საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, მთავარი წარმატება წინ არის!" - მსახიობების პირველი შეფასებები "ოსკარის" შემდეგ
"ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, მთავარი წარმატება წინ არის!" - მსახიობების პირველი შეფასებები "ოსკარის" შემდეგ

ქარ­თუ­ლი ფილ­მის "ოს­კარ­ზე" მოხ­ვედ­რა რა­ღაც ზღა­პარს და ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას ჰგავ­და, - ყვე­ლას გაგ­ვი­ხარ­და. ისიც ვი­ცო­დით, რომ "მან­და­რი­ნებთნ" ერ­თად, ხუ­თე­ულ­ში ძლი­ე­რი ფილ­მე­ბი იყო მოხ­ვედ­რი­ლი და ამის ფონ­ზე, იმე­დი კი გვქონ­და, მაგ­რამ შან­სი - არა, და ასეც მოხ­და, - წარ­მა­ტე­ბა პო­ლო­ნურ პრო­დუქტს ერგო. თუმ­ცა ამ­ხე­ლა მას­შტა­ბი­სა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქარ­თვე­ლე­ბის და ქარ­თუ­ლი ფილ­მის, თუნ­დაც ეს­ტო­ნე­თის სა­ხე­ლით მოხ­ვედ­რა, უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა.

Ambebi.ge რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ მსა­ხი­ობს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­თაც ამ გრან­დი­ო­ზულ ცე­რე­მო­ნი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ა­ფა­სეს.

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი:

- "ოს­კა­რი" ვერ ავი­ღეთ, მაგ­რამ რომ გად­მო­ე­ცათ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და. ჩემი კო­ლე­გე­ბის მა­გივ­რა­დაც გა­მი­ხარ­დე­ბო­და, სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და.

- პირ­ვე­ლად რომ ნა­ხეთ ფილ­მი, თუ შე­იძ­ლე­ბო­და ამის წარ­მოდ­გე­ნა, რაც მერე მოხ­და?

- როცა ეს ფილ­მი ვნა­ხე, მა­გა­ზე არ მი­ფიქ­რია, რად­გა­ნაც "მან­და­რი­ნებ­მა" სხვა ფიქ­რე­ბი ამი­შა­ლა. უპირ­ვე­ლე­სად, მო­მე­წო­ნა ჩემი კო­ლე­გე­ბის და ზაზა ურუ­შა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი და არ მი­ფიქ­რია იმა­ზე, "ოს­კარ­ზე" წა­რად­გენ­დნენ თუ არა. იქ ჩემ­თვის უფრო მთა­ვა­რი სხვა რამ იყო, ვიდ­რე ის, გა­ვი­დო­და თუ არა კონ­კურ­სზე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა პრინ­ცი­პით მოხ­ვდა ზო­გა­დად, ხუ­თე­ულ­ში?

- აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა წინ წა­მო­წე­უ­ლი, აბა, სხვა რა უნდა ვი­ფიქ­როთ? ეს­ტო­ნეთ­მაც სწო­რად წა­რად­გი­ნა თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია და ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეს. მერე ხომ ვთქვი, აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ტი­კა­ზეა შექ­მნი­ლი, ეს არის კონ­ფლიქ­ტი, რაც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მერე იქვე ირ­კვე­ვა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­სე­ბე­ბი ვართ, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. კარ­გი ფილ­მია, მომ­წონს და კარ­გი ქნეს, რომ აარ­ჩი­ეს, მაგ­რამ უფრო კარ­გს იზამ­დნენ, რომ "ოს­კა­რი" მო­ე­ცათ.

გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი:

- რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, ძა­ლი­ან მი­ხა­რია მათი წარ­მა­ტე­ბა და გული მწყდე­ბა, რომ "მან­და­რი­ნე­ბი" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით არ იყო წარ­დგე­ნი­ლი. არ იქ­ნე­ბო­და ცუდი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ყო­ფი­ლი­ყო, რომ მეტი გა­ე­გოთ სტუმ­რებ­საც და მსოფ­ლი­ოს ჩვენ­ზე, მაგ­რამ იმე­დია, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ეხე­ბა, გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა და შემ­დე­გის­თვის იქ­ნებ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­ში ქარ­თუ­ლი ფილ­მი კი­დევ მოხ­ვდე­ბა "ოს­კარ­ზე" და მას უკვე სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გენს, ამის იმე­დი მაქვს...

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა, რო­გორც კო­ლე­გას, მი­ხა­რია მათი ასე­თი წინსვლა და დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. რო­გორც ხე­დავთ, მარ­თლა ნი­ჭი­ე­რი ჯგუ­ფია... ად­რეც კი იყო პა­ტარ-პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს მარ­თლა დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა და მეტ წინსვლას, გან­ვი­თა­რე­ბას ვუ­სურ­ვებ ამ ჯგუფს და არა მარ­ტო მათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ იქ­ნე­ბა მო­ტი­ვა­ცია სხვა შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის...

- რა მო­ლო­დი­ნი გქონ­და?

- ვი­ცო­დი, რომ "მან­და­რი­ნებ­თან" ერ­თად, ძა­ლი­ან კარ­გი ფილ­მე­ბი იყო წარ­დგე­ნი­ლი, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი, ასე რომ გა­ფა­სე­ბენ, მსოფ­ლიო ხუ­თე­ულ­ში ხვდე­ბი, მარ­თლა მა­გა­რია!

გული მწყდე­ბო­და, მა­ნამ­დე რომ იყო ამა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ მერე ვი­ღა­ცის­თვის ეს ჯილ­დო რა­ღა­ცას ნიშ­ნავს და ვი­ღა­ცის­თვის - არა. წინა დღე­ებ­ში ხომ იყო ამა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ვი­ღა­ცის­თვის თურ­მე ეს სუს­ტი კონ­კურ­სი გახ­ლდათ და ამი­ტომ გა­ვე­დით. ფაქ­ტია, რომ გა­ვე­დით და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სხვა და­ნარ­ჩენს. მარ­თლა მა­ღი­ზი­ა­ნებ­და ასე­თი ლა­პა­რა­კი. მთა­ვა­რია, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი საქ­მე აკე­თოს. ბი­ჭებს გული არ და­წყდეს. მთა­ვა­რი წარ­მა­ტე­ბა წინ არის და ამის­თვის არ­სე­ბობს მომ­დევ­ნო წლე­ბი და იმ წლებ­ში ვე­ლო­დე­ბი ამას!

ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი:

- ჩათ­ვა­ლეთ, რომ "ოს­კა­რი" აღე­ბუ­ლია და დიდი წარ­მა­ტე­ბაა. ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რა, "ოს­კა­რის" აღე­ბის ტოლ­ფა­სია, აბა, რა არის, როცა გა­მარ­ჯვე­ბას ერთი ხმა წყვეტს ხოლ­მე.

ბოლო დროს არა­ერ­თი კარ­გი ფილ­მი შე­იქ­მნა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლი­დან ნო­მი­ნა­ცი­ე­ბით ჩა­მო­დის. წე­ლი­წად­ში ძლივს, ორი-სამი ფილ­მი თუ გა­მო­დის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით, ისიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო. მგო­ნი, ეს უკვე უნდა იყოს მთა­ვა­რი, რომ და­ფი­ნან­სე­ბა მო­ე­მა­ტოთ, მაგ­რამ 2 მი­ლი­ო­ნამ­დეც რომ გა­ზარ­დონ, ქარ­თუ­ლი ფილ­მის­თვის ცო­ტაა, და­ნარ­ჩე­ნი თა­ვად უნდა მო­ი­ძი­ონ, რაც ასეთ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ხდე­ბა. ამი­ტომ ასეთ ფესტვა­ლებ­ზე ღირ­სე­უ­ლად უნდა გა­უშ­ვან.

ჩვენს ეთერ­ში გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძის საყ­ვე­დუ­რი შე­იძ­ლე­ბა ემო­ცი­უ­რი იყო, მაგ­რამ ისე­თი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ გა­ვი­ზი­ა­რეთ. იქ­ნებ რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ეშ­ვე­ლონ. რე­ა­ლუ­რად, ხომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას შექ­მნი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი.

- რაც შე­ხე­ბა "მან­და­რი­ნებს", მისი პირ­ვე­ლი ნახ­ვი­სას იფიქ­რებ­დით, რომ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და?

- ამას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რად­გა­ნაც დიდი გზაა გა­სავ­ლე­ლი და ამას­თან, ვიცი, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ბევ­რი კარ­გი ფილ­მი იქ­მნე­ბა. თა­ვი­დან რომ ვნა­ხე, სა­ინ­ტე­რე­სო იყო, სწო­რი კუ­თხით არის გა­კე­თე­ბუ­ლი, ზედ­მე­ტი პატ­რი­ო­ტიზ­მის გა­რე­შე, აგე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ეს თა­ვი­დან­ვე ჩან­და, რაც თვალ­ში­სა­ცე­მი მა­შინ­ვე იყო.

შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს ამ წარ­მა­ტე­ბას ვუ­ლო­ცავ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის.

ნა­ხეთ: "ოს­კა­რის" 87-ე და­ჯილ­დო­ე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე და ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ამ­ბე­ბი "ოს­კა­რი­დან" - თეგ­ზე #ოს­კა­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, მთავარი წარმატება წინ არის!" - მსახიობების პირველი შეფასებები "ოსკარის" შემდეგ

"ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, მთავარი წარმატება წინ არის!" - მსახიობების პირველი შეფასებები "ოსკარის" შემდეგ

ქართული ფილმის "ოსკარზე" მოხვედრა რაღაც ზღაპარს და ოცნების ახდენას ჰგავდა, - ყველას გაგვიხარდა. ისიც ვიცოდით, რომ "მანდარინებთნ" ერთად, ხუთეულში ძლიერი ფილმები იყო მოხვედრილი და ამის ფონზე, იმედი კი გვქონდა, მაგრამ შანსი - არა, და ასეც მოხდა, - წარმატება პოლონურ პროდუქტს ერგო. თუმცა ამხელა მასშტაბისა ღონისძიებაზე ქართველების და ქართული ფილმის, თუნდაც ესტონეთის სახელით მოხვედრა, უკვე გამარჯვებაა.

Ambebi.ge რამდენიმე ქართველ მსახიობს დაუკავშირდა, რომელთაც ამ გრანდიოზულ ცერემონიაში ქართველების მონაწილეობა შეაფასეს.

დიმიტრი ტატიშვილი:

- "ოსკარი" ვერ ავიღეთ, მაგრამ რომ გადმოეცათ, ძალიან გამიხარდებოდა. ჩემი კოლეგების მაგივრადაც გამიხარდებოდა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- პირველად რომ ნახეთ ფილმი, თუ შეიძლებოდა ამის წარმოდგენა, რაც მერე მოხდა?

- როცა ეს ფილმი ვნახე, მაგაზე არ მიფიქრია, რადგანაც "მანდარინებმა" სხვა ფიქრები ამიშალა. უპირველესად, მომეწონა ჩემი კოლეგების და ზაზა ურუშაძის ნამუშევარი და არ მიფიქრია იმაზე, "ოსკარზე" წარადგენდნენ თუ არა. იქ ჩემთვის უფრო მთავარი სხვა რამ იყო, ვიდრე ის, გავიდოდა თუ არა კონკურსზე.

- როგორ ფიქრობთ, რა პრინციპით მოხვდა ზოგადად, ხუთეულში?

- აქტუალური თემაა წინ წამოწეული, აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ? ესტონეთმაც სწორად წარადგინა თავისი პროდუქცია და ყურადღება მიაქციეს. მერე ხომ ვთქვი, აქტუალურ თემატიკაზეა შექმნილი, ეს არის კონფლიქტი, რაც მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია. მერე იქვე ირკვევა, რომ ადამიანები ერთმანეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი არსებები ვართ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კარგი ფილმია, მომწონს და კარგი ქნეს, რომ აარჩიეს, მაგრამ უფრო კარგს იზამდნენ, რომ "ოსკარი" მოეცათ.

გიორგი ბახუტაშვილი:

- როგორც მოქალაქეს, ძალიან მიხარია მათი წარმატება და გული მწყდება, რომ "მანდარინები" საქართველოს სახელით არ იყო წარდგენილი. არ იქნებოდა ცუდი, ჩვენი ქვეყნის სახელით ყოფილიყო, რომ მეტი გაეგოთ სტუმრებსაც და მსოფლიოს ჩვენზე, მაგრამ იმედია, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეხება, გაკვეთილი იქნება და შემდეგისთვის იქნებ გაითვალისწინონ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ქართული ფილმი კიდევ მოხვდება "ოსკარზე" და მას უკვე საქართველო წარადგენს, ამის იმედი მაქვს...

ახლა რაც შეეხება, როგორც კოლეგას, მიხარია მათი ასეთი წინსვლა და დიდ წარმატებას ვუსურვებ. როგორც ხედავთ, მართლა ნიჭიერი ჯგუფია... ადრეც კი იყო პატარ-პატარა წარმატებები, მაგრამ ეს მართლა დიდი გამარჯვებაა და მეტ წინსვლას, განვითარებას ვუსურვებ ამ ჯგუფს და არა მარტო მათ. ეს ყველაფერი ალბათ იქნება მოტივაცია სხვა შემოქმედებისთვის...

- რა მოლოდინი გქონდა?

- ვიცოდი, რომ "მანდარინებთან" ერთად, ძალიან კარგი ფილმები იყო წარდგენილი, მაგრამ ეგ არაფერი, ასე რომ გაფასებენ, მსოფლიო ხუთეულში ხვდები, მართლა მაგარია!

გული მწყდებოდა, მანამდე რომ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ მერე ვიღაცისთვის ეს ჯილდო რაღაცას ნიშნავს და ვიღაცისთვის - არა. წინა დღეებში ხომ იყო ამაზე საუბარი, რომ ვიღაცისთვის თურმე ეს სუსტი კონკურსი გახლდათ და ამიტომ გავედით. ფაქტია, რომ გავედით და მნიშვნელობა არ აქვს, სხვა დანარჩენს. მართლა მაღიზიანებდა ასეთი ლაპარაკი. მთავარია, ყველა ადამიანმა თავისი საქმე აკეთოს. ბიჭებს გული არ დაწყდეს. მთავარი წარმატება წინ არის და ამისთვის არსებობს მომდევნო წლები და იმ წლებში ველოდები ამას!

ბაია დვალიშვილი:

- ჩათვალეთ, რომ "ოსკარი" აღებულია და დიდი წარმატებაა. ხუთეულში მოხვედრა, "ოსკარის" აღების ტოლფასია, აბა, რა არის, როცა გამარჯვებას ერთი ხმა წყვეტს ხოლმე.

ბოლო დროს არაერთი კარგი ფილმი შეიქმნა, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალიდან ნომინაციებით ჩამოდის. წელიწადში ძლივს, ორი-სამი ფილმი თუ გამოდის თანადაფინანსებით, ისიც წარმატებული და საინტერესო. მგონი, ეს უკვე უნდა იყოს მთავარი, რომ დაფინანსება მოემატოთ, მაგრამ 2 მილიონამდეც რომ გაზარდონ, ქართული ფილმისთვის ცოტაა, დანარჩენი თავად უნდა მოიძიონ, რაც ასეთ ფესტივალებზე ხდება. ამიტომ ასეთ ფესტვალებზე ღირსეულად უნდა გაუშვან.

ჩვენს ეთერში გიორგი ნაკაშიძის საყვედური შეიძლება ემოციური იყო, მაგრამ ისეთი, რომელიც ყველამ გავიზიარეთ. იქნებ რაღაცნაირად მიეშველონ. რეალურად, ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას შექმნიან. განსაკუთრებით ახალგაზრდები.

- რაც შეხება "მანდარინებს", მისი პირველი ნახვისას იფიქრებდით, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა?

- ამას ვერ წარმოვიდგენდი, რადგანაც დიდი გზაა გასავლელი და ამასთან, ვიცი, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი კარგი ფილმი იქმნება. თავიდან რომ ვნახე, საინტერესო იყო, სწორი კუთხით არის გაკეთებული, ზედმეტი პატრიოტიზმის გარეშე, აგებულია ადამიანურ ურთიერთობებზე, ეს თავიდანვე ჩანდა, რაც თვალშისაცემი მაშინვე იყო.

შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას ვულოცავ.

ლალი ფაცია

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის.

ნახეთ: "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების შედეგები, როგორ გამოიყურებოდნენ მსახიობები წითელ ხალიჩაზე და ქართველი მსახიობების ამბები "ოსკარიდან" - თეგზე #ოსკარი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება