მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კირკიტაძის პირველი კომენტარი აშშ-დან მის შესაძლო დაპატიმრებაზე და კითხვა, რომელმაც ყოფილი გუბერნატორი გააღიზიანა
დავით კირკიტაძის პირველი კომენტარი აშშ-დან მის შესაძლო დაპატიმრებაზე და კითხვა, რომელმაც ყოფილი გუბერნატორი გააღიზიანა

პრო­კუ­რა­ტუ­რა ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბულ-გუ­ბერ­ნა­ტო­რის, და­ვით კირ­კი­ტა­ძის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს. რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ვი­ნა­ი­დან და­ვით კირ­კი­ტა­ძე თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, მას დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ წა­რედ­გი­ნე­ბა და­უს­წრებ­ლად და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მო­ი­თხოვს პა­ტიმ­რო­ბას, რისი შე­ფარ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

ამ დრო­ი­სათ­ვის და­ვით კირ­კი­ტა­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა. Ambebi.ge მას და­უ­კავ­შირ­და და ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ჩვენს კი­თხვებს მა­ნამ­დე პა­სუ­ხობ­და, ვიდ­რე და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დით უნი­ვერ­სი­ტე­ტით, სა­დაც ახლა სწავ­ლობს და პრო­ფე­სი­ით, რო­მელ­საც ეუფ­ლე­ბა. Ambebi.ge-ს ამ შე­კი­თხვამ და­ვით კირ­კი­ტა­ძე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

"ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც ხომ არ მოგ­წე­როთ რექ­ტო­რის, პირ­და­პირ ამ­ხა­ნაგ­მა წუ­ლუ­კი­ან­მა რომ და­ურ­ე­კოს?", - გვი­პა­სუ­ხა კირ­კი­ტა­ძემ და ჩვენ­თან სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა აღარ ისურ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, Ambebi.ge-მ და­ვით კირ­კი­ტა­ძის­გან ყვე­ლა კი­თხვა­ზე ვერ მო­ი­პო­ვა პა­სუ­ხი. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს:

- პრო­კუ­რა­ტუ­რა თქვენს და­პა­ტიმ­რე­ბას ითხოვს. რას უპა­სუ­ხებთ პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე, უწყე­ბა ამ­ბობს, რომ თქვენ თავს არი­დებთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას...

- ეგ უსუ­სუ­რე­ბი, ეგე­ნი. 2015 წლის 4 იან­ვრამ­დე მანდ ვი­ყა­ვი და თუ რამე აინ­ტე­რე­სებ­დათ, რა­ტომ არ და­მი­ბა­რეს?!

სას­წავ­ლებ­ლად ვარ, 10 ივ­ლისს ვბრუნ­დე­ბი და ახლა რუსი ოლი­გარ­ქის და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თა ხუშ­ტუ­რე­ბის გამო ნამ­დვი­ლად ვერ შევ­ცვლი ჩემს გეგ­მებს და ვერ მი­ვი­ღებ მის მიერ და­გეგ­მილ მას­კა­რად­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- შე­საძ­ლოა, პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­გე­ფარ­დოთ და თქვენ­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­დეს... ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დაბ­რუნ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- თუ ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან, სწავ­ლა­ში ხელი შე­მი­შა­ლონ, მივ­მარ­თავ აქ შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რას და და­ვი­ცავ ჩემს უფ­ლე­ბებს. გარ­წმუ­ნებთ, რო­გორც და­სავ­ლე­თის არა­ერ­თი ქვეყ­ნის სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა მათი პო­ზი­ცია, უფრო მე­ტიც, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი უწო­და მათ მიერ შე­თი­თხნილ საქ­მე­ებს, ისე მოხ­დე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც.

- ბა­ტო­ნო და­ვით, თქვენს სწავ­ლას რაც შე­ე­ხე­ბა, მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად სად და რას სწავ­ლობთ.

- ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც ხომ არ მოგ­წე­როთ რექ­ტო­რის, პირ­და­პირ ამ­ხა­ნაგ­მა წუ­ლუ­კი­ან­მა რომ და­ურ­ე­კოს?

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ვით კირ­კი­ტა­ძე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. გა­მო­ძი­ე­ბი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011-2012 წლებ­ში, და­ვით კირ­კი­ტა­ძის მი­თი­თე­ბით, ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნი­ის კუთ­ვნილ­მა სპე­ცტექ­ნი­კამ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით, უსას­ყიდ­ლოდ შე­ას­რუ­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ვით კირ­კი­ტა­ძის ძმის, ირაკ­ლი კირ­კი­ტა­ძი­სა და ყო­ფი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის, გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის ერ­თობ­ლი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის შპს "ავ­ტო­ჰა­უს-რუს­თა­ვი2011"-ისა და შპს "ტი­ტა­ნი 2011"-ის სა­სარ­გებ­ლოდ, თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე ავ­ტო­ბაზ­რო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დროს, რი­თაც სა­ხელ­წი­ფოს მი­ად­გა 248 400 ლა­რის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი.

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

დავით კირკიტაძის პირველი კომენტარი აშშ-დან მის შესაძლო დაპატიმრებაზე და კითხვა, რომელმაც ყოფილი გუბერნატორი გააღიზიანა

დავით კირკიტაძის პირველი კომენტარი აშშ-დან მის შესაძლო დაპატიმრებაზე და კითხვა, რომელმაც ყოფილი გუბერნატორი გააღიზიანა

პროკურატურა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორის, დავით კირკიტაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვინაიდან დავით კირკიტაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას დადგენილება ბრალდების შესახებ წარედგინება დაუსწრებლად და საქართველოს მთავარი პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას, რისი შეფარდების შემთხვევაშიც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

ამ დროისათვის დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება. Ambebi.ge მას დაუკავშირდა და ყოფილი გუბერნატორი ჩვენს კითხვებს მანამდე პასუხობდა, ვიდრე დავინტერესდებოდით უნივერსიტეტით, სადაც ახლა სწავლობს და პროფესიით, რომელსაც ეუფლება. Ambebi.ge-ს ამ შეკითხვამ დავით კირკიტაძე გააღიზიანა.

"ტელეფონის ნომერიც ხომ არ მოგწეროთ რექტორის, პირდაპირ ამხანაგმა წულუკიანმა რომ დაურეკოს?", - გვიპასუხა კირკიტაძემ და ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა. შესაბამისად, Ambebi.ge-მ დავით კირკიტაძისგან ყველა კითხვაზე ვერ მოიპოვა პასუხი. გთავაზობთ ინტერვიუს:

- პროკურატურა თქვენს დაპატიმრებას ითხოვს. რას უპასუხებთ პროკურატურის ბრალდებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით და ასევე, უწყება ამბობს, რომ თქვენ თავს არიდებთ საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას...

- ეგ უსუსურები, ეგენი. 2015 წლის 4 იანვრამდე მანდ ვიყავი და თუ რამე აინტერესებდათ, რატომ არ დამიბარეს?!

სასწავლებლად ვარ, 10 ივლისს ვბრუნდები და ახლა რუსი ოლიგარქის დავალებების შემსრულებელთა ხუშტურების გამო ნამდვილად ვერ შევცვლი ჩემს გეგმებს და ვერ მივიღებ მის მიერ დაგეგმილ მასკარადში მონაწილეობას.

- შესაძლოა, პატიმრობა დაუსწრებლად შეგეფარდოთ და თქვენზე ძებნა გამოცხადდეს... ამის გათვალისწინებით, დაბრუნდებით საქართველოში?

- თუ ისინი შეეცდებიან, სწავლაში ხელი შემიშალონ, მივმართავ აქ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას და დავიცავ ჩემს უფლებებს. გარწმუნებთ, როგორც დასავლეთის არაერთი ქვეყნის სასამართლომ არ გაიზიარა მათი პოზიცია, უფრო მეტიც, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა მათ მიერ შეთითხნილ საქმეებს, ისე მოხდება ამ შემთხვევაშიც.

- ბატონო დავით, თქვენს სწავლას რაც შეეხება, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, კონკრეტულად სად და რას სწავლობთ.

- ტელეფონის ნომერიც ხომ არ მოგწეროთ რექტორის, პირდაპირ ამხანაგმა წულუკიანმა რომ დაურეკოს?

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების შპს "ავტოჰაუს-რუსთავი2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

გიორგი გიორგაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა