საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდი და არ შეეფერება სინამდვილეს" - მოსიძე საგანელიძის განცხადებაზე
"ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდი და არ შეეფერება სინამდვილეს" - მოსიძე საგანელიძის განცხადებაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ, "პა­ლიტ­რა ტვ"-ის ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტი­ა­ში ინ­ტე­ლექტ კლუბ "რა, სად, რო­დის" დამ­ფუძ­ნე­ბელ გი­ორ­გი მო­სი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

"ვიცი, რომ ის არის უაღ­რე­სად ნი­ჭი­ე­რი, საქ­მი­ა­ნი, ერუ­დი­რე­ბუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი. მას­თან ერ­თად კი­დევ არის პა­ტა­რა ჯგუ­ფი, 2-3 ადა­მი­ა­ნი, ვინც ასე­ვე გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თა­ვინ­თი ძა­ლი­ან გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბით და საქ­მის კარ­გი ხედ­ვით", - აღ­ნიშ­ნა სა­გა­ნე­ლი­ძემ.

სა­გა­ნე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბამ, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გი­ორ­გი მო­სი­ძემ გა­და­წყვი­ტა გან­მარ­ტე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა:

"ბა­ქო­ში ვიმ­ყო­ფე­ბი ბრე­ინ-რინ­გის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ნაკ­ლე­ბად მაქვს ქარ­თუ­ლი ნი­უ­სე­ბის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამი­ტომ შე­ვეც­დე­ბი ერ­თბა­შად გავ­ცე პა­სუ­ხი ბოლო დღე­ებ­ში ინ­ტე­ლექტ-კლუბ­თან და­კავ­ში­რე­ბით ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს:

1) ინ­ტე­ლექტ-კლუ­ბი "რა? სად? რო­დის?" არის აპო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი (მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი) შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ათი ათა­სამ­დე ადა­მი­ანს. ეს არის ტი­პი­უ­რი კლუ­ბი ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით, რომ­ლის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­აა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ინ­ტე­ლექტ-კლუ­ბი არ ერე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში, არ მარ­თავს კონ­სულ­ტა­ცი­ებს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან, არ აფიქ­სი­რებს პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ას და მი­თუ­მე­ტეს არ "მი­დის პო­ლი­ტი­კა­ში". ამი­ტომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სპე­კუ­ლა­ცია კლუ­ბის პო­ლი­ტი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის აბ­სურ­დი და არ შე­ე­ფე­რე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს.

2) კლუ­ბის წევ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის (ჩვენ მათ ვუ­წო­დებთ მო­აზ­როვ­ნე­ებს) გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ყო­ველ­თვის იჩენ­და ინ­ტე­რესს პო­ლი­ტი­კის სფე­როს მი­მართ, ზო­გი­ერთს კი ეკა­ვა და უკა­ვია სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი (გვყავ­და მი­ნის­ტრიც, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც, გენ.პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეც, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბიც და ა.შ.). კლუ­ბის მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი ყო­ველ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი იყ­ვნენ თა­ვი­ანთ პო­ლი­ტი­კურ პრე­ფე­რენ­ცი­ებ­ში და ამ ნიშ­ნით (ისე­ვე რო­გორც რა­ი­მე სხვა ნიშ­ნით) დის­კრი­მი­ნა­ცი­ას კლუბ­ში არა­სო­დეს ჰქო­ნია ად­გი­ლი. კლუ­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მო­აზ­როვ­ნე თა­ვი­სუ­ფა­ლია თა­ვის პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ში, შე­უძ­ლია გა­წევ­რი­ან­დეს სა­დაც სურს, შეხ­ვდეს ვი­საც სურს და და­ა­ფიქ­სი­როს ის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია, რაც სურს. ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მისი, კერ­ძო პი­რის პო­ზი­ცია და სხვა არა­ფე­რი. არა­ვის (მათ შო­რის მე), არა აქვს უფ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა კლუ­ბის სა­ხე­ლით, რისი პრე­ცე­დენ­ტიც არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა კლუ­ბის არ­სე­ბო­ბის 24 წლის მან­ძილ­ზე. ამი­ტომ, თუ ვინ­მე არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი (ასე­თე­ბი საკ­მა­ოდ გვყავს), ან მხარ­დამ­ჭე­რი (ასე­თე­ბი კი­დევ უფრო მე­ტია), ან უბ­რა­ლოდ ხვდე­ბა პო­ლი­ტი­კო­სებს - ეს არის ამ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის კერ­ძო ქმე­დე­ბა და სხვა არა­ფე­რი. ჩვე­ნი კლუ­ბის ყვე­ლა მო­აზ­როვ­ნეს რო­მე­ლიც იყო პო­ლი­ტი­კა­ში, არის ამ­ჟა­მად ან აპი­რებს წას­ვლას მო­მა­ვალ­ში, ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას ამ მე­ტად რთულ­სა და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გზა­ზე...

3. ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლექტ-კლუ­ბის პირ­ვე­ლი არა­სა­ტე­ლე­ვი­ზიო თა­მა­ში გა­ი­მარ­თა 1991 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა დღემ­დე. სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­დის 1996 წლი­დან (პა­უ­ზით 2002 - 2007 წწ) და ამ 19 წე­ლი­წად­ში შე­ი­ძი­ნა სა­კულ­ტო სტა­ტუ­სი. უკვე აღი­ზარ­და რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა და ჩა­მო­ყა­ლიბ­და/დამ­კვიდ­რდა ქარ­თვე­ლი რა­სად­რო­დის მო­აზ­როვ­ნის პო­ზი­ტი­უ­რი იმი­ჯი. ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლექტ-კლუ­ბი რამ­დენ­ჯერ­მე და­სა­ხელ­და "მსოფ­ლი­ოს წლის სა­უ­კე­თე­სო კლუ­ბად", ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა მო­ი­გო პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო, მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბერ­ში კი, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, თბი­ლი­სი უმას­პინ­ძლებს მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მაშ­ში "რა? სად? რო­დის?". მთე­ლი ეს წლე­ბი ინ­ტე­ლექტ-კლუ­ბი იყო და არის სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მი­სა და პროგ­რე­სის სიმ­ბო­ლო ქარ­თულ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში. გა­მოვ­ხა­ტავ რწმე­ნას, რომ მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა.

პა­ტი­ვის­ცე­მით, გი­ორ­გი მო­სი­ძე", - ნათ­ქვა­მია მო­სი­ძის სტა­ტუს­ში.

Fb.com-ზე სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდი და არ შეეფერება სინამდვილეს" - მოსიძე საგანელიძის განცხადებაზე

"ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდი და არ შეეფერება სინამდვილეს" - მოსიძე საგანელიძის განცხადებაზე

რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ, "პალიტრა ტვ"-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ პარტიაში ინტელექტ კლუბ "რა, სად, როდის" დამფუძნებელ გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართა.

"ვიცი, რომ ის არის უაღრესად ნიჭიერი, საქმიანი, ერუდირებული, საინტერესო ადამიანი. მასთან ერთად კიდევ არის პატარა ჯგუფი, 2-3 ადამიანი, ვინც ასევე გამოირჩევიან თავინთი ძალიან გამჭრიახი გონებით და საქმის კარგი ხედვით", - აღნიშნა საგანელიძემ.

საგანელიძის განცხადებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, გიორგი მოსიძემ გადაწყვიტა განმარტება გაეკეთებინა:

"ბაქოში ვიმყოფები ბრეინ-რინგის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნაკლებად მაქვს ქართული ნიუსებისთვის თვალყურის დევნების საშუალება, ამიტომ შევეცდები ერთბაშად გავცე პასუხი ბოლო დღეებში ინტელექტ-კლუბთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს:

1) ინტელექტ-კლუბი "რა? სად? როდის?" არის აპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს განსხვავებული (მათ შორის პოლიტიკური) შეხედულებების ათი ათასამდე ადამიანს. ეს არის ტიპიური კლუბი ინტერესის მიხედვით, რომლის ძირითადი ფუნქციაა ინტელექტუალური თამაშების ჩატარება და პოპულარიზაცია. ინტელექტ-კლუბი არ ერევა პოლიტიკაში, არ მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არ აფიქსირებს პოლიტიკურ პოზიციას და მითუმეტეს არ "მიდის პოლიტიკაში". ამიტომ ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდი და არ შეეფერება სინამდვილეს.

2) კლუბის წევრი მოთამაშეების (ჩვენ მათ ვუწოდებთ მოაზროვნეებს) გარკვეული ნაწილი ყოველთვის იჩენდა ინტერესს პოლიტიკის სფეროს მიმართ, ზოგიერთს კი ეკავა და უკავია სახელმწიფო თანამდებობები (გვყავდა მინისტრიც, მინისტრის მოადგილეც, გენ.პროკურორის მოადგილეც, პარლამენტის წევრებიც და ა.შ.). კლუბის მოაზროვნეები ყოველთვის თავისუფალი იყვნენ თავიანთ პოლიტიკურ პრეფერენციებში და ამ ნიშნით (ისევე როგორც რაიმე სხვა ნიშნით) დისკრიმინაციას კლუბში არასოდეს ჰქონია ადგილი. კლუბის ნებისმიერი მოაზროვნე თავისუფალია თავის პოლიტიკურ არჩევანში, შეუძლია გაწევრიანდეს სადაც სურს, შეხვდეს ვისაც სურს და დააფიქსიროს ის პოლიტიკური პოზიცია, რაც სურს. ეს იქნება მხოლოდ მისი, კერძო პირის პოზიცია და სხვა არაფერი. არავის (მათ შორის მე), არა აქვს უფლება გააკეთოს პოლიტიკური განცხადება კლუბის სახელით, რისი პრეცედენტიც არ დაფიქსირებულა კლუბის არსებობის 24 წლის მანძილზე. ამიტომ, თუ ვინმე არის პოლიტიკური პარტიის წევრი (ასეთები საკმაოდ გვყავს), ან მხარდამჭერი (ასეთები კიდევ უფრო მეტია), ან უბრალოდ ხვდება პოლიტიკოსებს - ეს არის ამ კონკრეტული პირების კერძო ქმედება და სხვა არაფერი. ჩვენი კლუბის ყველა მოაზროვნეს რომელიც იყო პოლიტიკაში, არის ამჟამად ან აპირებს წასვლას მომავალში, ვუსურვებ წარმატებას ამ მეტად რთულსა და საპასუხისმგებლო გზაზე...

3. ქართული ინტელექტ-კლუბის პირველი არასატელევიზიო თამაში გაიმართა 1991 წლის შემოდგომაზე და რეგულარულად ტარდება დღემდე. სატელევიზიო გადაცემა ეთერში გადის 1996 წლიდან (პაუზით 2002 - 2007 წწ) და ამ 19 წელიწადში შეიძინა საკულტო სტატუსი. უკვე აღიზარდა რამდენიმე თაობა და ჩამოყალიბდა/დამკვიდრდა ქართველი რასადროდის მოაზროვნის პოზიტიური იმიჯი. ქართული ინტელექტ-კლუბი რამდენჯერმე დასახელდა "მსოფლიოს წლის საუკეთესო კლუბად", ჩვენმა ნაკრებმა მოიგო პრაქტიკულად ყველა შესაძლო საერთაშორისო ჯილდო, მიმდინარე წლის ნოემბერში კი, პირველად ისტორიაში, თბილისი უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?". მთელი ეს წლები ინტელექტ-კლუბი იყო და არის სტაბილურობის, ურთიერთპატივისცემისა და პროგრესის სიმბოლო ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში. გამოვხატავ რწმენას, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

პატივისცემით, გიორგი მოსიძე", - ნათქვამია მოსიძის სტატუსში.

Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია