პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისტერიკა დამემართა, მაგრამ ვერაფერს გავხდი" - "ნაციონალების" შურისძიება ლელა კაკულიაზე
"ისტერიკა დამემართა, მაგრამ ვერაფერს გავხდი" - "ნაციონალების" შურისძიება ლელა კაკულიაზე

წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია "სარ­კეს­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ გა­სულ წლებ­ში მის იმ გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას არ მოს­წონ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" შუ­რის­ძი­ე­ბა მოჰ­ყვა და მისი ვაჟი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. "რო­დე­საც ვი­კი­თხე, შვი­ლი რა­ტომ და­მი­ჭი­რეთ-მეთ­ქი, თქვენ რომ წერ­დით ჩვენ­ზეო, მი­პა­სუ­ხეს", - ამ­ბობს კა­კუ­ლია.

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ მცი­რე ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"სარ­კე": ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის და სხვა­დას­ხვა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტად მო­გი­აზ­რე­ბენ - იმას ათ­ქმე­ვი­ნე­ბენ, რაც მათ სურ­თო.

ლელა კა­კუ­ლია: მე ჩემი ხალ­ხის, სა­ქარ­თვე­ლოს აგენ­ტი ვარ! რო­გორ ვარ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის აგენ­ტი, როცა წლე­ბის წინ დავ­წე­რე, რო­გო­რი მთავ­რო­ბა მო­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რომ დად­გე­ბო­და მე­ო­რე 1937 წელი?! მუდ­მი­ვად ვწერ­დი, რას და­უ­შა­ვებ­დნენ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ქვე­ყა­ნას. ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ჩემი ვაჟი, ლე­ვა­ნი, და­ი­ჭი­რეს და 2 წელი იჯდა ცი­ხე­ში. მი­ზე­ზი, იცით, რა იყო? ერთ ჩი­ნო­სანს ვკი­თხე, შვი­ლი რა­ტომ და­მი­ჭი­რეთ-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, თქვენ რომ წერ­დით ჩვენ­ზეო.

"სარ­კე": ბრალ­დე­ბა რა იყო?

ლელა კა­კუ­ლია: ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა. ია­რა­ღი ჩა­უ­დეს მან­ქა­ნა­ში. ხუთი ბიჭი იჯდა მან­ქა­ნა­ში. მი­ვარ­და პო­ლი­ცია, გად­მო­ყა­რეს ყვე­ლა და იქ იპო­ვეს დანა. შემ­დეგ და­ად­გი­ნეს, რომ ეს დანა ლე­ვა­ნის იყო. იმ დღეს ბოდ­ბე­ში წმინ­და ნი­ნოს საფ­ლავ­ზე ვი­ყა­ვი. უცებ და­ვი­ნა­ხე, რომ ლე­ვანს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. და­ვუ­რე­კე, იცო­დე, სახ­ლი­დან არ გახ­ვი­დე, და­გი­ჭე­რენ-მეთ­ქი. ის­ტე­რი­კა და­მე­მარ­თა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გავ­ხდი - მი­თხრა, არა­ფერს და­ვა­შა­ვებ, მე­გობ­რებ­თან წა­ვა­ლო. ბო­ლოს და­ვა­ნე­ბე თავი, ესე იგი უნდა და­ი­ჭი­რონ, ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბი-მეთ­ქი და მარ­თლაც და­ი­ჭი­რეს. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ცი­ხე­ში ყვე­ლა კარ­გად ექ­ცე­ო­და, რად­გან იცოდ­ნენ, რომ ჩემი შვი­ლი იყო. ლე­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლო­ბით ინ­ჟი­ნე­რია, მა­მის კვალს გაჰ­ყვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ისტერიკა დამემართა, მაგრამ ვერაფერს გავხდი" - "ნაციონალების" შურისძიება ლელა კაკულიაზე

"ისტერიკა დამემართა, მაგრამ ვერაფერს გავხდი" - "ნაციონალების" შურისძიება ლელა კაკულიაზე

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია "სარკესთან" საუბრისას ამბობს, რომ გასულ წლებში მის იმ განცხადებებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობას არ მოსწონდა, "ნაციონალებისგან" შურისძიება მოჰყვა და მისი ვაჟი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. "როდესაც ვიკითხე, შვილი რატომ დამიჭირეთ-მეთქი, თქვენ რომ წერდით ჩვენზეო, მიპასუხეს", - ამბობს კაკულია.

Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

"სარკე": ნაციონალების და სხვადასხვა სპეცსამსახურების აგენტად მოგიაზრებენ - იმას ათქმევინებენ, რაც მათ სურთო.

ლელა კაკულია: მე ჩემი ხალხის, საქართველოს აგენტი ვარ! როგორ ვარ ნაციონალების აგენტი, როცა წლების წინ დავწერე, როგორი მთავრობა მოვიდოდა საქართველოს ხელისუფლებაში, რომ დადგებოდა მეორე 1937 წელი?! მუდმივად ვწერდი, რას დაუშავებდნენ ნაციონალები ქვეყანას. ნაციონალებმა ჩემი ვაჟი, ლევანი, დაიჭირეს და 2 წელი იჯდა ციხეში. მიზეზი, იცით, რა იყო? ერთ ჩინოსანს ვკითხე, შვილი რატომ დამიჭირეთ-მეთქი და მიპასუხა, თქვენ რომ წერდით ჩვენზეო.

"სარკე": ბრალდება რა იყო?

ლელა კაკულია: იარაღის უკანონო ტარება. იარაღი ჩაუდეს მანქანაში. ხუთი ბიჭი იჯდა მანქანაში. მივარდა პოლიცია, გადმოყარეს ყველა და იქ იპოვეს დანა. შემდეგ დაადგინეს, რომ ეს დანა ლევანის იყო. იმ დღეს ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავზე ვიყავი. უცებ დავინახე, რომ ლევანს საფრთხე ემუქრებოდა. დავურეკე, იცოდე, სახლიდან არ გახვიდე, დაგიჭერენ-მეთქი. ისტერიკა დამემართა, მაგრამ ვერაფერს გავხდი - მითხრა, არაფერს დავაშავებ, მეგობრებთან წავალო. ბოლოს დავანებე თავი, ესე იგი უნდა დაიჭირონ, ვერაფერს გავხდები-მეთქი და მართლაც დაიჭირეს. მადლობელი ვარ, რომ ციხეში ყველა კარგად ექცეოდა, რადგან იცოდნენ, რომ ჩემი შვილი იყო. ლევანი სპეციალობით ინჟინერია, მამის კვალს გაჰყვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია