ჩეხეთში ერთ-ერთ რესტორანზე თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთში ერთ-ერთ რესტორანზე თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსკი-ბროდში მდებარე ერთ-ერთ რესტორანზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა.

"ბიბისის" ცნობით, გუშინ საღამოს რესტორანში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს რესტორანში დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა. არიან დაშავებულებიც. ერთ-ერთი მიმტანი მკერდის არეშია დაჭრილი. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

სამართალდამცველთა ცნობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი თავდასხმა იყო. თუმცა, როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, მომხდარი არ იყო ტერორისტული აქტი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. პოლიციის ვარაუდით, თავდამსხმელი დაახლოებით 60 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა