კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის" - რა უნდა ვიცოდეთ დიდმარხვის შესახებ და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი
"მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის" - რა უნდა ვიცოდეთ დიდმარხვის შესახებ და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

დიდ­მარ­ხვა ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლის, უფ­ლის აღ­დგო­მის წინ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დია. ამი­ტომ ბევ­რი რამ იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ დღე­ებს თუ რო­გორ გა­ა­ტა­რებს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი... რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ყო­ვე­ლი მო­მარ­ხუ­ლე და რას უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა, ამას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ხში­რად გან­მარ­ტა­ვენ.

გად­მო­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, დიდ­მარ­ხვის პირ­ველ კვი­რას ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მკაც­რად მარ­ხუ­ლობ­დნენ: მთელ დღეს ტა­ძარ­ში ლოც­ვა­ში ატა­რებ­დნენ და დღე­ში ერთხელ უზე­თო საჭ­მელს იღებ­დნენ. ცხა­დია, ჩვენ შო­რი­საც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც მსგავ­სი ღვაწ­ლის გა­მე­ო­რე­ბა სურთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ეს სურ­ვი­ლი ზე­და­პი­რუ­ლია, რად­გა­ნაც ძვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის მარ­ხვის მსგავ­სი სიმ­კაც­რე მათ ში­ნა­გან სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამი­ტომ დღეს წი­ნაპ­რე­ბის მი­ბაძ­ვა ში­ნა­გან და გა­რე­გან მდგო­მა­რე­ო­ბებს შო­რის დარ­ღვე­ვას იწ­ვევს, რა­საც ხში­რად მძი­მე შე­დე­გამ­დე მივ­ყა­ვართ. ამი­ტომ მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რო­გორც მარ­ხვი­სად­მი გულ­გრი­ლო­ბაა და­უშ­ვე­ბე­ლი, ასე­ვე ზედ­მე­ტი სიმ­კაც­რე, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი გან­საც­დე­ლიც გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ხოლო თუ ვინ­მეს ცხოვ­რე­ბის წე­სის გამ­კაც­რე­ბა უნდა, ამის შე­სა­ხებ მო­ძღვარს უნდა და­ე­კი­თხოს.

დიდ­მარ­ხვის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა პეტ­რე კვარცხე­ლია, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი:

- რო­გორც ახ­ლად­გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბა ეწა­ფე­ბა მზის ცხო­ვე­ლის­მყო­ფელ სხი­ვებს, ისე უფ­ლის მა­ძი­ე­ბე­ლი სული იკ­ვე­ბე­ბა მძი­მე მარ­ხვის პე­რი­ო­დით. ეს არის მი­ტე­ვე­ბის, ლოც­ვის, სი­ნა­ნუ­ლის, სხვა­ზე ზრუნ­ვის, გან­სჯის, ცოდ­ვებ­ზე ამაღ­ლე­ბის სწორ­ხა­ზო­ვა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა დამ­ღლელ უდაბ­ნო­ში, რომ­ლის ბოლო, აღ­თქმუ­ლი ქვეყ­ნის ხილ­ვა, მკვდრე­თით აღ­მდგა­რი ნა­ზა­რე­ვე­ლის ზი­ა­რე­ბა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სი­ხა­რუ­ლია.

დი­დია დაბ­რკო­ლე­ბაც, აგ­რე­სია, სი­ზარ­მა­ცე. გვი­ჭირს წა­მი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბებ­ზე უა­რის თქმა და მარ­ხვაც სას­ჯე­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბა. ასეთ დროს "ღვაწ­ლი" გა­რეგ­ნულ იერს იღებს. ად­ვი­ლად გვი­პყრობს აგ­რე­სია, სხვი­სი გან­კი­თხვა, მჭმუნ­ვა­რე­ბა. ჩვენს მოჩ­ვე­ნე­ბით გლო­ვას, სხვი­სი გა­ღი­მე­ბა თუ შე­ე­გე­ბა, და­უ­ფა­რა­ვად ვი­ტყვით - "რა აცი­ნებს, სჯობს მწუ­ხა­რე იყოს და ცოდ­ვებ­ზე იტი­როს"... ასე­თებ­ზე წმინ­და წე­რი­ლი ბრძა­ნებს - "და რა­ჟამს იმარ­ხვი­დეთ, ნუ იყო­ფით, ვი­თარ­ცა-იგი ორ­გულ­ნი, მწუ­ხა­რე, რა­მე­თუ გა­ნირ­ყუნ­ნი­ან პირ­ნი მათ­ნი, რაჲთა ეჩუ­ენ­ნენ კაც­თა მმარ­ხვე­ლად. ამენ გეტყჳ თქუ­ენ: მი­უ­ღე­ბი­ეს სას­ყი­დე­ლი მათი. ხოლო შენ რა­ჟამს იმარ­ხვი­დე, იცხე თავი შენი და და­ი­ბა­ნე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუ­ე­ნო კაც­თა მმარ­ხვე­ლად, არა­მედ მა­მა­სა შენ­სა და­ფა­რუ­ლად; და მა­მა­მან შენ­მან, რო­მე­ლი ხე­დავს და­ფა­რულ­თა, მო­გა­გოს შენ".

მარ­ხვა და­სა­ბა­მი­დან მო­დის და რჯულ­ზე უფრო ძვე­ლია. იგი უფალ­მა სა­მო­თხე­ში­ვე და­ა­წე­სა, რად­გა­ნაც პირ­ვე­ლი მცნე­ბა, რო­მე­ლიც ადამ­მა მო­ის­მი­ნა, იყო: ძე­ლი­სა მის­გან საც­ნა­უ­რი­სა კე­თი­ლი­სა და ბო­რო­ტი­სა, არა შჭა­მოთ (დაბ. 2,17). მა­შინ რომ ევას ეს მცნე­ბა არ და­ერ­ღვია და ემარ­ხუ­ლა, ჩვენ დღეს მარ­ხვა არ დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, რად­გა­ნაც მკურ­ნა­ლი არა ჯან­მრთე­ლებს, არა­მედ სნე­უ­ლებს სჭირ­დე­ბა (მათე 9,12). რამ­დე­ნა­დაც ცოდ­ვის სენი ჩვე­ნი­ვე ნე­ბით შე­ვი­ყა­რეთ და და­ვუძ­ლურ­დით, ახლა სი­ნა­ნუ­ლით უნდა გან­ვი­კურ­ნოთ, სი­ნა­ნუ­ლი კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მარ­ხვის გა­რე­შე.

ადამს, რო­მელ­მაც მცნე­ბა და­არ­ღვია, ებ­რძა­ნა: "წყე­ულ იყავნ ქუ­ე­ყა­ნაჲ, ეკა­ლი და კუროჲსთა­ვი აღ­მო­გი­ცე­ნოს შენ" (დაბ. 3,17-18). ე.ი. ჩვენ­ზე ჭი­რის მო­წე­ვაა ნაბ­რძა­ნე­ბი და არა შვე­ბი­სა. სა­მო­თხე მარ­ხვის დარ­ღვე­ვის გამო დავ­კარ­გეთ და ახლა მა­ინც ვი­მარ­ხუ­ლოთ, თვალ­წინ გვქონ­დეს ლა­ზა­რეს მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც სა­მო­თხე­ში მარ­ხვამ შე­იყ­ვა­ნა (ლუკა 16,20-31). ნუ მი­ბა­ძავ ურ­ჩო­ბა­ში ევას და ნუ შე­ი­წყნა­რებ მრჩევ­ლად უხ­სე­ნე­ბელს, რო­მე­ლიც იქით­კენ გა­ქე­ზებს, რომ მუდ­მი­ვად სხე­ულს სწყა­ლობ­დე. ზოგ­ჯერ, ვინც მარ­ხვას არ ინა­ხავს, თა­ვის საქ­ცი­ელს სხე­უ­ლის უძ­ლუ­რე­ბი­თა და უსუ­სუ­რო­ბით ხსნის, მაგ­რამ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ესეც და სხვა მსგავ­სი მი­ზე­ზიც, ერ­თმა­ნე­თის გარ­და, პირ­ველ რიგ­ში იმას უნდა ვუ­თხრათ, რო­მელ­მაც ყო­ვე­ლი­ვე იცის.

და­ფიქ­რდი, - მარ­ხვა არ შე­გიძ­ლია და ათას­გვა­რი საკ­ვე­ბით სხე­უ­ლის დამ­ძი­მე­ბა შე­გიძ­ლია? მკურ­ნალ­ნი ხომ ავად­მყო­ფებს ხში­რად მარ­ხვა­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სურ­სათ-სა­ნო­ვა­გი­სა­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას ურ­ჩე­ვენ? ვი­საც გა­ძღო­მა და ნაირ-ნა­ი­რი კერძთა სიმ­ძი­მით ტვირ­თვა შე­უძ­ლია, მარ­ხვა აღარ შე­უძ­ლია? სხე­უ­ლის­თვის რა უფრო ად­ვი­ლი და სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა - მსუ­ბუ­ქი საზ­რდე­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ მსუ­ბუ­ქად გა­ტა­რე­ბა ღა­მი­სა, თუ საჭ­მლის სიმ­რავ­ლი­სა­გან დამ­ძი­მე­ბუ­ლი ძილი? განა შე­იძ­ლე­ბა თქმა იმი­სა, რომ მძი­მედ დატ­ვირ­თუ­ლი ნავი უფრო გა­და­ურ­ჩე­ბა ზღვის ღელ­ვას, ვიდ­რე მსუ­ბუ­ქად დატ­ვირ­თუ­ლი? ასე­ვეა ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლიც, ვინც საკ­ვებს ზო­მი­ე­რად და მსუ­ბუ­ქად იღებს, ის უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბით მო­ი­გე­რი­ებს ავად­მყო­ფო­ბას, ვიდ­რე ის, ვინც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ნო­ვა­გით ტვირ­თავს სხე­ულს.

მაგ­რამ მარ­ხვა არ არის მხო­ლოდ საკ­ვე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა. უპირ­ვე­ლე­სად სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა და ზა­ქე­სა­ვით სი­სუს­ტე­ებ­ზე ამაღ­ლე­ბაა... ცხა­დია, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­კუ­თა­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის პოვ­ნა და აღი­ა­რე­ბაა, მაგ­რამ მარ­ხვაც სწო­რედ ეს არის...

მარ­ხვა სი­მარ­თლეა, სი­ცხა­დე და გულ­წრფე­ლო­ბა... ვი­ყოთ მარ­თალ­ნი, რად­გან რო­გორც და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ამ­ბობს, მარ­თალს არა­სო­დეს გა­უ­ჭირ­დე­ბა: არა ვი­ხი­ლე მარ­თა­ლი დაგ­დე­ბუ­ლი, არც თეს­ლი მისი მთხო­ელ პუ­რი­სა (ფსალმ. 36,25). რა თქმა უნდა, იგი ხი­ლულ პურს არ გუ­ლის­ხმობს, რად­გან კარ­გად იცის, რომ მარ­თა­ლი ია­კო­ბის ძენი ეგ­ვიპ­ტე­ში წა­ვიდ­ნენ სა­თხოვ­ნე­ლად პუ­რი­სა. არა­მედ მას მხედ­ვე­ლო­ბა­ში აქვს სუ­ლი­ე­რი საზ­რდო, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო სრულ­ყო­ფის კი­ბე­ზე თან­და­თან მაღ­ლდე­ბა.

დაე, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სით თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ის შიმ­ში­ლი, რო­მე­ლიც წყლი­სა და პუ­რის მოკ­ლე­ბა­ზე უა­რე­სია, შიმ­ში­ლი - უფ­ლის სი­ტყვის მოს­მე­ნი­სა...

მოგ­ვა­ნი­ჭოს უფალ­მა გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა და არა გან­კი­თხვად ძმი­სა ჩვე­ნი­სა. ამინ!

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

AMBEBI.GE-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის" - რა უნდა ვიცოდეთ დიდმარხვის შესახებ და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

"მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის" - რა უნდა ვიცოდეთ დიდმარხვის შესახებ და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

დიდმარხვა ქრისტიანებისთვის უდიდესი დღესასწაულის, უფლის აღდგომის წინ მოსამზადებელი პერიოდია. ამიტომ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ამ დღეებს თუ როგორ გაატარებს მართლმადიდებელი... როგორ უნდა მოიქცეს ყოველი მომარხულე და რას უნდა მიაქციოს ყურადღება, ამას სასულიერო პირები ხშირად განმარტავენ.

გადმოცემების თანახმად, დიდმარხვის პირველ კვირას ჩვენი წინაპრები მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ლოცვაში ატარებდნენ და დღეში ერთხელ უზეთო საჭმელს იღებდნენ. ცხადია, ჩვენ შორისაც არიან ადამიანები, რომელთაც მსგავსი ღვაწლის გამეორება სურთ, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ეს სურვილი ზედაპირულია, რადგანაც ძველი ქრისტიანების მარხვის მსგავსი სიმკაცრე მათ შინაგან სულიერ მდგომარეობას არ შეესაბამება. ამიტომ დღეს წინაპრების მიბაძვა შინაგან და გარეგან მდგომარეობებს შორის დარღვევას იწვევს, რასაც ხშირად მძიმე შედეგამდე მივყავართ. ამიტომ მამები ამბობენ, რომ როგორც მარხვისადმი გულგრილობაა დაუშვებელი, ასევე ზედმეტი სიმკაცრე, რამაც შეიძლება გარკვეული განსაცდელიც გამოიწვიოს. ამიტომ ყველაფერში ზომიერება უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო თუ ვინმეს ცხოვრების წესის გამკაცრება უნდა, ამის შესახებ მოძღვარს უნდა დაეკითხოს.

დიდმარხვის შესახებ გვესაუბრება პეტრე კვარცხელია, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი:

- როგორც ახლადგამოღვიძებული ბუნება ეწაფება მზის ცხოველისმყოფელ სხივებს, ისე უფლის მაძიებელი სული იკვებება მძიმე მარხვის პერიოდით. ეს არის მიტევების, ლოცვის, სინანულის, სხვაზე ზრუნვის, განსჯის, ცოდვებზე ამაღლების სწორხაზოვანი მოგზაურობა დამღლელ უდაბნოში, რომლის ბოლო, აღთქმული ქვეყნის ხილვა, მკვდრეთით აღმდგარი ნაზარეველის ზიარება და დაუსრულებელი სიხარულია.

დიდია დაბრკოლებაც, აგრესია, სიზარმაცე. გვიჭირს წამიერ სიამოვნებებზე უარის თქმა და მარხვაც სასჯელად გვეჩვენება. ასეთ დროს "ღვაწლი" გარეგნულ იერს იღებს. ადვილად გვიპყრობს აგრესია, სხვისი განკითხვა, მჭმუნვარება. ჩვენს მოჩვენებით გლოვას, სხვისი გაღიმება თუ შეეგება, დაუფარავად ვიტყვით - ,,რა აცინებს, სჯობს მწუხარე იყოს და ცოდვებზე იტიროს"... ასეთებზე წმინდა წერილი ბრძანებს - ,,და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ".

მარხვა დასაბამიდან მოდის და რჯულზე უფრო ძველია. იგი უფალმა სამოთხეშივე დააწესა, რადგანაც პირველი მცნება, რომელიც ადამმა მოისმინა, იყო: ძელისა მისგან საცნაურისა კეთილისა და ბოროტისა, არა შჭამოთ (დაბ. 2,17). მაშინ რომ ევას ეს მცნება არ დაერღვია და ემარხულა, ჩვენ დღეს მარხვა არ დაგვჭირდებოდა, რადგანაც მკურნალი არა ჯანმრთელებს, არამედ სნეულებს სჭირდება (მათე 9,12). რამდენადაც ცოდვის სენი ჩვენივე ნებით შევიყარეთ და დავუძლურდით, ახლა სინანულით უნდა განვიკურნოთ, სინანული კი წარმოუდგენელია მარხვის გარეშე.

ადამს, რომელმაც მცნება დაარღვია, ებრძანა: "წყეულ იყავნ ქუეყანაჲ, ეკალი და კუროჲსთავი აღმოგიცენოს შენ" (დაბ. 3,17-18). ე.ი. ჩვენზე ჭირის მოწევაა ნაბრძანები და არა შვებისა. სამოთხე მარხვის დარღვევის გამო დავკარგეთ და ახლა მაინც ვიმარხულოთ, თვალწინ გვქონდეს ლაზარეს მაგალითი, რომელიც სამოთხეში მარხვამ შეიყვანა (ლუკა 16,20-31). ნუ მიბაძავ ურჩობაში ევას და ნუ შეიწყნარებ მრჩევლად უხსენებელს, რომელიც იქითკენ გაქეზებს, რომ მუდმივად სხეულს სწყალობდე. ზოგჯერ, ვინც მარხვას არ ინახავს, თავის საქციელს სხეულის უძლურებითა და უსუსურობით ხსნის, მაგრამ გვავიწყდება, რომ ესეც და სხვა მსგავსი მიზეზიც, ერთმანეთის გარდა, პირველ რიგში იმას უნდა ვუთხრათ, რომელმაც ყოველივე იცის.

დაფიქრდი, - მარხვა არ შეგიძლია და ათასგვარი საკვებით სხეულის დამძიმება შეგიძლია? მკურნალნი ხომ ავადმყოფებს ხშირად მარხვასა და მრავალფეროვანი სურსათ-სანოვაგისაგან თავის შეკავებას ურჩევენ? ვისაც გაძღომა და ნაირ-ნაირი კერძთა სიმძიმით ტვირთვა შეუძლია, მარხვა აღარ შეუძლია? სხეულისთვის რა უფრო ადვილი და სასარგებლო იქნება - მსუბუქი საზრდელის მიღების შემდეგ მსუბუქად გატარება ღამისა, თუ საჭმლის სიმრავლისაგან დამძიმებული ძილი? განა შეიძლება თქმა იმისა, რომ მძიმედ დატვირთული ნავი უფრო გადაურჩება ზღვის ღელვას, ვიდრე მსუბუქად დატვირთული? ასევეა ადამიანის სხეულიც, ვინც საკვებს ზომიერად და მსუბუქად იღებს, ის უფრო დიდი წარმატებით მოიგერიებს ავადმყოფობას, ვიდრე ის, ვინც მრავალფეროვანი სანოვაგით ტვირთავს სხეულს.

მაგრამ მარხვა არ არის მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება. უპირველესად საკუთარი თავის შეცნობა და ზაქესავით სისუსტეებზე ამაღლებაა... ცხადია, ყველაზე რთული საკუთარი ნაკლოვანებების პოვნა და აღიარებაა, მაგრამ მარხვაც სწორედ ეს არის...

მარხვა სიმართლეა, სიცხადე და გულწრფელობა... ვიყოთ მართალნი, რადგან როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება: არა ვიხილე მართალი დაგდებული, არც თესლი მისი მთხოელ პურისა (ფსალმ. 36,25). რა თქმა უნდა, იგი ხილულ პურს არ გულისხმობს, რადგან კარგად იცის, რომ მართალი იაკობის ძენი ეგვიპტეში წავიდნენ სათხოვნელად პურისა. არამედ მას მხედველობაში აქვს სულიერი საზრდო, რომლის წყალობითაც ჩვენი შინაგანი სამყარო სრულყოფის კიბეზე თანდათან მაღლდება.

დაე, ჩვენი ცხოვრების წესით თავიდან ავიცილოთ ის შიმშილი, რომელიც წყლისა და პურის მოკლებაზე უარესია, შიმშილი - უფლის სიტყვის მოსმენისა...

მოგვანიჭოს უფალმა განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა. ამინ!

მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE-სთვის

დიდ დიღომში "ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის" შენობა დაიტბორა (ვიდეო)

დატბორილი სახლები და გზები - როგორია ვითარება დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში, სადაც ამჟამად სამაშველო სამსახურის 17 ჯგუფი მუშაობს

თბილისში, დიდ დიღომში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - დატბორილია გზები: ფოტოები სოციალური ქსელიდან