Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გვენეტაძის მოსასმენად დანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომა დღეს მეორედ ჩაიშალა
ნინო გვენეტაძის მოსასმენად დანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომა დღეს მეორედ ჩაიშალა

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, სა­დაც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე წარ­დგე­ნი­ლი ნინო გვე­ნე­ტა­ძის­თვის უნდა მო­ეს­მი­ნათ, დღეს მე­ო­რედ ჩა­ი­შა­ლა. სხდო­მის ჩაშ­ლის მი­ზე­ზი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე კვლავ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის მი­უს­ვლე­ლო­ბა და კვო­რუ­მის არარ­სე­ბო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა გახ­და.

რო­გორც კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სხდო­მა სულ მცი­რე ერთი კვი­რით გა­და­ი­დო. იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა დღეს, 12:00 სა­ა­თის­თვის იყო და­ნიშ­ნუ­ლი, მაგ­რამ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა კვო­რუ­მის გამო ვერ გა­ი­მარ­თა. კერ­ძოდ, სხდო­მის გახ­სნის­თვის სა­ჭი­რო იყო სულ მცი­რე 8 დე­პუ­ტა­ტი, თუმ­ცა, 12:00 სა­ა­თის­თვის და­ნიშ­ნულ სხდო­მა­ზე მხო­ლოდ 6 დე­პუ­ტა­ტი მი­ვი­და.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად არ მი­ვიდ­ნენ ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი და კარ­ლო კო­პა­ლი­ა­ნი და ფრაქ­ცი­ამ არც მათი ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა. ამის შემ­დეგ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა 19:00 სა­ა­თის­თვის და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა დარ­ბაზ­ში, სა­დაც კო­მი­ტე­ტი უნდა შეკ­რე­ბი­ლი­ყო, მხო­ლოდ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე და გიგა ბუ­კია მი­ვიდ­ნენ.

რო­გორც ხმა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის ექ­ვსი დე­პუ­ტა­ტი, რომ­ლე­ბიც კო­მი­ტე­ტის დი­ლის სხდო­მა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ამ­ჟა­მა­დაც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში არი­ან, თუმ­ცა მათ მის­ვლას აზრი არ აქვს, რად­გან სხდო­მის გახ­სნის­თვის 2 პარ­ლა­მენ­ტა­რი ისევ არ მი­ვი­და და ფრაქ­ცი­ას არც მისი ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ე­ბი ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზით იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა დღეს მე­ო­რედ ჩა­ი­შა­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

ნინო გვენეტაძის მოსასმენად დანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომა დღეს მეორედ ჩაიშალა

ნინო გვენეტაძის მოსასმენად დანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომა დღეს მეორედ ჩაიშალა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, დღეს მეორედ ჩაიშალა. სხდომის ჩაშლის მიზეზი კომიტეტის სხდომაზე კვლავ "ქართული ოცნების" წევრების მიუსვლელობა და კვორუმის არარსებობით გამოწვეული პრობლემა გახდა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, სხდომა სულ მცირე ერთი კვირით გადაიდო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს, 12:00 საათისთვის იყო დანიშნული, მაგრამ საკომიტეტო მოსმენა კვორუმის გამო ვერ გაიმართა. კერძოდ, სხდომის გახსნისთვის საჭირო იყო სულ მცირე 8 დეპუტატი, თუმცა, 12:00 საათისთვის დანიშნულ სხდომაზე მხოლოდ 6 დეპუტატი მივიდა.

"ქართული ოცნებიდან" სხდომაში მონაწილეობის მისაღებად არ მივიდნენ ზაქარია ქუცნაშვილი და კარლო კოპალიანი და ფრაქციამ არც მათი ადგილმონაცვლეები წარმოადგინა. ამის შემდეგ კომიტეტის სხდომა 19:00 საათისთვის დაინიშნა, თუმცა დარბაზში, სადაც კომიტეტი უნდა შეკრებილიყო, მხოლოდ ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და გიგა ბუკია მივიდნენ.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ექვსი დეპუტატი, რომლებიც კომიტეტის დილის სხდომაზე იმყოფებოდნენ, ამჟამადაც პარლამენტის შენობაში არიან, თუმცა მათ მისვლას აზრი არ აქვს, რადგან სხდომის გახსნისთვის 2 პარლამენტარი ისევ არ მივიდა და ფრაქციას არც მისი ადგილმონაცვლეები ჰყავს წარმოდგენილი.

აღნიშნული მიზეზით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს მეორედ ჩაიშალა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა