არსებობენ ქალები, რომელთაც საკმაოდ დამყოლი და რბილი ხასიათი აქვთ (ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ, სასურველი მამაკაცის ხელში ჩაგდება აქვთ განზრახული), მაგრამ არსებობენ ქალები, რომელთა შტურმით აღებაა საჭირო, ან უარესი - მამაკაცებს საერთოდ არ სურთ მათთან ურთიერთობა, იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი ეკლიანი კაქტუსივით, მწარედ იკბინებიან. თუმცა, ისეთი მამაკაცებიც არსებობენ (მართალია ცოტა რაოდენობის), ვისაც ზუსტად ამგვარი "სუსხიანი ქალებისკენ" მიუწევს გული... ჩვენ გასწავლით ასტროლოგიურ ხერხებს და მეთოდებს თუ როგორ განაიარაღოთ ერთი შეხედვით უჟუმრი ქალი და როგორ მოახერხოთ ჭირვეულის მორჯულება.
ჭირვეული ნომერ პირველი - ვერძი
ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, მამაკაცების საზოგადოებაში უფრო კარგად გრძნობს თავს ვიდრე საკუთარი სქესის წარმომადგენლებს შორის, თუმცა დიდობაში ეს ყველაფერი მამაკაცებთან მეგობრობის ან უარესი პროფესიული კონკურენციის სახით ვლინდება. ქალი ვერძი მართლაც მოიკოჭლებს ჭეშმარიტად ქალური თვისებებით ხასიათში, მას არ შეუძლია იყოს ნაზი, მოქნილი და დიპლომატიური. რასაც ფიქრობს პირდაპირ ამბობს და არც იმას დაგიდევთ დიდად თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს ამ საქციელით საზოგადოებაზე. მამაკაცები გაურბიან ასეთ ხისტ, უაპელაციო და უხეშ ქალებს. მაგრამ ყველა მონეტას ორი მხარე აქვს ეს ნუ დაგავიწყდებათ - ამიტომ შეყვარებული ვერძი, სასწორს ემსგავსება თუ, რა თქმა უნდა, ვინმემ მასში ამ გრძნობის გაღვიძება მოახერხა. სასწორი ქალების სინაზეზე კი ლეგენდები დადის. საიმისოდ, რომ ვერძი ქალი მოარჯულოს მამაკაცს დიდი მოთმინების უნარი, ტაქტი და გამჭრიახი გონება ესაჭიროება. ვერძი მიამიტი ნიშანია, მიტომ მამაკაცმა მას ჭკუითა და იუმორის გრძნობით უნდა აჯობოს. ნუ გამოიჩენთ სიხისტეს, დიქტატურას, რასაც ვერძი არასოდეს შეეგუება. თუმცა დაანახვეთ, რომ სულით ძლიერი ადამიანი ხართ, ამის გარეშე იგი თქვენ მიმართ პატივისცემას დაკარგავს.