სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული კიდევ ხუთი პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს
ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული კიდევ ხუთი პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხა­ზეთ­ში, ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბი­სას და­ღუ­პუ­ლი კი­დევ ხუთი პირი დიღ­მის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას, და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, ეს­წრე­ბოდ­ნენ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი. გი­ორ­გი ჩარ­გე­იშ­ვი­ლის, მალ­ხაზ ფი­რა­ნიშ­ვი­ლის, ზუ­რაბ მე­ლი­ში­ა­ნის, რუ­სუ­დან ჩხე­ტი­ა­ნი­სა და კახა აბუ­ლი­ძის ნეშ­ტე­ბი დღეს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს და ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს.

ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბი­სას და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის მო­ძი­ე­ბი­სა და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა. წი­თე­ლი ჯვრის ეგი­დით, 2010 წელს შე­იქ­მნა ორ­მხრი­ვი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის 1992-1993 წლებ­ში ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხებს. დღემ­დე 7 ასე­თი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა და გა­და­წყდა, სო­ხუ­მის ბა­ბუ­შე­რა­სა და თბი­ლი­სის დიღ­მის ძმა­თა სა­საფ­ლა­ოს ექ­სჰუ­მა­ცია. წი­თე­ლი ჯვრის ორ­გა­ნი­ზე­ბით, დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძობს.

2014 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, არ­გენ­ტი­ნე­ლი ექ­სპერტ-ან­თრო­პო­ლო­გე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ბა­ბუ­შე­რას სა­საფ­ლა­ო­ზე ძმა­თა სა­მარ­ხის ექ­სჰუ­მა­ცია. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით ნეშ­ტე­ბი გად­მოს­ვე­ნე­ბულ იქნა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში. ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დნმ ექ­სპერ­ტებ­მა უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა 1500-მდე ნა­თე­სა­ვის გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რეს, აქე­დან მომ­ზად­და 230 გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი, რომ­ლის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლე­ბი გა­დაგ­ზავ­ნილ იქნა ზაგ­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დნმ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც შე­და­რე­ბა მოხ­და ექ­სჰუ­მი­რე­ბუ­ლი ნეშ­თე­ბის გე­ნე­ტი­კურ პრო­ფი­ლებ­თან. 2014 წლის 4 დე­კემ­ბერს წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტ­მა დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ოთხი ნეშ­ტის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა წა­რუდ­გი­ნა. ოთხი­ვე ნეშ­ტი ერთი ოჯა­ხის აღ­მოჩ­ნდა - ბელა ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ორი ძმა და ორი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც დიღ­მის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული კიდევ ხუთი პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული კიდევ ხუთი პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთში, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ ხუთი პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას, დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი. გიორგი ჩარგეიშვილის, მალხაზ ფირანიშვილის, ზურაბ მელიშიანის, რუსუდან ჩხეტიანისა და კახა აბულიძის ნეშტები დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი კვლავაც გრძელდება. წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე 7 ასეთი შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა, სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია. წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.

2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ექსპერტებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 1500-მდე ნათესავის გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს, აქედან მომზადდა 230 გენეტიკური პროფილი, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა ექსპერტიზის ბიურომ განახორციელა.

საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები გადაგზავნილ იქნა ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში, სადაც შედარება მოხდა ექსჰუმირებული ნეშთების გენეტიკურ პროფილებთან. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. ოთხივე ნეშტი ერთი ოჯახის აღმოჩნდა - ბელა ზალდასტანიშვილის ორი ძმა და ორი შვილი, რომლებიც დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია