მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ" - რომან გოცირიძე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე
"როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ" - რომან გოცირიძე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მან გო­ცი­რი­ძე, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის შე­სა­ხებ წერს. მისი თქმით, ახლა მთა­ვა­რი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბაა.

გთა­ვა­ზობთ გო­ცი­რი­ძის სტა­ტუსს:

"დღეს უკვე ყო­ველ­გვა­რი ყოყ­მა­ნის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სია. ეს არც პირ­ვე­ლია და არც უკა­ნას­კნე­ლი მსოფ­ლი­ო­ში. დავძლევთ რო­გორ­მე.

მთა­ვა­რია მთავ­რო­ბამ, იმ შეც­დო­მებს, რო­მელ­მაც აქამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, არ და­უ­მა­ტოს კი­დევ უფრო მეტი და არ და­უ­დოს სა­ფუძ­ვე­ლი ეკო­ნო­მი­კის ნგრე­ვას. ნუ­რა­ვინ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ფა­სე­ბის სა­ბაზ­რო წარ­მოქ­მნას და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ტი­ვით გაზ­ზე, ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე და სხვა სა­ქო­ნელ­ზე რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ფა­სე­ბის ზრდის შე­ჩე­რე­ბას. ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი, შე­კუმ­შუ­ლი ზამ­ბა­რის ეფექ­ტის მქო­ნე, რო­მე­ლიც მძი­მედ და­არ­ტყამს უკუ­ვარ­დნი­სას მთელს ქვე­ყა­ნას და გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

უნდა შე­წყდეს დე­მა­გო­გი­უ­რი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და­პი­რე­ბე­ბი წამ­ლე­ბი­სა და სხვა სა­ქონ­ლის სუბ­სი­დი­რე­ბის შე­სა­ხებ. ამის რე­სურ­სი ქვე­ყა­ნას არა აქვს. მისი მცდე­ლო­ბა ამ ბა­ზარ­საც მოშ­ლის და შე­დე­გიც ნუ­ლის ტოლი იქ­ნე­ბა. მთავ­რო­ბამ უნდა მი­ხე­დოს ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს! ახლა მთა­ვა­რია მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბა. ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა რე­ი­ტინ­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კონ­ტექ­სტში ქმე­დე­ბი­სა, იმ რე­ი­ტინგსაც ნუ­ლამ­დე დას­ცემს და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­საც.

შეკ­ვე­ცა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ხელ­ფა­სებს არ შე­ე­ხე­ბაო! ნუ­რას უკაც­რა­ვად! რო­გორც მო­იყ­ვა­ნეთ მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, პარ­ტი­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, გა­უშ­ვით ისე­ვე. თუ არა, მათ­თან ერ­თად გა­გიშ­ვებთ ხალ­ხი", - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ" - რომან გოცირიძე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე

"როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ" - რომან გოცირიძე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისის შესახებ წერს. მისი თქმით, ახლა მთავარი მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებაა.

გთავაზობთ გოცირიძის სტატუსს:

"დღეს უკვე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი მსოფლიოში. დავძლევთ როგორმე.

მთავარია მთავრობამ, იმ შეცდომებს, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, არ დაუმატოს კიდევ უფრო მეტი და არ დაუდოს საფუძველი ეკონომიკის ნგრევას. ნურავინ შეეწინააღმდეგება ფასების საბაზრო წარმოქმნას და პოლიტიკური მიტივით გაზზე, ელექტროენერგიაზე და სხვა საქონელზე რეგულირებადი ფასების ზრდის შეჩერებას. ეს იქნება მხოლოდ დროებითი, შეკუმშული ზამბარის ეფექტის მქონე, რომელიც მძიმედ დაარტყამს უკუვარდნისას მთელს ქვეყანას და განსაკუთრებით ხელისუფლებას.

უნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ. ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს. მისი მცდელობა ამ ბაზარსაც მოშლის და შედეგიც ნულის ტოლი იქნება.  მთავრობამ უნდა მიხედოს ყველაზე დაუცველ ადამიანებს! ახლა მთავარია მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება. ყოველი მცდელობა რეიტინგის შენარჩუნების კონტექსტში ქმედებისა, იმ რეიტინგსაც ნულამდე დასცემს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც.

შეკვეცა ჩინოვნიკების რაოდენობასა და ხელფასებს არ შეეხებაო! ნურას უკაცრავად! როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, პარტიული მხარდამჭერები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ ხალხი", - წერს რომან გოცირიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"