პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითხოვს სასამართლო ია ფარულავასგან - გახმაურებული საქმის მოქმედი გმირები სკანდალურ ცემა-ტყეპაზე
რას ითხოვს სასამართლო ია ფარულავასგან - გახმაურებული საქმის მოქმედი გმირები სკანდალურ ცემა-ტყეპაზე

2013 წელს, ფრან­გულ რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში" მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღეს გა­ნახ­ლდე­ბა. საქ­მე­ზე მოწ­მის სტა­ტუ­სით სა­სა­მარ­თლო­ში მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა და­ი­ბა­რეს.

- ია, რა დროს და­გი­ბა­რეს და მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო შენ­თვის პრო­ცეს­ზე მოწ­მის სტა­ტუ­სით მის­ვლა?

- დღეს ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ში. უწყი­სიც არ მი­მი­ღია, პა­რას­კევს და­მი­რე­კეს და და­მი­ბა­რეს პრო­ცეს­ზე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­მიკ­ვირ­და, რად­გან ყვე­ლამ იცის, რომ მე ინ­ცი­დენტს არ შევ­სწრე­ბი­ვარ, რად­გან ამ ორომ­ტრი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე ქალ­ბა­ტონ­მა შემ­ნიშ­ნა, რო­გორც ცნო­ბა­დი სახე და ჩვე­ნე­ბის დროს და­მა­სა­ხე­ლა. რად­გან ჩვე­ნე­ბა მი­ვე­ცი, სა­სა­მარ­თლო­ზეც უნდა გა­მოვ­ცხად­დე და იგი­ვე და­ვა­ფიქ­სი­რო. უნდა ვუ­თხრა, რომ არა­ფე­რი არ მი­ნა­ხავს. ჩემი წა­მოს­ვლა რეს­ტორ­ნი­დან და მე­ლი­ას შე­მოს­ვლა ერთ დროს მოხ­და. სხვა არა­ფე­რი არ მი­ნა­ხავს.

Ambebi.ge ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ანს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნე­ტით შე­ი­ტყო.

- ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ია ფა­რუ­ლა­ვა და­ი­ბა­რეს "ლა ტრუ­ფეს საქ­მე­ზე", სა­სა­მარ­თლო­შიო. 52 მოწ­მე ჰყავს საქ­მეს და ალ­ბათ, ჩვენ შემ­დეგ დაგ­ვი­ბა­რე­ბენ.

- გაქვთ ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის იმე­დი?

- გა­აჩ­ნია მო­სა­მარ­თლეს. ბო­ლოს ვინც იყო საქ­მის მო­სა­მარ­თლე, ის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ზონ­დერ-მო­სა­მარ­თლე იყო, ახლა არ ვიცი, ვინ არის... გა­მო­ძი­ე­ბი­თაც უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ. პირ­ვე­ლი­ვე ჩვე­ნე­ბა­ში მყავს აღ­წე­რი­ლი მე­ლი­ას თან­მხლე­ბი პირი. ეს იყო ბესო გაზ­დე­ლი­ა­ნი და ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე გა­მო­ძი­ე­ბას. როცა საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი იკ­ვე­თე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რას უნდა და­ვე­ბა­რე­ბი­ნე, მაგ­რამ არ და­მი­ბა­რა. ჩვე­ნი მხრი­დან ბექა მა­ზი­აშ­ვი­ლია ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ, იმა­თი მხრი­დან მხო­ლოდ ნიკა მე­ლია, არა­და ისი­ნი ერ­თად მო­ვიდ­ნენ, ჩხუ­ბი და­ი­წყო მე­ლი­ამ და გაზ­დე­ლი­ან­მა, და მათ იმ წამ­სვე მოჰ­ყვნენ დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე, ვა­შა­ძე, გო­რო­ზია და და­ნარ­ჩე­ნე­ბი... ეს ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლია. კბი­ლაშ­ვილ­მა პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა საქ­მე, მაგ­რამ რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ, აღარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.. ჩვენ ვი­თომ არა­ფერ­ში არ ვით­ვლე­ბით.

მე­ლი­ას ჩხუ­ბამ­დე არც ვიც­ნობ­დით, რას მოგ­ვად­გა?! გა­მო­ძი­ე­ბამ არ ამო­ი­ღო და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის და მე­ლი­ას მი­მო­წე­რა, ჩხუ­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, მე ეჭვი მაქვს, რომ მან უბ­რძა­ნა ცნო­ბილ ზონ­დერებს - მე­ლი­ას და გაზ­დე­ლი­ანს ჩვე­ნი კა­ფე­დან გაყ­რა. ეტყო­ბა უნ­დო­დათ, მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და ექე­ი­ფათ. ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლი იყო, როცა ბარ­ში შე­მო­ვარ­დნენ ია­რა­ღი­ა­ნი პი­რე­ბი. ეს მე­ზობ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­შიც კარ­გად ჩანს. მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვა მო­ვი­და, "მ4"-ის ტი­პის ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღე­ბი ჰქონ­დათ, მან­ქა­ნის ნომ­რე­ბიც ჩანს ჩა­ნა­წერ­ში, პატ­რუ­ლი რომ არ მო­სუ­ლი­ყო, მოგ­ვკლავ­დნენ ცე­მით. ვინ იყ­ვნენ ისი­ნი, ვინ გა­მო­ი­ძა­ხა და რა­ტომ მო­ვიდ­ნენ, არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა. პატ­რულ­ში მხო­ლოდ ერთი ზარი შე­ვი­და, ისიც ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა ხა­თუ­ნა დარ­ბა­ი­სელ­მა გა­მო­ი­ძა­ხა... ნაც-ხრო­ვის­თვის მეტი რა ხელ­შე­წყო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ჯგუ­ფუ­რიც მო­უხ­სნეს და ბო­ლომ­დეც არ გა­მო­ი­ძი­ეს, გაზ­დე­ლი­ა­ნი მე რომ არ მეც­ნო, არა­ვინ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლა მისი ამოც­ნო­ბით. ამას ჰქვია, კბი­ლაშ­ვილ­მა პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა, მა­გა­რი " პა­ტი­ვი " გვცა...

Ambebi.ge ნიკა მე­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის.

- რა ეტაპ­ზეა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა?

- არ ვიცი ნამ­დვი­ლად, რა დროს "ლა ტრუ­ფეა".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რას ითხოვს სასამართლო ია ფარულავასგან - გახმაურებული საქმის მოქმედი გმირები სკანდალურ ცემა-ტყეპაზე

რას ითხოვს სასამართლო ია ფარულავასგან - გახმაურებული საქმის მოქმედი გმირები სკანდალურ ცემა-ტყეპაზე

2013 წელს, ფრანგულ რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებაზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. საქმეზე მოწმის სტატუსით სასამართლოში მსახიობი ია ფარულავა დაიბარეს.

- ია, რა დროს დაგიბარეს და მოსალოდნელი იყო შენთვის პროცესზე მოწმის სტატუსით მისვლა?

- დღეს ვარ დაბარებული სასამართლოში. უწყისიც არ მიმიღია, პარასკევს დამირეკეს და დამიბარეს პროცესზე. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რადგან ყველამ იცის, რომ მე ინციდენტს არ შევსწრებივარ, რადგან ამ ორომტრიალში მონაწილე ქალბატონმა შემნიშნა, როგორც ცნობადი სახე და ჩვენების დროს დამასახელა. რადგან ჩვენება მივეცი, სასამართლოზეც უნდა გამოვცხადდე და იგივე დავაფიქსირო. უნდა ვუთხრა, რომ არაფერი არ მინახავს. ჩემი წამოსვლა რესტორნიდან და მელიას შემოსვლა ერთ დროს მოხდა. სხვა არაფერი არ მინახავს.

Ambebi.ge ინციდენტში მონაწილე მანჩო გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელმაც საქმეზე სასამართლო პროცესების განახლების შესახებ ინტერნეტით შეიტყო.

- ჩემმა მეგობარმა მითხრა, ია ფარულავა დაიბარეს "ლა ტრუფეს საქმეზე", სასამართლოშიო. 52 მოწმე ჰყავს საქმეს და ალბათ, ჩვენ შემდეგ დაგვიბარებენ.

- გაქვთ ობიექტური გამოძიების იმედი?

- გააჩნია მოსამართლეს. ბოლოს ვინც იყო საქმის მოსამართლე, ის "ნაციონალების" ზონდერ-მოსამართლე იყო, ახლა არ ვიცი, ვინ არის... გამოძიებითაც უკმაყოფილო ვარ. პირველივე ჩვენებაში მყავს აღწერილი მელიას თანმხლები პირი. ეს იყო ბესო გაზდელიანი და ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას. როცა საქმეში ახალი დეტალები იკვეთება, პროკურატურას უნდა დავებარებინე, მაგრამ არ დამიბარა. ჩვენი მხრიდან ბექა მაზიაშვილია ხულიგნობაში ბრალდებული, სრულიად უსამართლოდ, იმათი მხრიდან მხოლოდ ნიკა მელია, არადა ისინი ერთად მოვიდნენ, ჩხუბი დაიწყო მელიამ და გაზდელიანმა, და მათ იმ წამსვე მოჰყვნენ დათო საყვარელიძე, ვაშაძე, გოროზია და დანარჩენები... ეს ჯგუფური დანაშაულია. კბილაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა საქმე, მაგრამ რადგან "ნაციონალები" კმაყოფილები დარჩნენ, აღარ დაინტერესებულა.. ჩვენ ვითომ არაფერში არ ვითვლებით.

მელიას ჩხუბამდე არც ვიცნობდით, რას მოგვადგა?! გამოძიებამ არ ამოიღო დავით საყვარელიძის და მელიას მიმოწერა, ჩხუბამდე რამდენიმე წუთით ადრე, მე ეჭვი მაქვს, რომ მან უბრძანა ცნობილ ზონდერებს - მელიას და გაზდელიანს ჩვენი კაფედან გაყრა. ეტყობა უნდოდათ, მარტო დარჩენილიყვნენ და ექეიფათ. ინციდენტი ამოწურული იყო, როცა ბარში შემოვარდნენ იარაღიანი პირები. ეს მეზობლების ჩანაწერებშიც კარგად ჩანს. მიშა სააკაშვილის დაცვა მოვიდა, "მ4"-ის ტიპის ავტომატური იარაღები ჰქონდათ, მანქანის ნომრებიც ჩანს ჩანაწერში, პატრული რომ არ მოსულიყო, მოგვკლავდნენ ცემით. ვინ იყვნენ ისინი, ვინ გამოიძახა და რატომ მოვიდნენ, არ დაინტერესებულა გამოძიება. პატრულში მხოლოდ ერთი ზარი შევიდა, ისიც ჩვენმა მეგობარმა ხათუნა დარბაისელმა გამოიძახა... ნაც-ხროვისთვის მეტი რა ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო, ჯგუფურიც მოუხსნეს და ბოლომდეც არ გამოიძიეს, გაზდელიანი მე რომ არ მეცნო, არავინ დაინტრესებულა მისი ამოცნობით. ამას ჰქვია, კბილაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა, მაგარი " პატივი " გვცა...

Ambebi.ge ნიკა მელიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელი სასამართლოს შესახებ არაფერი იცის.

- რა ეტაპზეა საქმის გამოძიება?

- არ ვიცი ნამდვილად, რა დროს "ლა ტრუფეა".

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ