სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, დიდუბის რაიონში , 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ცაბაძის, სანაპიროს და მაიაკოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იმედაშვილის, არდაზიანის, შარტავას, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, გოთუას, მგალობლიშვილის, გაგარინის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, დარასელიას, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, ზოვრეთის, ქანთარიას და ანაგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა და ჰოსპიტლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების და ხარაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილურიძის, ბეჟანიშვილის, ქსოვრელის და თმოგვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ღრმაღელეს, ღოღობერიძის, დაისის, კნოლევის, გვაზაურის, თმოგვის, ქართლის და ქსოვრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის და თონეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია "თელასი" მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.