მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაძვირდება თუ არა პური - მალხაზ დოლიძის კომენტარი
გაძვირდება თუ არა პური - მალხაზ დოლიძის კომენტარი

პურპრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი პურ­ზე ფა­სის გაზ­რდას არ აპი­რე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პურპრო­დუქტრე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, მალ­ხაზ დო­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ფქვი­ლი გაძ­ვირ­და, თუმ­ცა არ მი­უღ­წე­ვია იმ კრი­ტი­კულ ნიშ­ნულს, რაც პუ­რის ფა­სის მა­ტე­ბას გა­მო­იწ­ვევს. მი­სი­ვე თქმით, შე­სა­ბა­მი­სად, მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ებს პურ­ზე ფა­სის მა­ტე­ბა არ აქვთ და­გეგ­მი­ლი.

"ფქვილ­ზე ფა­სის მა­ტე­ბა მოქ­მე­დებს მე­წარ­მე­ზე და თა­ვად ფქვი­ლის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე, თო­რემ პუ­რის ფას­ზე ამ დრო­ის­თვის არ მოქ­მე­დებს. რო­დე­საც 42-43 ლარს აც­დე­ბა 1 ტო­მა­რა ფქვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ეს არის კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი და ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­წარ­მე გა­და­ხე­დავს ფასს. მე­წარ­მე ფასს უმა­ტენს იმ მი­ზე­ზით, რომ თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­ე­ტი­ოს და პა­ტა­რა მო­გე­ბაც დარ­ჩეს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ე­ბა ვერ იარ­სე­ბებს. პური ფასი არის სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რო­მეტ­რი და მისი ხში­რად ცვლა არა­სა­სურ­ვე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ ხოლ­მე, რომ ფასი არ შე­იც­ვა­ლოს რად­გან ეს იწ­ვევს ადა­მი­ა­ნე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის შეც­ვლას", - აღ­ნიშ­ნა დო­ლი­ძემ.

ამას­თან, პურპრო­დუქ­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე იმე­დოვ­ნებს, რომ შეს­რულ­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნათ­ქვა­მი და პუ­რის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­და­სა­ხა­დი არ გაძ­ვირ­დე­ბა.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ელექტრო­ე­ნერ­გია და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რიც გაგ­ვიძ­ვირ­და, ფქვი­ლი, მა­რი­ლი და სა­ფუ­ა­რი უკვე გაძ­ვი­რე­ბუ­ლი გვაქვს და ფა­სე­ბიც გა­იზ­რდე­ბა. კომ­პა­ნი­ებს სხვა გზა აღარ დარ­ჩე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

მე­ხორ­ბლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან სი­გა­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით კი, ფქვი­ლი 2-3 ლა­რით გაძ­ვირ­და და მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 35-36 ლა­რი­დან 37-38 ლარი გახ­და. მი­სი­ვე თქმით, ლა­რის კურ­სის ვარ­დნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე 1 ტო­ნა­ზე 60-70 დო­ლა­რით გაძ­ვირ­და ხორ­ბა­ლიც. თუმ­ცა, სი­ლა­გა­ვას პროგ­ნო­ზით, მი­უ­ხე­და­ვად ხორ­ბალ­ზე ფა­სის ზრდი­სა, არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბის გამო მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ფქვი­ლის ფა­სის კი­დევ უფრო გაზ­რდა და კრი­ტი­კულ მო­მენ­ტამ­დე მის­ვლა არ არის ნა­ვა­რა­უ­დე­ვი.

"ფა­სის საგ­რძნობ­ლად გაზ­რდა რომ არ მოხ­და, ეს არის იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არის მა­რა­გე­ბი. ადრე შე­მო­ტა­ნი­ლი ხორ­ბლის მა­რა­გებ­მა და­დე­ბი­თი როლი ითა­მა­შეს და შე­იქ­მნა გარ­და­მა­ვა­ლი მა­რა­გე­ბი. 38 ლა­რი­ა­ნი ფქვი­ლის ყიდ­ვით 3 კვი­რის მა­რაგს თა­ვად პუ­რის ქარ­ხა­ნაც ივ­სებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ფქვი­ლი ძვირ­დე­ბა, ფას­ზე მყი­სი­ე­რად არ მოქ­მე­დებს. თუ რა ფა­სამ­დე მივა ფასი, ამას ამ დრო­ის­თვის ვერ გან­ვსა­ზღვრათ, თუმ­ცა ჯერ სტა­ბი­ლუ­რად ვმუ­შა­ობთ. შე­იძ­ლე­ბა კი­დევ მო­ი­მა­ტოს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე 2-3 ლა­რით, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში. მა­რა­გი თვე­ნა­ხე­ვა­რი-ორი თვის არის", - გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გაძვირდება თუ არა პური - მალხაზ დოლიძის კომენტარი

გაძვირდება თუ არა პური - მალხაზ დოლიძის კომენტარი

პურპროდუქტების მწარმოებელი კომპანიები პურზე ფასის გაზრდას არ აპირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პურპროდუქტრების ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განუცხადა, ფქვილი გაძვირდა, თუმცა არ მიუღწევია იმ კრიტიკულ ნიშნულს, რაც პურის ფასის მატებას გამოიწვევს. მისივე თქმით, შესაბამისად, მწარმოებელი კომპანიებს პურზე ფასის მატება არ აქვთ დაგეგმილი.

"ფქვილზე ფასის მატება მოქმედებს მეწარმეზე და თავად ფქვილის თვითღირებულებაზე, თორემ პურის ფასზე ამ დროისთვის არ მოქმედებს. როდესაც 42-43 ლარს აცდება 1 ტომარა ფქვილის ღირებულება, ეს არის კრიტიკული მომენტი და ამ შემთხვევაში მეწარმე გადახედავს ფასს. მეწარმე ფასს უმატენს იმ მიზეზით, რომ თვითღირებულებაში ჩაეტიოს და პატარა მოგებაც დარჩეს, სხვა შემთხვევაში წარმოება ვერ იარსებებს. პური ფასი არის სოციალური ბარომეტრი და მისი ხშირად ცვლა არასასურველია ეკონომიკური თვალსაზრისით. მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, რომ ფასი არ შეიცვალოს რადგან ეს იწვევს ადამიანების უკმაყოფილებას, სოციალური ფონის შეცვლას", - აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ შესრულდება პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი არ გაძვირდება.

"იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირიც გაგვიძვირდა, ფქვილი, მარილი და საფუარი უკვე გაძვირებული გვაქვს და ფასებიც გაიზრდება. კომპანიებს სხვა გზა აღარ დარჩებათ", - განაცხადა დოლიძემ.

მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სიგალავას განცხადებით კი, ფქვილი 2-3 ლარით გაძვირდა და მინიმალური ფასი 35-36 ლარიდან 37-38 ლარი გახდა. მისივე თქმით, ლარის კურსის ვარდნიდან გამომდინარე 1 ტონაზე 60-70 დოლარით გაძვირდა ხორბალიც. თუმცა, სილაგავას პროგნოზით, მიუხედავად ხორბალზე ფასის ზრდისა, არსებული მარაგების გამო მოკლევადიან პერსპექტივაში ფქვილის ფასის კიდევ უფრო გაზრდა და კრიტიკულ მომენტამდე მისვლა არ არის ნავარაუდევი.

"ფასის საგრძნობლად გაზრდა რომ არ მოხდა, ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ არის მარაგები. ადრე შემოტანილი ხორბლის მარაგებმა დადებითი როლი ითამაშეს და შეიქმნა გარდამავალი მარაგები. 38 ლარიანი ფქვილის ყიდვით 3 კვირის მარაგს თავად პურის ქარხანაც ივსებს. აქედან გამომდინარე, თუ ფქვილი ძვირდება, ფასზე მყისიერად არ მოქმედებს. თუ რა ფასამდე მივა ფასი, ამას ამ დროისთვის ვერ განვსაზღვრათ, თუმცა ჯერ სტაბილურად ვმუშაობთ. შეიძლება კიდევ მოიმატოს გარკვეული პერიოდის მერე 2-3 ლარით, მაგრამ ეს არ იქნება მოკლევადიან პერსპექტივაში. მარაგი თვენახევარი-ორი თვის არის", - განაცხადა სილაგავამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია