პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი - რუსეთ-საქართველოსთან თანაბრად დამეგობრებული მსოფლიო ვარსკვლავები
არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი - რუსეთ-საქართველოსთან თანაბრად დამეგობრებული მსოფლიო ვარსკვლავები

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბი რუ­სე­თის დამ­პყრობ­ლურ პო­ლი­ტი­კას სა­ჯა­როდ აკ­რი­ტი­კე­ბენ და ამის გამო, რუ­სულ ვი­ზი­ტებ­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე ხში­რად უარს ამ­ბო­ბენ. თუმ­ცა არი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ფუ­ლი­სა და სხვა დი­ვი­დენ­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ რუ­სეთ­ში ხში­რად ჩა­დი­ან, უფრო მე­ტიც, ისი­ნი ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რო­ბენ, მერე რუ­სეთს და ა.შ. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი ასე­თი მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი ვი­ხი­ლეთ. ქარ­თვე­ლებ­მა სა­პა­ტიო სტუმ­რებ­თან, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­უ­კე­თე­სო მას­პინ­ძლო­ბით გა­მო­ი­ჩი­ნეს თავი, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ იგი­ვე ვარ­სკვლა­ვე­ბი სხვა დროს რუ­სეთ­შიც იხი­ლეს. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა რთუ­ლი სა­კი­თხია, ამ ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია...

ფრან­გმა მსა­ხი­ობ­მა ჟერ­არ დე­პარ­დი­ემ რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე უარი და სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და. დე­პარ­დი­ემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში და­წე­სე­ბუ­ლი დიდი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­სა­ხა­დე­ბის გამო მი­ი­ღო. "მე არ მსურს ჩემი შე­მო­სავ­ლის 87 პრო­ცენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­ვუ­ხა­დო", - გა­ნა­ცხა­და ჟერ­არ დე­პარ­დი­ემ და სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და. მას სა­კუ­თარ სახ­ლში და­ბი­ნა­ვე­ბა შეს­თა­ვა­ზა ტე­ლე­წამ­ყვან­მა თინა კან­დე­ლაკ­მა, ფრან­გმა მსა­ხი­ობ­მა კატ­რინ დე­ნე­ვიმ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო დე­პარ­დიე გა­აკ­რი­ტი­კა. ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი თა­ვად პუ­ტინ­მა გა­დას­ცა. დე­პარ­დიე მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, კერ­ძოდ წლე­ბია ღვი­ნოს აწარ­მო­ებს. მას სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხე­ბი აქვს საფ­რან­გეთ­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ის სა­ქარ­თვე­ლო­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ­ბო­ბენ, რომ კა­ხე­თის ვე­ნა­ხე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. მას შატო მე­რე­ში უმას­პინ­ძლეს, თბი­ლის­ში კი ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ივახ­შმა, მისი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ სწო­რედ აქე­დან გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ დე­პარ­დიე აფხა­ზეთ­ში ჩა­ვი­და და სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღო, რა­საც ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. იყი­და თუ არა კა­ხეთ­ში ვე­ნა­ხი და რა მიზ­ნით ეს­ტუმ­რა აფხა­ზეთს ამის შე­სა­ხებ უც­ნო­ბია.

მისი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი არ არის, მაგ­რამ სი­ბე­რე­ში არა­დეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით სა­კუ­თა­რი თავი, სა­ქარ­თვე­ლოს იტა­ლი­ელ­მა ვარ­სკვლავ­მაც და­ა­მახ­სოვ­რა. ტოტო კუ­ტუ­ნიო, რამ­დე­ნი­მე წლის წინ თბი­ლისს ეს­ტუმ­რა და გლ­და­ნის პარკში იმ­ღე­რა, ქარ­თვე­ლებს შობა მი­უ­ლო­ცა. მისი ვარ­სკვლა­ვი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას წლე­ბის წინ ჩა­ეს­ვე­ნა, ძვე­ლე­ბუ­რად აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ არის, ალ­ბათ ამი­ტო­მაც და­თან­ხმდა კუ­ტუ­ნიო გლ­და­ნის პარკში სიმ­ღე­რას. კუ­ტუ­ნი­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ჯერ ჰქონ­და კონ­ცერ­ტი და ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ წე­სით კარ­გად იყო გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა "იურ­მა­ლა­ზე" ეს მო­საზ­რე­ბა გა­ა­ქარ­წყლა. სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს 8 ქულა და­უ­წე­რა, რა­საც ჟი­უ­რის და მა­ყუ­რებ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. ით­ქვა, რომ კუ­ტუ­ნიო ჟი­უ­რი­ში ნას­ვა­მი იჯდა, კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას ჩა­ე­ძი­ნა და ისე, რომ ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლის­თვის არც მო­უს­მე­ნია და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა. თუმ­ცა ამას სა­ლო­მეს წარ­მა­ტე­ბა­ზე არ უმოქ­მე­დია. კუ­ტუ­ნიო კი ჟი­უ­რი­დან მოხ­სნეს.

ენდი გარ­სი­ას კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ. "ოუ­შე­ნის 11 მე­გო­ბა­რის", "მო­დი­ლი­ა­ნის", "ნათ­ლი­მა­მა 3"-ის და სხვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კინო სუ­რა­თე­ბის ვარ­სკვლავ­მა 2011 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის როლი ითა­მა­შა. კი­ნო­სუ­რა­თი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. მსოფ­ლიო დო­ნის პრო­დუ­სე­რე­ბის, რე­ჟი­სო­რის და მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "აგ­ვის­ტოს 5 დღე" წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პრო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა. რო­მე­ლიც ამე­რი­კა­შიც ჩა­ვარ­და და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, კი­ნო­სუ­რა­თი სუ­ბი­ექ­ტუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო. ამის გამო ენდი გარ­სი­ას მო­უ­წო­დებ­დნენ კარ­გად გაც­ნო­ბო­და პრობ­ლე­მის არსს და მერე ბო­დი­შიც მო­ე­ხა­და. ამ­ბობ­დნენ, რომ ფილ­მი სა­ა­კაშ­ვი­ლის სცე­ნა­რით იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა რენი ჰარ­ლინ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია უცხო­უ­რი პრე­სის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში უარ­ყო. "აგ­ვი­ტოს 5 დღის" პრე­მი­ე­რა კი­ნო­რუს­თა­ველ­ში შედ­გა. პრე­მი­ე­რი­დან ცოტა ხან­ში ენდი გარ­სია მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი შე­რონ სთო­უ­ნი თბი­ლისს 2011 წელს ეს­ტუმ­რა. ის "აგ­ვის­ტოს 5 დღის" პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო. ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­დან ჩა­მოფ­რინ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის რუ­სეთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და და მას­პინ­ძლებს მძი­მე მო­თხოვ­ნე­ბი წა­უ­ყე­ნა. კერ­ძოდ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, ის ქა­ლაქ­ში ორი იდენ­ტუ­რი მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. რისი ეში­ნო­და ვარ­სკვლავს უც­ნო­ბია. შე­რონ სთო­უნს სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უმას­პინ­ძლა, ქვეყ­ნის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­იწ­ვია და სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღეს. ის ასე­ვე პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა, სა­დაც ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა იტი­რა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი - რუსეთ-საქართველოსთან თანაბრად დამეგობრებული მსოფლიო ვარსკვლავები

არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი - რუსეთ-საქართველოსთან თანაბრად დამეგობრებული მსოფლიო ვარსკვლავები

მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებენ და ამის გამო, რუსულ ვიზიტებსა და შემოთავაზებებზე ხშირად უარს ამბობენ. თუმცა არიან ვარსკვლავები, რომლებიც ფულისა და სხვა დივიდენდების სანაცვლოდ რუსეთში ხშირად ჩადიან, უფრო მეტიც, ისინი ჯერ საქართველოს სტუმრობენ, მერე რუსეთს და ა.შ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი ასეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვიხილეთ. ქართველებმა საპატიო სტუმრებთან, ტრადიციულად, საუკეთესო მასპინძლობით გამოიჩინეს თავი, თუმცა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგივე ვარსკვლავები სხვა დროს რუსეთშიც იხილეს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა რთული საკითხია, ამ ვარსკვლავებისთვის კი ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ბიზნესია...

ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განაცხადა საფრანგეთში ცხოვრებაზე უარი და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. დეპარდიემ გადაწყვეტილება საფრანგეთში დაწესებული დიდი სახელმწიფო გადასახადების გამო მიიღო. "მე არ მსურს ჩემი შემოსავლის 87 პროცენტი სახელმწიფოს გადავუხადო", - განაცხადა ჟერარ დეპარდიემ და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მას საკუთარ სახლში დაბინავება შესთავაზა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა, ფრანგმა მსახიობმა კატრინ დენევიმ ამ გადაწყვეტილების გამო დეპარდიე გააკრიტიკა. ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქის პასპორტი თავად პუტინმა გადასცა. დეპარდიე მსახიობობის გარდა ბიზნესით არის დაკავებული, კერძოდ წლებია ღვინოს აწარმოებს. მას საკუთარი ვენახები აქვს საფრანგეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ის საქართველოშიც იმყოფებოდა, ამბობენ, რომ კახეთის ვენახებით დაინტერესდა. მას შატო მერეში უმასპინძლეს, თბილისში კი ერთ-ერთ რესტორანში ივახშმა, მისი ვიზიტის შესახებ სწორედ აქედან გახდა ცნობილი. საქართველოდან გამგზავრების შემდეგ დეპარდიე აფხაზეთში ჩავიდა და სურათები გადაიღო, რასაც ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. იყიდა თუ არა კახეთში ვენახი და რა მიზნით ესტუმრა აფხაზეთს ამის შესახებ უცნობია.

მისი ბიზნესინტერესების შესახებ ცნობილი არ არის, მაგრამ სიბერეში არადეკვატური ნაბიჯებით საკუთარი თავი, საქართველოს იტალიელმა ვარსკვლავმაც დაამახსოვრა. ტოტო კუტუნიო, რამდენიმე წლის წინ თბილისს ესტუმრა და გლდანის პარკში იმღერა, ქართველებს შობა მიულოცა. მისი ვარსკვლავი შეიძლება ითქვას წლების წინ ჩაესვენა, ძველებურად აქტუალური აღარ არის, ალბათ ამიტომაც დათანხმდა კუტუნიო გლდანის პარკში სიმღერას. კუტუნიოს საქართველოში ორჯერ ჰქონდა კონცერტი და ქართველების მიმართ წესით კარგად იყო განწყობილი, თუმცა "იურმალაზე" ეს მოსაზრება გააქარწყლა. სალომე ქათამაძეს 8 ქულა დაუწერა, რასაც ჟიურის და მაყურებლის უკმაყოფილება მოჰყვა. ითქვა, რომ კუტუნიო ჟიურიში ნასვამი იჯდა, კონცერტის მსვლელობისას ჩაეძინა და ისე, რომ ქართველი შემსრულებელისთვის არც მოუსმენია დაბალი შეფასება მისცა. თუმცა ამას სალომეს წარმატებაზე არ უმოქმედია. კუტუნიო კი ჟიურიდან მოხსნეს.

ენდი გარსიას კინოს მოყვარულები კარგად იცნობენ. "ოუშენის 11 მეგობარის", "მოდილიანის", "ნათლიმამა 3"-ის და სხვა გახმაურებული კინო სურათების ვარსკვლავმა 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის როლი ითამაშა. კინოსურათი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოგვითხრობს. მსოფლიო დონის პროდუსერების, რეჟისორის და მსახიობების მიუხედავად, "აგვისტოს 5 დღე" წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა. რომელიც ამერიკაშიც ჩავარდა და საქართველოშიც. კრიტიკოსების აზრით, კინოსურათი სუბიექტური ნამუშევარი იყო. ამის გამო ენდი გარსიას მოუწოდებდნენ კარგად გაცნობოდა პრობლემის არსს და მერე ბოდიშიც მოეხადა. ამბობდნენ, რომ ფილმი სააკაშვილის სცენარით იყო გადაღებული, თუმცა რენი ჰარლინმა ეს ინფორმაცია უცხოური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო. "აგვიტოს 5 დღის" პრემიერა კინორუსთაველში შედგა. პრემიერიდან ცოტა ხანში ენდი გარსია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სთოუნი თბილისს 2011 წელს ესტუმრა. ის "აგვისტოს 5 დღის" პრემიერას დაესწრო. ჰოლივუდის ვარსკვლავი, საქართველოში რუსეთიდან ჩამოფრინდა. როგორც ამბობენ, ის რუსეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასპინძლებს მძიმე მოთხოვნები წაუყენა. კერძოდ უსაფრთხოების მიზნით, ის ქალაქში ორი იდენტური მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. რისი ეშინოდა ვარსკვლავს უცნობია. შერონ სთოუნს საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა უმასპინძლა, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ის რეზიდენციაში მიიწვია და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ის ასევე პატრიარქმა დალოცა, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა იტირა.

თამარ ბოჭორიშვილი

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"

"ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე..." - ზურა მანჯავიძემ გიორგი გახარიას გადადგომას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა

42 წლის სოფიკო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება