შს სამინისტროს იგოეთის განყოფილებაში ის პიროვნებები დაიბარეს დასაკითხად, რომლებიც 20 თებერვალს საღამოს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლის, ვაჟა გიგოლაშვილის სახლში ქეიფობდნენ.
საქმე ეხება 20 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, გიგოლაშვილის სახლში ცეცხლის გაჩენის ფაქტს. მართალია, ხანძრის გაჩენის მომენტში ბინაში არავინ იმყოფებოდა, თუმცა თანასოფლელების თქმით, ხანძრის გაჩენამდე იქ, ვაჟა გიგოლაშვილის შვილი გოგიტა გიგოლაშვილი მეგობრებთან ერთად ქეიფობდა.
გოგიტა გიგოლაშვილი ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიას გამორიცხავს. "დარწმუნებული ვარ, ხანძარი მოძველებული ღუმელის საკვამურიდან გაჩნდა", - ამბობს გოგიტა გიგოლაშვილი.
ოჯახის უფროსი ვაჟა გიგოლაშვილი იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი მოწმეა.
წყარო: qartli.ge