"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილი პრეს-მდივნის, ბაჩო ქორჩილავას სიტყვებს აქვეყნებს სააკაშვილის შესახებ:
"ყველა, ვისაც მიშასთან ერთად მოუწევს მუშაობა, მინდა გავაფრთხილო, რომ თქვენ გექნებათ შეხება ისეთ ადამიანთან, რომელიც არ ღებულობს გადაწყვეტილებას ხვალ, ზეგ ან ერთი კვირის შემდეგ. მას შეუძლია დღეების და ღამეების განმავლობაში შეუძლებელი შეძლოს და მოითხოვოს იგივეს გაკეთება თქვენგან და მიიღოს კიდეც. ეს არის ადამიანი, რომელიც არ ეთაყვანება სენტიმენტს, რომელიც არ ენდობა არავის და თავად ამოწმებს ყველას და ყველაფერს, უდგება საკითხებს კრეატიულად და ინოვაციით… მისთვის სულ ერთია წვიმა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი, მანქანის მწყობრიდან გამოსვლა, ბებია საავადმყოფოში… მას მხოლოდ აინტერესებს შედეგები და თქვენი ეფექტურობა.
დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ის "გადარეულია", მაგრამ ეს პოზიტიური "სისულელეა". დიახ- მიშას დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე ძალიან გააცეცხლებს პუტინს. მიშა მას არ უყვარს და თავის პირად მტრად თვლის".