10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანდარინები ერთადერთი ფილმი იყო, რომელსაც ფეხზე ამდგარი ოვაციები მოჰყვა" - ზაზა ურუშაძის პირველი კომენტარი "ოსკარის" ცერემონიის შემდეგ
"მანდარინები ერთადერთი ფილმი იყო, რომელსაც ფეხზე ამდგარი ოვაციები მოჰყვა" - ზაზა ურუშაძის პირველი კომენტარი "ოსკარის" ცერემონიის შემდეგ

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. სამ­წუ­ხა­როდ, "უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წარ­დგე­ნილ­მა, ზაზა ურუ­შა­ძის ქარ­თულ-ეს­ტო­ნურ­მა პრო­ექ­ტმა - "მან­და­რი­ნე­ბი", გა­მარ­ჯვე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა. ნო­მი­ნა­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პო­ლო­ნუ­რი ფილ­მი "იდა" გახ­და.

სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვან ფილ­მებს შო­რის, წარ­დგე­ნი­ლი იყო - რუ­სუ­ლი ფილ­მი "ლე­ვი­ა­თა­ნი", პო­ლო­ნუ­რი "იდა", მავ­რი­ტა­ნი­უ­ლი "ტიმ­ბუქ­ტუ" და არ­გენ­ტი­ნუ­ლი "ვე­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი".

"მე არ ვთვლი, რომ უსა­მარ­თლო­ბა მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ "ოს­კარ­ზე" ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მის, "მან­და­რი­ნე­ბის" რე­ჟი­სორ­მა ზაზა ურუ­შა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მსოფ­ლი­ოს ხუ­თე­ულ­ში და­სა­ხე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ერ­თა­დერ­თი ფილ­მი, რო­მელ­ზეც იყო ფეხ­ზე ამ­დგა­რი ოვა­ცი­ე­ბი – იყო "მან­და­რი­ნე­ბი". თან ეს ორ­ჯერ მოხ­და. რე­აქ­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი იყო. უბ­რა­ლოდ, "იდაც" ძა­ლი­ან კარ­გი ფილ­მია. მე არ ვთვლი, რომ უსა­მარ­თლო­ბა მოხ­და. უკვე ის, რომ ჩვენ მსოფ­ლი­ოს ხუ­თე­ულ­ში ვი­ყა­ვით და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, მე ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვია. შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი არის. ჯერ ვე­ლო­დე­ბით დის­ტრი­ბუ­ცი­ას. ამე­რი­კა და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვე­ში და­ა­ყე­ნებს ამე­რი­კის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში "მან­და­რი­ნებს". ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ყი­და", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ურუ­შა­ძემ.

სა­კუ­თარ მო­ლო­დინ­ზე და ემო­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რა მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძემ.

"ში­ნა­გა­ნად იმის­თვი­საც მზად ვი­ყა­ვი და ამის­თვი­საც, მაგ­რამ იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ, იმ­დე­ნად მა­გა­რია ის, რომ ხუ­თე­ულ­შია ჩვე­ნი ფილ­მი, ვერც წარ­მო­იდ­გენთ, ეს რა შეგ­რძნე­ბაა. არც ვიცი, რო­გორ აგიხ­სნათ, აქ რომ ვართ, ჩვენ­თვის უსაყ­ვარ­ლეს ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მანდარინები ერთადერთი ფილმი იყო, რომელსაც ფეხზე ამდგარი ოვაციები მოჰყვა" - ზაზა ურუშაძის პირველი კომენტარი "ოსკარის" ცერემონიის შემდეგ

"მანდარინები ერთადერთი ფილმი იყო, რომელსაც ფეხზე ამდგარი ოვაციები მოჰყვა" - ზაზა ურუშაძის პირველი კომენტარი "ოსკარის" ცერემონიის შემდეგ

ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. სამწუხაროდ, "უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაში წარდგენილმა, ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონურმა პროექტმა - "მანდარინები", გამარჯვება ვერ მოიპოვა. ნომინაციის გამარჯვებული პოლონური ფილმი "იდა" გახდა.

საუკეთესო უცხოენოვან ფილმებს შორის, წარდგენილი იყო - რუსული ფილმი "ლევიათანი", პოლონური "იდა", მავრიტანიული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები".

"მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა, - ამის შესახებ "ოსკარზე" ნომინირებული ფილმის, "მანდარინების" რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, მსოფლიოს ხუთეულში დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაციები – იყო "მანდარინები". თან ეს ორჯერ მოხდა. რეაქციები ძალიან კარგი იყო. უბრალოდ, "იდაც" ძალიან კარგი ფილმია. მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა. უკვე ის, რომ ჩვენ მსოფლიოს ხუთეულში ვიყავით დასახელებული, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. შემოთავაზებები არის. ჯერ ველოდებით დისტრიბუციას. ამერიკა დაახლოებით ორ თვეში დააყენებს ამერიკის კინოთეატრებში "მანდარინებს". ბევრ ქვეყანაში გაიყიდა", - განაცხადა ზაზა ურუშაძემ.

საკუთარ მოლოდინზე და ემოციებზე ისაუბრა მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ.

"შინაგანად იმისთვისაც მზად ვიყავი და ამისთვისაც, მაგრამ იმდენად საინტერესო სიტუაციაში ვართ, იმდენად მაგარია ის, რომ ხუთეულშია ჩვენი ფილმი, ვერც წარმოიდგენთ, ეს რა შეგრძნებაა. არც ვიცი, როგორ აგიხსნათ, აქ რომ ვართ, ჩვენთვის უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად", - აღნიშნა გიორგი ნაკაშიძემ.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება