მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ადამიანი აქირავებს საცხოვრებელ ფართს საქართველოში - უახლესი ოფიციალური მონაცემები
რამდენი ადამიანი აქირავებს საცხოვრებელ ფართს საქართველოში - უახლესი ოფიციალური მონაცემები

ბი­უ­ჯეტ­ში გა­სულ წელს, ფი­ზი­კუ­რი პი­რის მიერ ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 28 429 697.7 ლარი შე­ად­გი­ნა. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ან სხვა მიზ­ნით ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა.

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­სულ წელს გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 918 ადა­მი­ა­ნი შე­ად­გი­ნა. ბი­უ­ჯეტ­ში 2014 წელს შე­სუ­ლი თან­ხა, 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქმის 4 მი­ლი­ო­ნით მე­ტია, გა­დამ­ხდელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 700-ზე მე­ტით გა­ი­ზარ­და. 2012 წელს, გა­დამ­ხდელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ 8 747 ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ბი­უ­ჯეტ­ში შე­სუ­ლი თან­ხაც 14 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო. 2011 წელს კი გა­დამ­ხდელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 10 302-ს, თან­ხა კი 15 მი­ლი­ონ­ზე მეტ ლარს შე­ად­გენ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 20%-ის ნაც­ვლად 5%-ით და­ი­ბეგ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბას ეკუთ­ვნის. პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის გამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის. "ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი და­ი­ბეგ­რე­ბა 5%-ით ნაც­ვლად 20%-ისა. ეს არის მე­ო­რე სი­ახ­ლე, რაც ჩვენ გვაქვს. ვფიქ­რობ, ეს სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის გამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან გა­და­სა­ხადს არ იხ­დიდ­ნენ, გა­და­სა­ხა­დის შემ­ცი­რე­ბა კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ში მო­საქ­ცე­ვად და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა.

რო­გორც ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ვერ და­ე­თან­ხმე­ბა იმ მო­საზ­რე­ბას, რომ იმ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან გა­და­სა­ხადს არ იხ­დიდ­ნენ, მცი­რეა. მისი თქმით, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არი­ან გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლად და იხ­დიდ­ნენ მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის 20%-ს. მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით კი, ეს გა­და­სა­ხა­დი 5%-მდე შემ­ცირ­დე­ბა.

"ფი­ზი­კუ­რი პი­რის მიერ ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი ნაც­ვლად 20%-ისა და­ი­ბეგ­რე­ბა 5%-იანი გა­ნაკ­ვე­თით, ეს შემ­სუ­ბუ­ქე­ბაა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თით, ხოლო მე­ო­რეს მხრივ უფრო მიმ­ზიდ­ველს ხდის სამ­შე­ნებ­ლო და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს. ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლად და იხ­დიდ­ნენ მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის 20%-ს. ეს გა­და­სა­ხა­დი, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე 5%-მდე შემ­ცირ­დე­ბა. მათ­თვის კი, ვინც ამ გა­და­სა­ხადს არ იხ­დიდ­ნენ, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა, რომ მო­ექ­ცნენ კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რამდენი ადამიანი აქირავებს საცხოვრებელ ფართს საქართველოში - უახლესი ოფიციალური მონაცემები

რამდენი ადამიანი აქირავებს საცხოვრებელ ფართს საქართველოში - უახლესი ოფიციალური მონაცემები

ბიუჯეტში გასულ წელს, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 28 429 697.7 ლარი შეადგინა. ამაში იგულისხმება საცხოვრებელი ან სხვა მიზნით ბინების გაქირავება.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს გადასახადების გადამხდელი ფიზიკური პირების რაოდენობამ მთელ საქართველოში 10 918 ადამიანი შეადგინა. ბიუჯეტში 2014 წელს შესული თანხა, 2013 წელთან შედარებით, თითქმის 4 მილიონით მეტია, გადამხდელთა რაოდენობა კი 700-ზე მეტით გაიზარდა. 2012 წელს, გადამხდელთა რაოდენობა მხოლოდ 8 747 ადამიანს შეადგენდა და შესაბამისად, ბიუჯეტში შესული თანხაც 14 მილიონი ლარი იყო. 2011 წელს კი გადამხდელთა რაოდენობა 10 302-ს, თანხა კი 15 მილიონზე მეტ ლარს შეადგენდა.

როგორც ცნობილია, საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობას ეკუთვნის. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის. "ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით ნაცვლად 20%-ისა. ეს არის მეორე სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლიდან გადასახადს არ იხდიდნენ, გადასახადის შემცირება კანონის ჩარჩოში მოსაქცევად დამატებითი მოტივაცია იქნება.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ვერ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლიდან გადასახადს არ იხდიდნენ, მცირეა. მისი თქმით, ფიზიკური პირები რეგისტრირებული არიან გადასახადის გადამხდელად და იხდიდნენ მიღებული შემოსავლის 20%-ს. მთავრობის ინიციატივით კი, ეს გადასახადი 5%-მდე შემცირდება.

"ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი ნაცვლად 20%-ისა დაიბეგრება 5%-იანი განაკვეთით, ეს შემსუბუქებაა ფიზიკური პირების საგადასახადო ტვირთით, ხოლო მეორეს მხრივ უფრო მიმზიდველს ხდის სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარს. ფიზიკური პირები რეგისტრირებულები იყვნენ გადასახადის გადამხდელად და იხდიდნენ მიღებული შემოსავლის 20%-ს. ეს გადასახადი, როგორც უკვე აღვნიშნე 5%-მდე შემცირდება. მათთვის კი, ვინც ამ გადასახადს არ იხდიდნენ, დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ მოექცნენ კანონის ჩარჩოებში", - განაცხადა ხუციშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია