პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარგიშვილი მერიაში კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი იყო" - მწიფდება თუ არა ახალი სკანდალი მერიაში
"მარგიშვილი მერიაში კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი იყო" - მწიფდება თუ არა ახალი სკანდალი მერიაში

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის ვიცე მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ირაკ­ლი აბე­სა­ძემ და სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს. საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი აბე­სა­ძის თქმით, მარ­გიშ­ვი­ლი რამ­დე­ნა­დაც მის­თვის არის ცნო­ბი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. აბე­სა­ძე აცხა­დებს, რომ მარ­გიშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­სათ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იყო და სა­მარ­ცხვი­ნო იყო, რომ ვიცე მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით კი, "მარ­გიშ­ვი­ლი მე­რი­ა­ში კო­რუფ­ცი­ის მა­მამ­თა­ვა­რია" და ჯო­კია ბო­დო­კი­ას საქ­მე ამ თვალ­საზ­რი­სით მხო­ლოდ პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლია.

სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, "კო­რუფ­ცი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე კურ­თხე­ვის მიმ­ცე­მი" თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მარ­გიშ­ვი­ლი იყო. მი­სი­ვე თქმით, მარ­გიშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა უკა­ნო­ნო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი მე­რი­ა­ში და ასე­ვე გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ხე­ლა­ია მე­რი­ა­ში ცოტა ხნის წინ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

მარ­გიშ­ვილ­მა და ხე­ლა­ი­ამ მათი გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" შე­კი­თხვა უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ხე­ლა­ია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გნენ. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი არ ადას­ტუ­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"მარგიშვილი მერიაში კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი იყო" - მწიფდება თუ არა ახალი სკანდალი მერიაში

"მარგიშვილი მერიაში კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი იყო" - მწიფდება თუ არა ახალი სკანდალი მერიაში

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის ვიცე მერის თანამდებობიდან სავარაუდოდ გათავისუფლებულია.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ ალექსანდრე მარგიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, მარგიშვილი რამდენადაც მისთვის არის ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. აბესაძე აცხადებს, რომ მარგიშვილი დაკავებული თანამდებობისათვის შეუფერებელი იყო და სამარცხვინო იყო, რომ ვიცე მერის თანამდებობას იკავებდა.

სევდია უგრეხელიძის შეფასებით კი, "მარგიშვილი მერიაში კორუფციის მამამთავარია" და ჯოკია ბოდოკიას საქმე ამ თვალსაზრისით მხოლოდ პირველი მერცხალია.

სევდია უგრეხელიძის განმარტებით, "კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი" თბილისის მერიაში მარგიშვილი იყო. მისივე თქმით, მარგიშვილს უკავშირდება უკანონო გათავისუფლებები მერიაში და ასევე გამონათქვამები ფეისბუქის გვერდზე.

თბილისის მერის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და გიორგი ხელაია მერიაში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.

მარგიშვილმა და ხელაიამ მათი გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და გიორგი ხელაია თანამდებობიდან გადადგნენ. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური არ ადასტურებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა