პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - ჩემი განცხადებები არა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი, არამედ რეალობაა
 ზურაბ აბაშიძე - ჩემი განცხადებები არა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი, არამედ რეალობაა

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ზუ­რაბ აბა­ში­ძის თქმით, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი არა რუ­სულ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე გათ­ვლი­ლი, არა­მედ რე­ა­ლო­ბაა.

ამის შე­სა­ხებ აბა­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძის იმ მო­საზ­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ზუ­რაბ აბა­ში­ძის მიერ "რია ნო­ვოს­ტის­თან" გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი რუ­სულ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე გათ­ვლი­ლია. ამას­თან, კვა­ჭან­ტი­რა­ძე და­ინ­ტე­რეს­და, ხომ არ იც­ვლე­ბა აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მა­ტი, რა­ზეც აბა­ში­ძის პა­სუ­ხია, რომ არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი არ არის.

"სა­ნამ უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან კო­ლე­გებს გავ­ცემ­დე პა­სუხს, მინ­და ოპო­ნენ­ტებს გავ­ცე პა­სუ­ხი. ზო­გი­ერ­თის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ში ად­რეც მე­პა­რე­ბო­და ეჭვი, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მათ აჭი­ო­ტა­ჟი ატე­ხეს ჩემ მიერ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ზე იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ჩვენ დღეს და ხვალ ნა­ტო­ში ვერ გავ­წევ­რი­ან­დე­ბით, კი­დევ უფრო უა­რე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა, ჩვე­ნი მი­ზა­ნი არის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ დღეს და ხვალ ეს ვერ მოხ­დე­ბა. სა­ნამ მე ვი­ტყო­დი ამას, ასე­თი "სენ­სა­ცი­უ­რი" გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ, კან­ცლერ­მა მერ­კელ­მა. ნუთუ მათ ეს არ მო­ის­მი­ნეს და ნუთუ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ?! ვი­მე­ო­რებ, ეს არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნა, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი დღის პერ­სპექ­ტი­ვა ეს არ არის. რა და­ი­ნა­ხეს აქ სენ­სა­ცი­უ­რი?! თუ რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვთ, იკი­თხონ, მარ­თლაც არის რა­ი­მე ახა­ლი იმა­ში, რა­საც მე ვამ­ბობ?!", - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეს რე­ა­ლო­ბაა და არა რუ­სულ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე გათ­ვლი­ლი გან­ცხა­დე­ბა. "ჩვენ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი უნდა და­ვუ­ხა­ტოთ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­საც, მე­ზობ­ლებ­საც, და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­საც. რე­ა­ლო­ბა კი გახ­ლავთ ის, რომ ჩვე­ნი სტარ­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნა არის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ეს დღეს და ხვალ ვერ მოხ­დე­ბა და ეს სხვებ­საც აქვთ ნათ­ქვა­მი. ჩვენ ამ რე­ა­ლო­ბის გან­მე­ო­რე­ბა არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს და არ უნდა ავ­ყვეთ ემო­ცი­ე­ბით იმას, რომ ოპო­ნენ­ტე­ბი ჩვენს და­ტე­რო­რე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ცდი­ლო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

პრე­მი­ე­რის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ "რია ნო­ვოს­ტის­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ უახ­ლო­ეს პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა დღის წეს­რიგ­ში არ დგას და ამის გამო და­მა­ტე­ბი­თი სა­ბა­ბის ძი­ე­ბა რუ­სეთ­თან ისე­დაც რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დეც უფრო გა­სარ­თუ­ლებ­ლად, სა­ჭი­რო არ არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზურაბ აბაშიძე - ჩემი განცხადებები არა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი, არამედ რეალობაა

 ზურაბ აბაშიძე - ჩემი განცხადებები არა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი, არამედ რეალობაა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, მისი განცხადებები არა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი, არამედ რეალობაა.

ამის შესახებ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად კვაჭანტირაძის იმ მოსაზრების საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც ზურაბ აბაშიძის მიერ "რია ნოვოსტისთან" გაკეთებული განცხადებები რუსულ აუდიტორიაზე გათვლილია. ამასთან, კვაჭანტირაძე დაინტერესდა, ხომ არ იცვლება აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რაზეც აბაშიძის პასუხია, რომ არავითარი ცვლილებები ამ მიმართულებით დაგეგმილი არ არის.

"სანამ უმრავლესობიდან კოლეგებს გავცემდე პასუხს, მინდა ოპონენტებს გავცე პასუხი. ზოგიერთის კომპეტენტურობაში ადრეც მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ აჭიოტაჟი ატეხეს ჩემ მიერ გაკეთებულ კომენტარზე იმის თაობაზე, რომ ჩვენ დღეს და ხვალ ნატოში ვერ გავწევრიანდებით, კიდევ უფრო უარესი შთაბეჭდილება შემექმნა. ჩვენი ამოცანა, ჩვენი მიზანი არის ნატოში გაწევრიანება, მაგრამ დღეს და ხვალ ეს ვერ მოხდება. სანამ მე ვიტყოდი ამას, ასეთი "სენსაციური" განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ, კანცლერმა მერკელმა. ნუთუ მათ ეს არ მოისმინეს და ნუთუ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ?! ვიმეორებ, ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, მაგრამ დღევანდელი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა ეს არ არის. რა დაინახეს აქ სენსაციური?! თუ რაღაც პრობლემა აქვთ, იკითხონ, მართლაც არის რაიმე ახალი იმაში, რასაც მე ვამბობ?!", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ეს რეალობაა და არა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი განცხადება. "ჩვენ რეალური სურათი უნდა დავუხატოთ ჩვენს მოსახლეობასაც, მეზობლებსაც, დასავლელ პარტნიორებსაც. რეალობა კი გახლავთ ის, რომ ჩვენი სტარტეგიული ამოცანა არის ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება და ეს სხვებსაც აქვთ ნათქვამი. ჩვენ ამ რეალობის განმეორება არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა ავყვეთ ემოციებით იმას, რომ ოპონენტები ჩვენს დატერორებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და ამის გამო დამატებითი საბაბის ძიება რუსეთთან ისედაც რთული ურთიერთობების კიდეც უფრო გასართულებლად, საჭირო არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა