზე­ზია, არ ვიცი…

საყ­ვა­რე­ლო მამა! მე ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად ვარ. სულ ერთი პო­ზი­ცი­ის­გან 112 ვერ­სზე ვართ, მე­ო­რის­გან 5 თუ 7-ზე. მტე­რი ჯერ შორს არის, ძა­ლი­ან სცხე­ბენ ჩვე­ნე­ბი. ძა­ლი­ან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ცოტა თხი­ლი და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რამე ტკბი­ლე­უ­ლი გა­მოგ­ზავ­ნეთ… თავს გა­უფრ­თხილ­დით. გკოც­ნით ბევ­რს. ისე არა ცივა. მო­კი­თხვა ყვე­ლა ჩვე­ნებს. ნუ გე­ში­ნი­ანთ. გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად. შენი მარო" - ეს ამო­ნა­რი­დია მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რი­დან...

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა მარო მა­ყაშ­ვილ­მა ომში წას­ვლა, ამ კი­თხვით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ის­ტო­რი­კოს ლაშა ბაქ­რა­ძეს­თან:

- რო­გორც პატ­რი­ოტ­მა ადა­მი­ან­მა, მარო მა­ყაშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბედი წყდე­ბო­და და რო­გორც მო­წყა­ლე­ბის და (ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა) წა­ვი­და ფრონტზე, რათა დახ­მა­რე­ბო­და ქარ­თველ მებ­რძო­ლებს.

- შეგ­ვიძ­ლია თუ არა მარო მა­ყაშ­ვი­ლი მი­ვიჩ­ნი­ოთ, იმ დრო­ინ­დე­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის კრე­ბით სა­ხედ?

- ვერ ვი­ტყვით, რომ მარო მა­ყაშ­ვი­ლი იმ დრო­ინ­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის კრე­ბი­თი სა­ხეა, მაგ­რამ შემ­დგომ­ში ის გახ­და გარ­კვე­ულ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბით არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, იყოს კრე­ბი­თი სახე, პი­რი­ქით, სიმ­ბო­ლი­ზე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი, რო­გორ წესი, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არი­ან ხოლ­მე. მე სულ ვე­ძებ იმ პე­რი­ო­დის დღი­უ­რებს, ჩა­ნა­წე­რებს, მო­გო­ნე­ბებს და სხვა... თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი მა­სა­ლაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

შე­საძ­ლოა, მარო მა­ყაშ­ვი­ლი იმი­ტო­მაც გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რომ სწო­რედ ასე­თი გუ­ლის­შემ­ძვრე­ლი დღი­უ­რი დაგ­ვი­ტო­ვა, სა­დაც ჩვენ ვხე­დავთ ამ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სა­ხეს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი იმე­დე­ბი ჰქონ­და. დღი­უ­რი­დან ჩანს, რომ მარო მა­ყაშ­ვილს ბევ­რი სურ­ვი­ლი გა­აჩ­ნდა და ყვე­ლა წე­სით და კა­ნო­ნით მას ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი უნდა ჰქო­ნო­და, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო წი­თე­ლი არ­მი­ის შე­ტე­ვა, რომ­ლი­თაც დამ­თავ­რდა არა მხო­ლოდ მარო მა­ყაშ­ვი­ლის, არა­მედ მთე­ლი ქარ­თვე­ლი ერის კე­თილ გზა­ზე მდგა­რი მო­მა­ვა­ლი და დამ­ყარ­და 70 წლი­ა­ნი წყვდი­ა­დი, რო­მე­ლიც დღე­საც მძი­მე ტვირ­თად გვა­წევს.

- იმ დრო­ინ­დელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თუ მი­ა­გო პა­ტი­ვი მარო მა­ყაშ­ვილს?

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუს­ვათ ხაზი იმა­საც, რომ მარო მა­ყაშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­დან იყო. მისი მამა იყო იმ დრო­ის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი და მა­შინ­ვე სიმ­ბო­ლუ­რი ფი­გუ­რის ფასი შე­ი­ძი­ნა ამ პა­ტა­რა გო­გომ. ჩვენ ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს მა­მა­მი­სის და­წე­რი­ლი ლექ­სიც, რო­მე­ლიც იმ დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მარო დაკ­რძა­ლეს ომში და­ღუ­პულ სხვა ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად (და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის ად­გი­ლას), მაგ­რამ ამ დროს უკვე იმ­დე­ნად სწრა­ფად იც­ვლე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ სამ­წუ­ხა­როდ, 3-4 დღე­ში ამ გმი­რე­ბის ხსე­ნე­ბაც კი აიკ­რძა­ლა.

- ანუ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხელს ტაბუ ედო?

- ჩემ­მა თა­ო­ბამ სა­ი­დუმ­ლოდ თუ იცო­და მათი სა­ხე­ლე­ბი და მათ შო­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლი­საც. მე პა­ტარ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მის შე­სა­ხებ გა­ვი­გე და ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე.

- ბა­ტო­ნო ლაშა, რა არის მარო მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რი, ერთი პა­ტა­რა გო­გოს ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუ ის­ტო­რი­უ­ლი გან­ძი?

- რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას, ჩვენ­თვის არაა ცნო­ბი­ლი არა­ნა­ი­რი დღი­უ­რი და მით უფრო მო­გო­ნე­ბე­ბი. ამ დღი­უ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლო, პა­ტა­რა გო­გოს თვა­ლით და­ი­ნა­ხო ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­მე­ლიც დღემ­დე ცუ­და­დაა შეს­წავ­ლი­ლი. მა­როს დღი­უ­რი არის შე­წყვე­ტი­ლი ის­ტო­რი­ის მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს შე­წყდა.

- რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მარო მა­ყაშ­ვი­ლის და­ყე­ნე­ბა იმ გმი­რი ქა­ლე­ბის გვერ­დით, რომ­ლე­საც იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. მა­გა­ლი­თად, მაია წყნე­თე­ლი, თინა წავ­კი­სე­ლის და სხვა.

- სა­ერ­თოდ, მე არ ვარ გმი­რე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი და არ ვი­ტყო­დი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის კვარ­ცხლბეკ­ზე შე­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ. ჩემ­თვის მარო მა­ყაშ­ვი­ლი არის უდი­დე­სი ფა­სე­უ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბამ იცო­დეს მარო მა­ყაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფია და იცო­დეს, რა მოხ­და 1921 წელს, რათა მსგავ­სი რამ აღა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
0

- სა­ერ­თოდ, მე არ ვარ გმი­რე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი

ეს რანაირი ნათქვამია? 

............?
3

კომენტარები ჯერ არ წამიკიტხავს მაგრამ ემ აზრს ვწერ. ''არ მიყვარს გმირები'' წერს მაშინ რატომ იკლავს ეს ხალხი თავს?? დაეტიეტ სახლებში. მეორე შემოიჭრა წითელი არმია და დაასამარა ტავისუფლება. ამის შემდეგ ასეტებს რა უნდა უთხრა??. რა გვაკლდა ვერ ჩამომითვლით ვინმე???ერტმანეტის სიყვარული გვქონდა არ გინდატ??? მხიარული ბავშვობა გვქონდა არ გინდატ?? სამსახურები გვქონდა არ გინდატ?? და ტავისუფლება რაა ამიხსენტ ვინმემ??? საბერძნეთს წასვლლა? იტალიაში ბავშვები და დედები რომ არ იცნობენ ერთმანეტს ეს გინდათ?? ბრაო ასტ განათლებულებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

25 თებერვალი: საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე და ულამაზესი მარო მაყაშვილის სულისშემძვრელი დღიური

25 თებერვალი: საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე და ულამაზესი მარო მაყაშვილის სულისშემძვრელი დღიური

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. სწორედ ამ დღეს შემოვიდა საქართველოში რუსული წითელი არმია და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე.

თითქმის მთელი თებერვალი ქართულ ჯარსა და რუსეთის წითელ არმიას შორის ბრძოლები მიდიოდა, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა ულამაზესი ქართველი ქალი მარო მაყაშვილი, რომელმაც გასაოცარი დღიური დაგვიტოვა.

"1919 წ... მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა… გუშინ, არ ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის ერთი საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის? მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი…

საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო" - ეს ამონარიდია მაყაშვილის დღიურიდან...

რატომ გადაწყვიტა მარო მაყაშვილმა ომში წასვლა, ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ისტორიკოს ლაშა ბაქრაძესთან:

- როგორც პატრიოტმა ადამიანმა, მარო მაყაშვილმა დაინახა, რომ საქართველოს ბედი წყდებოდა და როგორც მოწყალების და (ისევე როგორც ბევრი სხვა) წავიდა ფრონტზე, რათა დახმარებოდა ქართველ მებრძოლებს.

- შეგვიძლია თუ არა მარო მაყაშვილი მივიჩნიოთ, იმ დროინდელი ქართველი ახალგაზრდობის კრებით სახედ?

- ვერ ვიტყვით, რომ მარო მაყაშვილი იმ დროინდელი ახალგაზრდების კრებითი სახეა, მაგრამ შემდგომში ის გახდა გარკვეულწილად სიმბოლური ფიგურა, რომელიც სრულებით არაა აუცილებელი, იყოს კრებითი სახე, პირიქით, სიმბოლიზებული ფიგურები, როგორ წესი, გამონაკლისები არიან ხოლმე. მე სულ ვეძებ იმ პერიოდის დღიურებს, ჩანაწერებს, მოგონებებს და სხვა... თითზე ჩამოსათვლელი მასალაა შემორჩენილი.

შესაძლოა, მარო მაყაშვილი იმიტომაც გახდა პოპულარული, რომ სწორედ ასეთი გულისშემძვრელი დღიური დაგვიტოვა, სადაც ჩვენ ვხედავთ ამ ახალგაზრდა ქალის სახეს, რომელსაც ძალიან დიდი იმედები ჰქონდა. დღიურიდან ჩანს, რომ მარო მაყაშვილს ბევრი სურვილი გააჩნდა და ყველა წესით და კანონით მას ბედნიერი მომავალი უნდა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო წითელი არმიის შეტევა, რომლითაც დამთავრდა არა მხოლოდ მარო მაყაშვილის, არამედ მთელი ქართველი ერის კეთილ გზაზე მდგარი მომავალი და დამყარდა 70 წლიანი წყვდიადი, რომელიც დღესაც მძიმე ტვირთად გვაწევს.

- იმ დროინდელმა საზოგადოებამ თუ მიაგო პატივი მარო მაყაშვილს?

- აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ მარო მაყაშვილი საკმაოდ ცნობილი ოჯახიდან იყო. მისი მამა იყო იმ დროის ძალიან ცნობილი მწერალი და მაშინვე სიმბოლური ფიგურის ფასი შეიძინა ამ პატარა გოგომ. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მამამისის დაწერილი ლექსიც, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული გახდა. მარო დაკრძალეს ომში დაღუპულ სხვა ახალგაზრდებთან ერთად (დაახლოებით დღევანდელი პარლამენტის ადგილას), მაგრამ ამ დროს უკვე იმდენად სწრაფად იცვლებოდა მოვლენები, რომ სამწუხაროდ, 3-4 დღეში ამ გმირების ხსენებაც კი აიკრძალა.

- ანუ საბჭოთა პერიოდში მარო მაყაშვილის სახელს ტაბუ ედო?

- ჩემმა თაობამ საიდუმლოდ თუ იცოდა მათი სახელები და მათ შორის, მარო მაყაშვილისაც. მე პატარ ვიყავი, როდესაც მის შესახებ გავიგე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

- ბატონო ლაშა, რა არის მარო მაყაშვილის დღიური, ერთი პატარა გოგოს ჩანაწერები, თუ ისტორიული განძი?

- როდესაც საქმე ეხება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ჩვენთვის არაა ცნობილი არანაირი დღიური და მით უფრო მოგონებები. ამ დღიურის საშუალებით შესაძლებელია, უბრალო, პატარა გოგოს თვალით დაინახო ის უმნიშვნელოვანესი პერიოდი საქართველოსი, რომელიც დღემდე ცუდადაა შესწავლილი. მაროს დღიური არის შეწყვეტილი ისტორიის მოგონება, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს შეწყდა.

- რამდენად მართებული იქნება მარო მაყაშვილის დაყენება იმ გმირი ქალების გვერდით, რომლესაც იცნობს საქართველოს ისტორია. მაგალითად, მაია წყნეთელი, თინა წავკისელის და სხვა.

- საერთოდ, მე არ ვარ გმირების დიდი მოყვარული და არ ვიტყოდი, რომ აუცილებელია ადამიანების კვარცხლბეკზე შეყენება იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ. ჩემთვის მარო მაყაშვილი არის უდიდესი ფასეულობის მატარებელი ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს მარო მაყაშვილის ბიოგრაფია და იცოდეს, რა მოხდა 1921 წელს, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.