პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთს სააკაშვილის არაადეკვატურობის ფონზე ირაკლი ალასანია "რეალურ კაცად" მიაჩნდა - ხაბურძანია
რუსეთს სააკაშვილის არაადეკვატურობის ფონზე ირაკლი ალასანია "რეალურ კაცად" მიაჩნდა - ხაბურძანია

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2-"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვა­ნის" ეთერ­ში, ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნი­ამ რუ­სე­თი ფე-ეს-ბე-ს კავ­ში­რებ­სა და რუ­სე­თის სპეც-სამ­სა­ხუ­რე­ბის წი­ნა­შე დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე, გა­ე­რო-ში რუ­სე­თის ელჩ ვი­ტა­ლი ჩურ­კინ­სა და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­გობ­რო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ხა­ბუ­რძა­ნი­ას თქმით, "წმინ­და ამე­რი­კუ­ლი სპეც-სამ­სა­ხუ­რუ­ლი შეც­დო­მე­ბი" ალა­სა­ნი­ას ახალ­გაზ­რდო­ბის გამო მოს­დი­ო­და, ხოლო რუ­სეთ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბის ფონ­ზე ირაკ­ლი ალა­სა­ნია "რე­ა­ლურ კა­ცად" მი­აჩ­ნდათ.

"2004 წელს რო­დე­საც ირაკ­ლი ალა­სა­ნია შე­მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში მის მი­მართ ჩურ­კინს ჰქონ­და კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მისი კარ­გი გან­წყო­ბის შე­სა­ხებ მან მო­ახ­სე­ნა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ ჩი­ნებს,მე ვერ დავ­დას­ტუ­რებ, რომ ის გა­და­ეხ­ვია ლავ­როვს, მაგ­რამ ჩემი ინ­ფომ­რა­ცი­ით, რა­ღაც სა­უ­ბა­რი მათ შო­რის ასე­ვე შედ­გა. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა რითი და­ფი­ნანსდა 2004 წელს ირაკ­ლი ალა­სა­ნია , მე არ მგო­ნია აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა რა ფუ­ლით და­ფი­ნანსდა. მე მინ­და გი­თხრათ ,რომ ამე­რი­კე­ლე­ბი ფულს არ იაძ­ლე­ვი­ან. იყო ასეთ შემ­თხვე­ვა რო­დე­საც ალა­სა­ნი­ას გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ფონი ეჭი­რა, ჩვენ­თან შე­მო­ვიდ­ნენ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლე­ბი და გა­ე­ქა­ჩა "ფსბ"-ეს დი­რექ­ტორს პატ­რუ­შევს. ეს იყო შე­უ­რა­ცხყო­ფა არა მარ­ტო სტუმ­რის არა­მედ ჩე­მიც. მე მა­შინ ვთქვი ,რომ ირაკ­ლი ემო­ცი­ე­ბი უნდა შე­ი­კა­ვოს. შემ­დეგ რუ­სე­ბი და­პირ­დნენ, რომ მა­მა­მი­სის საფ­ლავს იპო­ვიდ­ნენ და ამ ფონ­ზე მეტ­ნაკ­ლე­ბად ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თბე­ბი გა­ჩერ­და. შემ­დეგ მას შე­ე­შა­ლა ისიც, რომ მან ჩემს მო­ად­გლეს გა­ა­ყო­ლა ე.წ. მე-7-ე სამ­სა­ხუ­რი და უთ­ვალ­თვა­ლებ­და. შემ­დეგ მი­თხრა , რომ ეს უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის გა­ა­კე­თა.ახალ­გაზ­რდო­ბით ამ ყმაწ­ვილს წმინ­და ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რუ­ლი შეც­დო­მე­ბი მოს­დი­ო­და. მაგ­რამ რა­მაც მე შე­მაშ­ფო­თა და არა­ფერ­ში არ წე­რია, ერთ-ერთი სტუმ­რის გა­ცი­ლე­ბის დროს, ეს იყო "ფსბ"-ს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გლე პო­რო­ნი­ჩე­ვი, მო­ვი­და ალა­სა­ნია და გვერ­დით გა­იყ­ვა­ნა პო­რო­ნი­ჩე­ვი, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად ისი­ნი ავიდ­ნენ ტრაპ­ზე, იქ რამ­დე­ნი­მე წუთი სა­უ­ბა­რი მი­დი­ო­და. მერე ჩა­მო­ვი­და და მი­თხრა, რომ მა­მა­ჩე­მი საფ­ლავ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­დი­ო­და სა­უ­ბა­რიო. მე აპ­რი­ო­რი მი­ვი­ღე ეს, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მე მოვ­ხვდი მოს­კოვ­ში და მე მო­მა­ს­მე­ნი­ნეს აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ირაკ­ლი ალა­სა­ნია პრო­ნი­ჩევს ეუბ­ნე­ბა, რომ მას აქვს პირ­და­პი­რი გა­სას­ვლე­ლი შე­ვარ­დნა­ძე­ზე, არ არის სა­ჭი­რო ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია და ამ ფუნ­ქცი­ას თა­ვად შე­ას­რუ­ლებს,"-გა­ნა­ცხა­და ხა­ბუ­რძა­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რუსეთს სააკაშვილის არაადეკვატურობის ფონზე ირაკლი ალასანია "რეალურ კაცად" მიაჩნდა - ხაბურძანია

რუსეთს სააკაშვილის არაადეკვატურობის ფონზე ირაკლი ალასანია "რეალურ კაცად" მიაჩნდა - ხაბურძანია

ტელეკომპანია "რუსთავი2-"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში,  ვალერი ხაბურძანიამ რუსეთი ფე-ეს-ბე-ს კავშირებსა და რუსეთის სპეც-სამსახურების წინაშე დაშვებულ შეცდომებზე,  გაერო-ში რუსეთის ელჩ ვიტალი ჩურკინსა და ირაკლი ალასანიას მეგობრობაზე ისაუბრა.

ხაბურძანიას თქმით, "წმინდა ამერიკული სპეც-სამსახურული შეცდომები" ალასანიას ახალგაზრდობის გამო მოსდიოდა, ხოლო რუსეთში სააკაშვილის არაადეკვატურობის ფონზე ირაკლი ალასანია "რეალურ კაცად" მიაჩნდათ.

"2004 წელს როდესაც ირაკლი ალასანია შემოვიდა პოლიტიკაში მის მიმართ ჩურკინს ჰქონდა კარგი დამოკიდებულება. მისი კარგი განწყობის შესახებ მან მოახსენა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინებს,მე ვერ დავდასტურებ, რომ ის გადაეხვია ლავროვს, მაგრამ ჩემი ინფომრაციით, რაღაც საუბარი მათ შორის ასევე შედგა. ასევე საინტერესოა რითი დაფინანსდა 2004 წელს ირაკლი ალასანია , მე არ მგონია აუდიტის სამსახურს შეემოწმებინა რა ფულით დაფინანსდა. მე მინდა გითხრათ ,რომ ამერიკელები ფულს არ იაძლევიან. იყო ასეთ შემთხვევა როდესაც ალასანიას გაბრაზებული ფონი ეჭირა, ჩვენთან შემოვიდნენ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელები და გაექაჩა "ფსბ"-ეს დირექტორს პატრუშევს. ეს იყო შეურაცხყოფა არა მარტო სტუმრის არამედ ჩემიც. მე მაშინ ვთქვი ,რომ ირაკლი ემოციები უნდა შეიკავოს. შემდეგ რუსები დაპირდნენ, რომ მამამისის საფლავს იპოვიდნენ და ამ ფონზე მეტნაკლებად ჩვენი ურთიერთბები გაჩერდა. შემდეგ მას შეეშალა ისიც, რომ მან ჩემს მოადგლეს გააყოლა ე.წ. მე-7-ე სამსახური და უთვალთვალებდა. შემდეგ მითხრა , რომ ეს უსაფრთხოებისთვის გააკეთა.ახალგაზრდობით ამ ყმაწვილს წმინდა ამერიკული სპეცსამსახურული შეცდომები მოსდიოდა. მაგრამ რამაც მე შემაშფოთა და არაფერში არ წერია, ერთ-ერთი სტუმრის გაცილების დროს, ეს იყო "ფსბ"-ს დირექტორის მოადგლე პორონიჩევი, მოვიდა ალასანია და გვერდით გაიყვანა პორონიჩევი, ჩემდა გასაკვირად ისინი ავიდნენ ტრაპზე, იქ რამდენიმე წუთი საუბარი მიდიოდა. მერე ჩამოვიდა და მითხრა, რომ მამაჩემი საფლავთან დაკავშირებით მიდიოდა საუბარიო. მე აპრიორი მივიღე ეს, რამდენიმე თვის შემდეგ მე მოვხვდი მოსკოვში და მე მომასმენინეს აუდიო ჩანაწერი, სადაც ირაკლი ალასანია პრონიჩევს ეუბნება, რომ მას აქვს პირდაპირი გასასვლელი შევარდნაძეზე, არ არის საჭირო ვალერი ხაბურძანია და ამ ფუნქციას თავად შეასრულებს,"-განაცხადა ხაბურძანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა