"ფსიქიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ მჭედლიშვილი ჯანმრთელი იყო" - ახალი დეტალები ლევან სამხარაულის საქმეში და კავშირი ზურაბ ჟვანიას საქმესთან

"ფსიქიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ მჭედლიშვილი ჯანმრთელი იყო" - ახალი დეტალები ლევან სამხარაულის საქმეში და კავშირი ზურაბ ჟვანიას საქმესთან

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა. გადაცემამ "იმედის კვირა" გამოაქვეყნა ჯანმრთელობის ცნობა, რომლის მიხედვით, სამხარაულის მკვლელი ფსიქიურად შეშლილი არ არის. ოფიციალური ინფორმაციით, ლევან სამხარაული მისმა კლასელმა, დავით მჭედლიშვილმა 2005 წლის 22 მაისს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი 2 გასროლით თავი მოიკლა. იმავე დროს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით მჭედლიშვილი ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყო და მკვლელობა კლასელებს შორის ძველი წყენის გამო მოხდა. სამხარაულის თანაკლასელების სახელით გამოქვეყნებულ წერილში მჭედლიშვილის ფსიქიური ავადმყოფობის შესახებ ვერსია უარყოფილია. წერილის მიხედვით, მე-10 კლასში სამხარაულსა და მჭედლიშვილს შორის კონფლიქტი მართლაც მოხდა, რომელიც ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა: "თუმცა საქმეში მშობლები ჩაერივნენ და კლასელები შეარიგეს. მას შემდეგ არანაირი კონფლიქტი აღარ ჰქონიათ".

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან სამხარაულის მკვლელობას ჟვანიას მკვლელობასთან აქვს კავშირი. ათწლიან დუმილს არღვევს სამხარაულის მამაც, მისი განცხადებით ექსპერტიზის ბიუროს მაშინდელ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის მკვლელობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, თუმცა კითხვა რა იცოდა ლევან სამხარაულმა გახმაურებული მკვლელობის შესახებ უპასუხოდ დარჩა. სამხარაულის საქმე შესაძლოა ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირდებოდეს. ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიშვილი დარწმუნებულია, რომ დავით მჭედლიშვილი დაზიანებებს სხვადასხვა იარაღით თავად ვერ მიიყენებდა.

- ქალბატონო მაია, რა ინფორმაცია გაქვთ ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმეში აღმოჩენილ გარემოებებზე? - მე ვნახე ჟურნალისტის ინტერვიუ ფსიქო-ნევროლოგიის ინსტუტის წარმომადგენელთან, სადაც ადასტუებდნენ, რომ დავით მჭედლიშვილმა მართვის მოწმობისთვის ჩაიტარა ფსიქიკური კვლევა და აბსოლიტურად ჯანმრთელი იყო. ექსპერტიზა მგონი ლევან ჩიჩუამ ჩაატარა, მაგრამ დაზიანებების ერთდროულად მიყენება სხვადასხვა იარაღიდან ექსპერტიზამ ეჭვქვეშ არ დააყენა. არ ვიცი იყო თუ არა კომისიური ექსპერტიზა. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ფაქტიურად გავაკეთე ექსპრტიზა ერთ-ერთ ჟურნალისტთან ერთად და იმ ყველაფრის შესწავლით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დაზიანებებს მჭედლიშვილი ვერ მიიყენებდა.

- რატომ არის ეს შეუძლებელი?

- დავით მჭედლიშვილის ორივე დაზიანებას, საკუთარი ხელით ვერც ერთდროულად მიიყენებდა და ვერც სხვადასხვა დროს. თავის მიდამოში დაზიანება იწვევს ტვინის ტლანქ დაზიანებას, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს პირველი დაზიანებაა, ამის შემდეგ მიზანმიმართული მოქმედების შესრულება გამორიცხულია. რაც შეეხება ე.წ. აბრეზით მიღებულ თვითდაზანებას, აქ გულის უხეში, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებაა. გული პრაქტიკულად დაფლეთილია, წნევა ეცემა და ამის მიღების შემდეგ ყველაფრის გაკეთება გამორიცხულია. ორივე დაზიანება გამორიცხავს მიზანმიმართულ მოქმედებებს. ერთდროულადაც ვერ ისროდა, რადგან მარჯვენა და მარცხენა ხელი სხვადასხვა ნახევარსფეროდან იმართება.

- კავშირი...

- ლევან სამხარაული ყველა ექსპერტიზის საქმის კურსში იყო. საეჭვოდ მიმაჩნია ის, რომ ვახო კომახძის ფილმის ეთერში გასვლიდან ორ დღეში მოკლეს ლევან სამხარაული. ის, რომ ლევან სამხარაულის მკვლელი ორი იარაღთ თავს ვერ მოიკლავდა ამაში დარწმუნებული ვარ. ე.ი. ამაში ვიღაცის ხელი ურევია. სხვა დაზანებები რომ იყოს მსჯელობა იქნებოდა საჭირო, მაგრამ ამ დაზიანებებს თავად ვერ მიიღებდა დავით მჭედლიშვილი.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა" - ბათუმში დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელმაც კარანტინის წესები დაარღვია

გარდაბანში მამაკაცს, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგოს მოტაცებაში, დედა და 2 ახლობელი ქალი დაეხმარა - დაკავებულია 4 ადამიანი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ