მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთხელ, მეც ჩამეძინა - მოულოდნელი ამბები ცნობილების "ჩაძინების" სერიიდან
ერთხელ, მეც ჩამეძინა - მოულოდნელი ამბები ცნობილების "ჩაძინების" სერიიდან

ას­ტრო­ლო­გი არ ვარ და ნამ­დვი­ლად არ შე­მიძ­ლია ავ­ხსნა იმ თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მი­ზე­ზი, რაც ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებს "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და­სას­წრე­ბად გა­დახ­დათ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ რა­ღაც დიდი გა­უ­მარ­თლებ­ლო­ბა იყო და თი­თო­ე­ულს მხო­ლოდ პრობ­ლე­მე­ბი დაჰ­ყვე­ბო­და თან.

სა­ი­დან და­ვი­წყო და რო­მე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვიხ­სე­ნო, არ ვიცი. ყვე­ლაფ­რი ხომ სა­ბო­ლო­ოდ იმით დას­რულ­და, რომ მსა­ხი­ობ მიშა მესხს ღო­ნის­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას ჩა­ე­ძი­ნა, რაც მთა­ვარ სა­ლაპ­რა­კო თე­მად იქცა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ ფაქტს უცხო­უ­რი ტე­ლე­არ­ხე­ბიც აქ­ტი­უ­რად აშუ­ქე­ბენ. პრაქ­ტი­კუ­ლად სენ­სა­ცი­აა, - მსა­ხი­ობს გრან­დი­ო­ზულ ღო­ნი­ძი­ე­ბა­ზე ჩა­ე­ძი­ნა.

თქვენ იცი­ნეთ და შე­იძ­ლე­ბა, "გი­ნე­სის" რე­კორდსმე­ნიც გახ­დეს. იმ დარ­ბაზ­ში ალ­ბათ ერ­თა­დერ­თია, ვი­საც მსგავ­სი რამ გა­დახ­და. რე­კორ­დი იქით იყოს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რა­ი­მე რო­ლიც შეს­თა­ვა­ზონ, რად­გან უკვე გა­იც­ნეს...

სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­ზე რა არ თქვეს, რო­გო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია არ გა­უ­კეთ­და ამ ფაქტს, არა­და, კაც­მა რომ თქვას, ამ­დე­ნი ტან­ჯვი­სა და სტრე­სის შემ­დეგ ერთი ჩას­თვლი­მა, რა... ეს სტუ­მა­რი მა­ინც იყო და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში "მას­პინ­ძლებს", ანუ დე­პუ­ტა­ტებს დარ­ბაზ­ში რომ სძი­ნავთ ხოლ­მე? ან გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის ის­ტო­რი­უ­ლი ძილი რად ღირს?! მოკ­ლედ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს კედ­ლებ­ში ვის არ სძი­ნე­ბია, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ბა­ტო­ნი აქუ­ბარ­დი­ას პირ­და­პირ ეთერ­ში წა­მო­წო­ლა­ზე...

მოკ­ლედ, მიშა მეს­ხის ჩა­ძი­ნე­ბა­ზე სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი შე­ფა­სე­ბა მო­ვის­მი­ნე და წა­ვი­კი­თხე, მაგ­რამ გუ­ლი­ა­ნად ერ­თზე გა­მე­ცი­ნა, რო­მელ­საც იუ­მო­რის­ტი გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­ზე წერ­და: "2 ლე­გენ­და­რუ­ლი ჩა­ძი­ნე­ბა მახ­სოვს: ჩემი ჩა­ძი­ნე­ბა კინო "რუს­თა­ველ­ში" "გლა­დი­ა­ტორ­ზე," და­სა­წყი­სი­დან ტიტ­რე­ბამ­დე და მე­გობ­რის ჩა­ძი­ნე­ბა სტა­დი­ონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის რაგ­ბი­ზე".

გვა­ჯო­ბა".

ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ან­საც მივ­მარ­თე კი­თხვით - ოდეს­მე, სად­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულს თუ ჩაგ­ძი­ნე­ბი­ათ-მეთ­ქი?

ნიკა ქავ­თა­რა­ძე:

- სა­ერ­თოდ, როცა დაღ­ლი­ლი ვარ, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად მე­ძი­ნე­ბა. ასე რომ, უამ­რავ ად­გი­ლას: კი­ნო­ში, სუფ­რა­ზე, კლუბ­ში, სა­ლონ­ში - ყველ­გან ჩამ­ძი­ნე­ბია. თუმ­ცა "ოს­კა­რის" ცე­რე­მო­ნი­ის წინ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ძი­ნებ­დი...

კახი მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, მა­მუ­ლი­ჩა:

- ად­რე­ულ წლებ­ში, სა­ნამ ლე­ლას გა­ვიც­ნობ­დი, ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი რომ დგე­ბო­და, მა­შინ­ვე კი­სე­რი მწყდე­ბო­და, სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ყველ­გან მე­ძი­ნე­ბო­და. ამი­ტომ, ყვე­ლა საქ­მეს მაგ დრომ­დე ვრჩე­ბო­დი. ერთხელ მა­გა­რი სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი მოხ­და, კლუბ­ში "დი­ნა­მიკ­თან" ჩა­მე­ძი­ნა, ანუ რისი თქმა მინ­და, ძი­ლის დრო რომ მო­დი­ო­და, ჩემ­ზე არა­ფე­რი მოქ­მე­დებ­და. ახლა ასე­თი რამ არ ხდე­ბა, რად­გან სხვა რე­ჟიმ­ზე ვარ გა­და­სუ­ლი.

ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: ერთხელ, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის და­ბა­დე­ბის დღე იყო და მე და ლელა იქ მიგ­ვი­პა­ტი­ჟეს, დო­ნეც­კი­დან გავფრინ­დით. ძა­ლი­ან ყი­ნავ­და. და­ბა­დე­ბის დღეს ლონ­დონ­ში "ჩერ­ჩი­ლის სა­სახ­ლე­ში" აღ­ნიშ­ნავ­და, სა­დაც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა... რომ მი­ვე­დით, რა­ტომ­ღაც ბუ­ხარ­თან მოვ­ხვდი და იქვე ჩა­მე­ძი­ნა, არა­და, გაშ­ლილ სუფ­რას­თან ვის­ხე­დით. მერე ვი­ღა­ცამ მხარ­ზე ხელი და­მა­დო და ყურ­ში მი­თხრა, - ცუ­დად ხომ არ ხარ, რით და­გეხ­მა­როო?.. გა­ვა­ხი­ლე თვა­ლი და ბე­რე­ზოვ­სკი და­ვი­ნა­ხე, გვერ­დით ბად­რი ედგა და სი­ცი­ლით კვდე­ბო­და...

- ისე, რამ ჩა­გა­ძი­ნა?

- ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი, წინა დღეს დო­ნეცკ­ში კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვით, მერე დაგ­ვი­რე­კეს და კი­ევ­ში გავფრინ­დით, იქი­დან ლონ­დონ­ში და აე­რო­პორ­ტი­დან მა­შინ­ვე სას­ტუმ­რო­ში მი­ვე­დით თუ არა, და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­ვე­დით...

მოკ­ლედ, ბად­რის ლელა ედგა გვერ­დით და სუ­რა­თებს მი­ღებ­დნენ... თვა­ლი კი გა­ვა­ხი­ლე, მაგ­რამ ძილი ისევ გავ­ნაგ­რძე, - მა­პა­ტი­ეთ-მეთ­ქი. ეს იყო 2006 წლის 23 იან­ვა­რი.

აი, ასე­თი მა­გა­რი კუ­რი­ო­ზი შე­მემ­თხვა.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი:

- თუ და­მე­ძი­ნა, ისე მაგ­რად მძი­ნავს, რომ მაღ­ვი­ძა­რაც ვერ მაღ­ვი­ძებს. ამის გამო თვითმფრი­ნავ­ზე დამ­გვი­ა­ნე­ბია. თუ დი­ლით ადრე სად­მე ვარ წა­სას­ვლე­ლი, ღამე იმის გამო უნდა გა­ვა­თე­ნო, რომ არ და­მე­ძი­ნოს.

- უძი­ლო­ბა გა­წუ­ხებს?

- ისე­თი უძი­ლო­ბა მაქვს, დღე გა­მოშ­ვე­ბით ვი­ძი­ნებ და მერე ვე­ღარ ვიღ­ვი­ძებ...

პ.ს. ახლა ჩე­მიც უნდა ვთქვა, - მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, არ და­ვი­ძი­ნო და ასე­თი პრაქ­ტი­კუ­ლად, არც ხდე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ სამი ღა­მის უძი­ლოს და სტრეს­გა­და­ტა­ნილს, ერთხელ ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ავ­ტო­ბუს­ში მეც ჩა­მე­ძი­ნა და ისე გა­ვი­ა­რეთ მთე­ლი იუ­დე­ის უდაბ­ნო (ის­რა­ე­ლი­დან ეგ­ვიპ­ტე­ში მი­მავ­ლებ­მა), არა­ფე­რი გა­მი­გია და მახ­სოვს. ამა­ზეა სწო­რედ ის ან­და­ზა, - ერთი პირი ძილი წყალ­საც კი მო­უ­ვაო...…

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ერთხელ, მეც ჩამეძინა - მოულოდნელი ამბები ცნობილების "ჩაძინების" სერიიდან

ერთხელ, მეც ჩამეძინა - მოულოდნელი ამბები ცნობილების "ჩაძინების" სერიიდან

ასტროლოგი არ ვარ და ნამდვილად არ შემიძლია ავხსნა იმ თავგადასავლების მიზეზი, რაც ქართველ მსახიობებს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად გადახდათ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც დიდი გაუმართლებლობა იყო და თითოეულს მხოლოდ პრობლემები დაჰყვებოდა თან.

საიდან დავიწყო და რომელი ამბავი გავიხსენო, არ ვიცი. ყველაფრი ხომ საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ მსახიობ მიშა მესხს ღონისძიების მსვლელობისას ჩაეძინა, რაც მთავარ სალაპრაკო თემად იქცა არა მარტო საქართველოში, ამ ფაქტს უცხოური ტელეარხებიც აქტიურად აშუქებენ. პრაქტიკულად სენსაციაა, - მსახიობს გრანდიოზულ ღონიძიებაზე ჩაეძინა.

თქვენ იცინეთ და შეიძლება, "გინესის" რეკორდსმენიც გახდეს. იმ დარბაზში ალბათ ერთადერთია, ვისაც მსგავსი რამ გადახდა. რეკორდი იქით იყოს და არ არის გამორიცხული, რაიმე როლიც შესთავაზონ, რადგან უკვე გაიცნეს...

საქართველოში მასზე რა არ თქვეს, როგორი ინტერპრეტაცია არ გაუკეთდა ამ ფაქტს, არადა, კაცმა რომ თქვას, ამდენი ტანჯვისა და სტრესის შემდეგ ერთი ჩასთვლიმა, რა... ეს სტუმარი მაინც იყო და საქართველოს პარლამენტში "მასპინძლებს", ანუ დეპუტატებს დარბაზში რომ სძინავთ ხოლმე? ან გუბაზ სანიკიძის ისტორიული ძილი რად ღირს?! მოკლედ, საკანონმდებლო ორგანოს კედლებში ვის არ სძინებია, რომ არაფერი ვთქვათ, ბატონი აქუბარდიას პირდაპირ ეთერში წამოწოლაზე...

მოკლედ, მიშა მესხის ჩაძინებაზე სხვადასხვაგვარი შეფასება მოვისმინე და წავიკითხე, მაგრამ გულიანად ერთზე გამეცინა, რომელსაც იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერზე წერდა: "2 ლეგენდარული ჩაძინება მახსოვს: ჩემი ჩაძინება კინო "რუსთაველში" "გლადიატორზე," დასაწყისიდან ტიტრებამდე და მეგობრის ჩაძინება სტადიონზე, საქართველო-რუსეთის რაგბიზე".

გვაჯობა".

ამის შემდეგ რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც მივმართე კითხვით - ოდესმე, სადმე მნიშვნელოვან შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე მისულს თუ ჩაგძინებიათ-მეთქი?

ნიკა ქავთარაძე:

- საერთოდ, როცა დაღლილი ვარ, ძალიან ადვილად მეძინება. ასე რომ, უამრავ ადგილას: კინოში, სუფრაზე, კლუბში, სალონში - ყველგან ჩამძინებია. თუმცა "ოსკარის" ცერემონიის წინ აუცილებლად გამოვიძინებდი...

კახი მამულაშვილი, მამულიჩა:

- ადრეულ წლებში, სანამ ლელას გავიცნობდი, ღამის პირველი საათი რომ დგებოდა, მაშინვე კისერი მწყდებოდა, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყველგან მეძინებოდა. ამიტომ, ყველა საქმეს მაგ დრომდე ვრჩებოდი. ერთხელ მაგარი სასაცილო ამბავი მოხდა, კლუბში "დინამიკთან" ჩამეძინა, ანუ რისი თქმა მინდა, ძილის დრო რომ მოდიოდა, ჩემზე არაფერი მოქმედებდა. ახლა ასეთი რამ არ ხდება, რადგან სხვა რეჟიმზე ვარ გადასული.

ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ, ბორის ბერეზოვსკის დაბადების დღე იყო და მე და ლელა იქ მიგვიპატიჟეს, დონეცკიდან გავფრინდით. ძალიან ყინავდა. დაბადების დღეს ლონდონში "ჩერჩილის სასახლეში" აღნიშნავდა, სადაც ბადრი პატარკაციშვილმა მიგვიყვანა... რომ მივედით, რატომღაც ბუხართან მოვხვდი და იქვე ჩამეძინა, არადა, გაშლილ სუფრასთან ვისხედით. მერე ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და ყურში მითხრა, - ცუდად ხომ არ ხარ, რით დაგეხმაროო?.. გავახილე თვალი და ბერეზოვსკი დავინახე, გვერდით ბადრი ედგა და სიცილით კვდებოდა...

- ისე, რამ ჩაგაძინა?

- ძალიან გადაღლილი ვიყავი, წინა დღეს დონეცკში კორპორატიულ წვეულებაზე ვიყავით, მერე დაგვირეკეს და კიევში გავფრინდით, იქიდან ლონდონში და აეროპორტიდან მაშინვე სასტუმროში მივედით თუ არა, დაბადების დღეზე წავედით...

მოკლედ, ბადრის ლელა ედგა გვერდით და სურათებს მიღებდნენ... თვალი კი გავახილე, მაგრამ ძილი ისევ გავნაგრძე, - მაპატიეთ-მეთქი. ეს იყო 2006 წლის 23 იანვარი.

აი, ასეთი მაგარი კურიოზი შემემთხვა.

ნინა წკრიალაშვილი:

- თუ დამეძინა, ისე მაგრად მძინავს, რომ მაღვიძარაც ვერ მაღვიძებს. ამის გამო თვითმფრინავზე დამგვიანებია. თუ დილით ადრე სადმე ვარ წასასვლელი, ღამე იმის გამო უნდა გავათენო, რომ არ დამეძინოს.

- უძილობა გაწუხებს?

- ისეთი უძილობა მაქვს, დღე გამოშვებით ვიძინებ და მერე ვეღარ ვიღვიძებ...

პ.ს. ახლა ჩემიც უნდა ვთქვა, - მოგზაურობისას მაქსიმალურად ვცდილობ, არ დავიძინო და ასეთი პრაქტიკულად, არც ხდება ხოლმე, მაგრამ სამი ღამის უძილოს და სტრესგადატანილს, ერთხელ ჩემს კოლეგებთან ერთად, ავტობუსში მეც ჩამეძინა და ისე გავიარეთ მთელი იუდეის უდაბნო (ისრაელიდან ეგვიპტეში მიმავლებმა), არაფერი გამიგია და მახსოვს. ამაზეა სწორედ ის ანდაზა, - ერთი პირი ძილი წყალსაც კი მოუვაო...…

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება