წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, თამარ ფხოველიშვილი დაკავებულია

წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, თამარ ფხოველიშვილი დაკავებულია

სამართალდამცავებმა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" 2013-2014 წლებში დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი თამარ ფხოველიშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ამავე საქმეზე დაკავებულია შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნათია ნავროზაშვილი, რომელმაც თამარ ფხოველიშვილთან და მის მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან ერთად ჩამოყალიბებული ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მიითვისა.

შსს-ს ცნობით, თამარ ფხოველიშვილისა და ნათია ნავროზაშვილის მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ