ქუთაისში, ავტოავარიის შედეგად დაღუპული 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებს, საპატრულო პოლიციასა და ექსპერტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აღმაშენებლის გამზირზე, სადაც გიგლემიანი დაიღუპა, მორიგი ექსპერტიზა ჩატარდა.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები ამ დრომდე დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.