მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი პრემიერი არ უნდა იყოს არც ბიძინას პირადი ბანკირი, არც ბიძინას პირადი მძღოლი, არც ბიძინას პირადი მზარეული" - მიშა მშვილდაძის ანტიკრიზისული გეგმა
"ახალი პრემიერი არ უნდა იყოს არც ბიძინას პირადი ბანკირი, არც ბიძინას პირადი მძღოლი, არც ბიძინას პირადი მზარეული" - მიშა მშვილდაძის ანტიკრიზისული გეგმა

მიშა მშვილ­და­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის 10 პუნ­ქტი­ან ან­ტიკ­რი­ზი­სულ გეგ­მას აქ­ვეყ­ნებს:

სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის 10 პუნ­ქტი­ა­ნი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა ჩემ­გან

1. პარ­ლა­მენ­ტმა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ა­ყე­ნოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­გორც მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კურ კრახ­ზე, მეტი ინი­ცი­ა­ტი­ვა აი­ღოს ქვეყ­ნის მარ­თვა­ზე პარ­ლა­მენ­ტმა

2. ახა­ლი პრე­მი­ე­რი არ უნდა იყოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი­დან, აგ­რეთ­ვე არც სერ­გე­ენ­კო, არც არა­ვი­თა­რი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი იდე­ე­ბით შე­პყრო­ბი­ლი თა­მა­და, არც ბი­ძი­ნას პი­რა­დი ბან­კი­რი, არც ბი­ძი­ნას პი­რა­დი მძღო­ლი, არც ბი­ძი­ნას პი­რა­დი მზა­რე­უ­ლი, არც ბი­ძი­ნას პი­რა­დი არა­ვინ, არც ბი­ძი­ნა პი­რა­დად - ცოტა ტვი­ნი გა­ან­ძრი­ეთ პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­ჭი­და­ვე­ებ­ზე ინ­ტე­ლექ­ტით აღ­მა­ტე­ბულ­მა ნა­წილ­მა და გა­იხ­სე­ნეთ ვინ­მე.

3. ახა­ლი პრე­მი­ე­რი მო­დის ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტით, რო­მე­ლიც ლონგ თერმ­ში რა თქმა უნდა ვარ­სკვლა­ვებს ვერ მოს­წყვეტს, მაგ­რამ აკ­რი­ტი­კებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას, იტყვის რომ აღარ გა­ი­მე­ო­რებს მის შეც­დო­მებს, გა­ა­უქ­მებს პრე­მი­ებს, შე­ამ­ცი­რებს ბი­უ­როკ­რა­ტი­ას, და­წევს გა­და­სა­ხა­დებს, გა­ნა­ახ­ლებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს და მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში შექ­მნის მთავ­რო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბის ილუ­ზი­ას მა­ინც, რომ ლა­რის და­ცე­მა შე­ჩერ­დეს

4. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბი­დან გა­მო­ყოფს ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ დო­ლარს სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბის შე­სავ­სე­ბად და კი­დევ ნა­ხე­ვარს, ოღონდ აგ­რეთ­ვე დო­ლარს ჩა­ას­ხამს ეკო­ნო­მი­კა­ში, რის შემ­დე­გაც უბ­რუნ­დე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბას, აღარ ერე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში და სა­კუ­თა­რი აღ­მზრდე­ლო­ბი­თი მუ­ღა­მე­ბის სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ კი­დევ უფრო მეტ დროს უთ­მობს ოჯახს

5. რა­საც კა­რა­სი­ნი და­ა­ბა­რებს აბა­ში­ძეს, იმას აღა­რა­ფერს აღარ ვა­კე­თებთ, ცოტა ხან­ში კა­რა­სინს მო­ბეზ­რდე­ბა და შე­წყვეტს ამ ყლინ­ჯა­ფი­ნურ შეხ­ვედ­რებს

6. რის ვაი-ვაგ­ლა­ხით ვცდი­ლობთ ამ სა­არ­ჩევ­ნო ციკ­ლის მიყ­ვა­ნას შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ამ პე­რი­ოდ­ში კი ცხად­დე­ბა მო­რა­ტო­რი­უ­მი ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის მი­მართ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე (სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი შე­გიძ­ლი­ათ გა­აგ­რძე­ლოთ, უბ­რა­ლოდ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ვე­ღა­რა­ვის ჩას­ვამთ - მარ­ტი­ვია)

7. შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბა ირაზ­მე­ბით და აძ­ლევთ ხმას ვი­საც მე გე­ტყვით

8. მე თვი­თონ სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას არ და­ვა­ყე­ნებ და მე­რეც არც არ­სა­ი­დან ვმარ­თავ ტე­ლე­ფო­ნით იმ ახალ მთავ­რო­ბას

9. ტუ­რიზ­მის სწრა­ფი ზრდის მიზ­ნით ვა­ცხა­დებთ მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას და სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ას ვღე­ბავთ მწვა­ნე ფერ­ში

10. თუ არ და­მი­ჯე­რებთ, რა­საც მო­ი­გებთ, იმას წა­ა­მა­ტეთ, რაც მა­შინ მო­ი­გეთ, ბო­ლოს როცა არ და­მი­ჯე­რეთ

გა­უ­მარ­ჯოს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს

2015 წლის 24 თე­ბერ­ვა­ლი, თბი­ლი­სი

გრი­შა გრშვილ­და­ძე, ესკვა­ი­რი" - წერს მშვილ­და­ძე.

წარ­მოდ­გე­ნი­ლია Fb.com-ზე სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ახალი პრემიერი არ უნდა იყოს არც ბიძინას პირადი ბანკირი, არც ბიძინას პირადი მძღოლი, არც ბიძინას პირადი მზარეული" - მიშა მშვილდაძის ანტიკრიზისული გეგმა

"ახალი პრემიერი არ უნდა იყოს არც ბიძინას პირადი ბანკირი, არც ბიძინას პირადი მძღოლი, არც ბიძინას პირადი მზარეული" - მიშა მშვილდაძის ანტიკრიზისული გეგმა

მიშა მშვილდაძე "ფეისბუქზე" ქვეყნის გადარჩენის 10 პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმას აქვეყნებს:

საქართველოს გადარჩენის 10 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა ჩემგან

1. პარლამენტმა დაუყოვნებლივ გადააყენოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავარი პასუხისმგებელი ეკონომიკურ კრახზე, მეტი ინიციატივა აიღოს ქვეყნის მართვაზე პარლამენტმა

2. ახალი პრემიერი არ უნდა იყოს ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის წევრი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდიდან, აგრეთვე არც სერგეენკო, არც არავითარი სოციალისტური იდეებით შეპყრობილი თამადა, არც ბიძინას პირადი ბანკირი, არც ბიძინას პირადი მძღოლი, არც ბიძინას პირადი მზარეული, არც ბიძინას პირადი არავინ, არც ბიძინა პირადად - ცოტა ტვინი გაანძრიეთ პარლამენტის უმრავლესობის მოჭიდავეებზე ინტელექტით აღმატებულმა ნაწილმა და გაიხსენეთ ვინმე.

3. ახალი პრემიერი მოდის ახალი მინისტრთა კაბინეტით, რომელიც ლონგ თერმში რა თქმა უნდა ვარსკვლავებს ვერ მოსწყვეტს, მაგრამ აკრიტიკებს ღარიბაშვილის მთავრობას, იტყვის რომ აღარ გაიმეორებს მის შეცდომებს, გააუქმებს პრემიებს, შეამცირებს ბიუროკრატიას, დაწევს გადასახადებს, განაახლებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მოკლევადიან პერსპექტივაში შექმნის მთავრობის ადეკვატურობის ილუზიას მაინც, რომ ლარის დაცემა შეჩერდეს

4. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფინანსებიდან გამოყოფს ნახევარ მილიარდ დოლარს სავალუტო რეზერვების შესავსებად და კიდევ ნახევარს, ოღონდ აგრეთვე დოლარს ჩაასხამს ეკონომიკაში, რის შემდეგაც უბრუნდება ქველმოქმედებას, აღარ ერევა პოლიტიკაში და საკუთარი აღმზრდელობითი მუღამების სარეალიზაციოდ კიდევ უფრო მეტ დროს უთმობს ოჯახს

5. რასაც კარასინი დააბარებს აბაშიძეს, იმას აღარაფერს აღარ ვაკეთებთ, ცოტა ხანში კარასინს მობეზრდება და შეწყვეტს ამ ყლინჯაფინურ შეხვედრებს

6. რის ვაი-ვაგლახით ვცდილობთ ამ საარჩევნო ციკლის მიყვანას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, ამ პერიოდში კი ცხადდება მორატორიუმი ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებაზე (სისხლის სამართლის საქმეები შეგიძლიათ გააგრძელოთ, უბრალოდ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ვეღარავის ჩასვამთ - მარტივია)

7. შემდეგ არჩევნებზე მოსახლეობა ირაზმებით და აძლევთ ხმას ვისაც მე გეტყვით

8. მე თვითონ საკუთარ კანდიდატურას არ დავაყენებ და მერეც არც არსაიდან ვმართავ ტელეფონით იმ ახალ მთავრობას

9. ტურიზმის სწრაფი ზრდის მიზნით ვაცხადებთ მარიხუანას ლეგალიზაციას და სახელმწიფო კანცელარიას ვღებავთ მწვანე ფერში

10. თუ არ დამიჯერებთ, რასაც მოიგებთ, იმას წაამატეთ, რაც მაშინ მოიგეთ, ბოლოს როცა არ დამიჯერეთ

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს

2015 წლის 24 თებერვალი, თბილისი

გრიშა გრშვილდაძე, ესკვაირი" - წერს მშვილდაძე.

წარმოდგენილია Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი

"მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე..." - პაატა იმნაძე

ბერა ივანიშვილი Tik-Tok-ზე ამჯერად დედასთან ერთად გამოჩნდა (ვიდეო)

"როგორც ჩანს, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის ლაპარაკი" - ზურაბ გურული კრიტიკას პასუხობს