"მიშველეთ, ქმრის მკვლელობას "მტენიან" - ქალი, რომელიც საყვარლის მკვლელობისთვის გაასამართლეს

"მიშველეთ, ქმრის მკვლელობას "მტენიან" - ქალი, რომელიც საყვარლის მკვლელობისთვის გაასამართლეს

რეზო თხილიშვილის 9 წლის წინანდელი მკვლელობა 2014 წლის ბოლოს გახსნეს. შემზარავი მკვლელობის ბრალდებით 41 წლის ირმა ნადირაძე დააკავეს. მას მალევე საპროცესო გარიგება გაუფორმდა. სასამართლომ ნადირაძეს 9 წელი მიუსაჯა. ციხეში მხოლოდ 5 წელს მოიხდის, დანარჩენს გარეთ, პირობითი მსჯავრის ქვეშ გაატარებს.

ამ თემაზე "კვირის პალიტრა" წერდა. შეგახსენებთ, რომ რეზო თხილიშვილი კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში თავის ავტომანქანაში დანახშირებული 2005 წლის 3 ნოემბერს იპოვეს. გამოძიების მტკიცებით, ირმა ნადირაძემ ქმრის იარაღით მოკლა საყვარელი. შემდეგ მანქანას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა... თხილიშვილს თავის ქალაზე "მაკაროვის" ნატყვიარი ჰქონდა. იარაღი ირმა ნადირაძის პოლიციელი ქმრის, გიორგი ნადირაძის სახელზე იყო რეგისტრირებული... რამდენიმე ხნის შემდეგ გიორგი ნადირაძეც საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს, მას 8 ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია...

მაშინ ვწერდით, რომ ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიებამ შესაძლოა ირმა ნადირაძე ქმრის მკვლელობაშიც ამხილოს. საქმეში მოწმის ჩვენებაა, რომელიც ამბობს, დავინახე, როგორ რეცხავდა სისხლიან დანას ირმაო...

ნადირაძის ადვოკატი ფრიდონ მაღრაძე "კვირის პალიტრასთან" ჰყვებოდა: "ირმა მეუღლესთან გაცილებული არ იყო, მაგრამ საყვარელი ჰყავდა. როგორც თავად ამბობს, კიდევ ერთი საყვარელი ჰყავდა, ექიმი. ის კაცი მეუღლეს გაშორებული იყო და ირმას ცოლობას სთხოვდა. ირმას უნდოდა, ქმარს გასცილებოდა და ექიმს გაჰყოლოდა, მაგრამ თხილიშვილს ვერ იშორებდა, ამიტომ ჩაუჯდა მანქანაში და გაუხვრიტა შუბლი. ამბობს, თხილიშვილიც ცოლობას მთხოვდა, მაგრამ მე ექიმის ცოლობა მინდოდაო".

ნადირაძის ადვოკატი დასძენდა, რომ ეს ყველაფერი ირმას ჩვენებაში აქვს აღწერილი... გამოძიების მტკიცებით, წლების მანძილზე ირმა ნადირაძეს გვარ-სახელი შეცვლილი ჰქონდა.

როცა ეს სტატია გამოქვეყნდა, რედაქციაში გვესტუმრა მოქალაქე შოთა ზღულაძე. მან თავი ირმა ნადირაძის მეუღლედ გამაცნო (ეს ის ექიმი არ გეგონოთ, რომელიც ცოლობას სთხოვდა. როგორც ჩანს, ოფიციალური ქმრის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა. - ავტ.). "2 წელია ერთად ვცხოვრობთ ხაშურში. ირმას შინ პოლიციამ მოაკითხა და წაიყვანა. არ მჯერა იმ ბრალდების, რაც წაუყენეს, უნდა დავეხმარო უდანაშაულობის დამტკიცებაში. ირმას ციხეში ვხვდები, მარწმუნებს, მართალი ვარო. ის თქვენთან შეხვედრას ითხოვს, იქნებ ინახულოთ", - მითხრა შოთა ზღულაძემ. რამდენიმე დღეში ციხიდან პატიმარი ირმა ნადირაძე დამიკავშირდა და დამიდასტურა, რომ გამოძიება მას ქმრის მკვლელობასაც ედავება.

ირმა ნადირაძე: - მაბრალებენ იმ დანაშაულს, რაც არ ჩამიდენია. 5 დღე გამომძიებელმა ბექა გელაშვილმა არ გამაკარა არც ადვოკატი, არც ახლობელი. პოლიციის შენობაში ჩამკეტეს, მეუბნებოდნენ, თუ არ აღიარებ, გაგანადგურებთო. ისე ცუდად გავხდი, საავადმყოფოშიც გადამიყვანეს... თხილიშვილის საქმე ხომ "შემტენეს", ახლა უნდათ ჩემი ქმრის მკვლელობაც მაღიარებინონ. არ ვაპირებ ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია.

იმ დღეს შინ გვიან მივედი. ყველგან შუქი იყო ჩამქრალი, ტელევიზორი მაღალ ხმაზე იყო აწეული. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქმრის საწოლთან მივედი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ