პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ახალგაზრდა, რომლის წიგნებით ამერიკის უნივერსიტეტებში ასწავლიან
ქართველი ახალგაზრდა, რომლის წიგნებით ამერიკის უნივერსიტეტებში ასწავლიან

ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ალექ­სან­დრე მი­ქა­ბე­რი­ძე უკვე დიდი ხა­ნია ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს. მან ნა­პო­ლე­ო­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე და ომებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი გა­მოს­ცა, რომ­ლებ­საც ამე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლე­ბი­სას იყე­ნე­ბენ. ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ლუ­ი­ზი­ა­ნას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია. ის პირ­ვე­ლი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნის ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც აშშ-ში გა­მო­ი­ცა. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი და ნა­პო­ლე­ო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, - ეს ალექ­სან­დრეს წარ­მა­ტე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია.

-ბენ ვე­ი­დერ­თან გაგ­ზავ­ნილ­მა ერ­თმა პა­ტა­რა წე­რილ­მა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. გჯე­რო­დათ, რომ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ეპო­ქის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ოდეს­მე ასე­თი­ვე გან­სა­კუთ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტან­დათ?

- სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­დან 14 წლის წინ გა­ვემ­გზავ­რე. ბავ­შვო­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, შემ­დეგ რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა ეპო­ქამ და­მა­ინ­ტე­რე­სა. 16 წლის ასაკ­ში გა­დავ­წყვი­ტე ნა­პო­ლე­ო­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ის და­წე­რა და 300 გვერ­დამ­დე დავ­წე­რე კი­დეც. (ახლა რომ გა­დავ­ხე­დავ ხოლ­მე, მე­ცი­ნე­ბა) ის­ტო­რი­ით გა­ტა­ცე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არა­სო­დეს მე­გო­ნა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად გავ­ყვე­ბო­დი ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბას.

შემ­დეგ მე­ტად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი შე­მემ­თხვა. ინ­ტერ­ნე­ტით და­ვუ­კავ­შირ­დი ნა­პო­ლე­ო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ბენ ვე­ი­დერს, რო­მელ­საც ახ­ლად­გა­მო­ცე­მუ­ლი ჰქონ­და წიგ­ნი წმ. ელე­ნეს კუნ­ძულ­ზე ნა­პო­ლე­ო­ნის გა­და­სახ­ლე­ბა­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე. წე­რი­ლით გა­ვე­ცა­ნი მას და ვუ­თხა­რი, რომ ვწერ­დი ერთი პა­ტა­რა, ბედკ­რუ­ლი ქვეყ­ნი­დან, - რომ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ნა­პო­ლე­ო­ნი და მისი წიგ­ნის შე­ძე­ნა მსურ­და. ჩემ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თვი­თონ გა­მო­მე­პა­სუ­ხა და წიგ­ნე­ბის ერთი ყუთი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მათ შო­რის თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რიც. უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, და­უ­ყო­ნებ­ლივ ჩა­ვუ­ჯე­ქი წიგ­ნებს და ცოტა ხან­ში ვე­ი­დე­რის წიგნ­ზე რე­ცენ­ზია დავ­წე­რე (ახალ­გაზ­რდა და კად­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, თო­რემ 20 წლის ასაკ­ში რის მცოდ­ნე ვიქ­ნე­ბო­დი) და ერთ-ერთ უცხო­ურ გა­მო­ცე­მა­ში გა­ვაგ­ზავ­ნე. ჩემ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მო­ე­წო­ნათ და გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ვე­ი­დერ­მა წა­ი­კი­თხა ეს სტა­ტია და მის­გან მი­ვი­ღე წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ჩემს ზო­გი­ერთ შე­ნიშ­ვნას პა­სუ­ხობ­და. ერ­თმა­ნეთ­ში მი­მო­წე­რა გა­ვა­ჩა­ღეთ. ალ­ბათ, მო­ვე­წო­ნე, ვი­ნა­ი­დან მალე დამ­პა­ტი­ჟა ნა­პო­ლე­ო­ნის მიერ სი­რია-პა­ლეს­ტი­ნა­ში ლაშ­ქრო­ბის 200 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ის­რა­ელ­ში მო­წყო­ბილ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

-თქვენ ამ­ბობთ, რომ ის­ტო­რი­ამ ბავ­შვო­ბი­დან გა­გი­ტა­ცათ. თქვე­ნი წიგ­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი - ნა­პო­ლე­ო­ნი კი ამ­ბობს, რომ "ის­ტო­რია ზღა­პა­რია"... საფ­რან­გე­თის მმარ­თველს ასე­ვე თა­ვი­სე­ბუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზეც... იზი­ა­რებთ მის მო­საზ­რე­ბებს?

- ნა­პო­ლე­ონს აქვს გა­მო­ნათ­ქვა­მი, რომ "ის­ტო­რია არის იმ სიც­რუ­ე­თა ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მელ­ზე­დაც ხალ­ხი შე­თან­ხმდა." გარ­კვე­ულ­წი­ლად, ნა­პო­ლე­ო­ნი მარ­თა­ლია, ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი მითი, თუ ტყუ­ი­ლი არ­სე­ბობს. ეს ეროვ­ნულ ის­ტო­რი­ა­საც შე­ე­ხე­ბა, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბა - არ­ქი­ვებ­ში მუ­შა­ო­ბა, მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა, შე­ფა­სე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი მიდ­გო­მა, ა.შ. - დიდი როლს უნდა ას­რუ­ლებ­დეს "ის­ტო­რი­უ­ლი ზღაპ­რე­ბის" გა­ბა­თი­ლე­ბის საქ­მე­ში.

-ქარ­თულ ენა­ზე თუ აპი­რებთ ნა­პო­ლე­ონ­ზე წიგ­ნის გა­მო­ცე­მას?

- დიახ, ვა­პი­რებ და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი კი­დეც. 2012 წელს, ჩემს მე­გო­ბარ­თან, ახალ­გაზ­რდა ის­ტო­რი­კოს­თან, ნიკა ხო­ფე­რი­ას­თან ერ­თად, გა­მო­ვე­ცი ნა­პო­ლე­ო­ნის პი­რა­დი მცვე­ლის, მამ­ლუ­ქი რუს­ტა­მის მე­მუ­ა­რე­ბი. ასე­ვე ნი­კას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ვას­რუ­ლებ მუ­შა­ო­ბას ახალ წიგნ­ზე, რო­მე­ლიც ნა­პო­ლე­ო­ნის მარშლებს შე­ე­ხე­ბა. გეგ­მა­ში მაქვს ქარ­თულ ენა­ზე ნა­პო­ლე­ონ­ზე ვრცე­ლი წიგ­ნი დავ­წე­რო, მაგ­რამ ეს სა­მო­მავ­ლო საქ­მეა, ვი­ნა­ი­დან ამ მო­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ხელ­ნა­წერ­ზე ვმუ­შა­ობ.

-შე­გიძ­ლი­ათ, რომ ჩვენს მკი­თხველს თუნ­დაც პა­ტა­რა, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია უამ­ბოთ ნა­პო­ლე­ო­ნის ცხოვ­რე­ბი­დან?

- ნა­პო­ლე­ო­ნის სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა - ნაკ­ლე­ბად. მკი­თხველ­მა შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს მისი ხა­სი­ა­თის ზო­გი­ერ­თი თვი­სე­ბა. ნა­პო­ლე­ო­ნი მცი­ვა­ნა იყო და უყ­ვარ­და ძა­ლი­ან ცხელ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა და ხში­რად ორ სა­ათ­ზე მეტ ხანს ატა­რებ­და აბა­ზა­ნა­ში. სა­შინ­ლად ვერ იტან­და კა­ტებს და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ჰქონ­და ღია კა­რე­ბის შიში.

ნა­პო­ლე­ონს უყ­ვარ­და თა­მა­ში, მაგ­რამ ვერ იტან­და წა­გე­ბას და ხში­რად იტყუ­ე­ბო­და. ჭად­რა­კის თა­მა­შის დროს ხში­რად ცდი­ლობ­და "მოკ­ლუ­ლი" ფი­გუ­რე­ბის და­ფა­ზე ჩუმ-ჩუ­მად დაბ­რუ­ნე­ბას. სამ­ხედ­რო ნი­ჭის მი­უ­ხე­და­ვად, ნა­პო­ლე­ო­ნი სუს­ტად თა­მა­შობ­და ჭად­რაკს. 1809 წელს, ავ­სტრი­ე­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ნა­პო­ლე­ო­ნი ქა­ლაქ ვე­ნა­ში შონბ­რუ­ნის სა­სახ­ლე­ში, ავ­სტრი­ე­ლი მე­ქა­ნი­კოს იო­ჰან მელ­ცე­რის სა­ჭად­რა­კო ავ­ტო­მატს სა­ხე­ლად თურ­ქი ("თურკ") ეთა­მა­შა. სა­ჭად­რა­კო ავ­ტო­მა­ტი უნ­გრე­ლი ბა­რონ ვოლ­ფ­ჰან ფონ კემ­პე­ლე­ნის მიერ იყო შექ­მნი­ლი და შედ­გე­ბო­და ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლის და თურ­ქუ­ლი ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი თო­ჯი­ნის­გან, რო­მელ­საც წინ დიდი ყუთი ედგა ზე­მო­დან ჭად­რა­კის და­ფით. თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე ავ­ტო­რი გა­მო­ა­ღებ­და ყუთს და მა­ყუ­რე­ბელს სან­თლის შუქ­ზე აჩ­ვე­ნებ­და შიგ­ნი­თა მე­ქა­ნიზმს, შემ­დეგ და­ხუ­რავ­და და მე­ქა­ნიზმს გა­სა­ღე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აა­მუ­შა­ვებ­და. ნა­პო­ლე­ო­ნიც და­ინ­ტე­რეს­და ამ ავ­ტო­მა­ტით და რამ­დე­ნი­მე პარ­ტია ეთა­მა­შა. თა­მა­შის დროს ნა­პო­ლე­ონ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნა "თურ­ქი". ავ­ტო­მატ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად შე­უს­წო­რა ნა­პო­ლე­ონს უკა­ნო­ნო სვლე­ბი, მაგ­რამ იმ­პე­რა­ტორ­მა კი­დევ ერთხელ რომ სცა­და მო­ტყუ­ე­ბა, გაწ­ბი­ლე­ბულ­მა "თურ­ქმა" სა­ერ­თოდ წა­არ­თვა ფი­გუ­რა. ნა­პო­ლე­ონ­მა რამ­დე­ნი­მე პარ­ტია ითა­მა­შა, მაგ­რამ ყვე­ლა წა­ა­გო. მან ისე და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე, ვერ გა­ი­გო, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ყუთ­ში მა­ლუ­ლად იჯდა ერთი ტან­მომცრო, მაგ­რამ ძლი­ე­რი მო­ჭად­რა­კე იო­ჰან ალ­გა­ი­ე­რი, რო­მელ­მაც სარ­კე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ეძ­ლო და­ფის და­ნახ­ვა და მე­ქა­ნი­კუ­რი ხე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ფი­გუ­რებს ამოძ­რა­ვებ­და.

-ამ­ჟა­მად რა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ?

-ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე წიგნ­ზე ვმუ­შა­ობ. 7 წლის წინ გა­მო­ვე­ცი პირ­ვე­ლი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ლექ­სი­კო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­შიც 800-მდე სტა­ტია შე­ვი­ტა­ნე. შარ­შან გა­მომ­ცე­მელ­მა მთხო­ვა კი­დევ უფრო გან­მევ­რცო ეს ლექ­სი­კო­ნი და თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლი მაქვს სა­მუ­შაო, ლექ­სი­კო­ნი უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის მოვ­ლე­ნებ­საც ასა­ხავს და უკვე 900 სტა­ტი­ას მო­ი­ცავს.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა კი ამ­ჟა­მად ნა­პო­ლე­ო­ნის ომე­ბის ახალ ის­ტო­რი­ას შე­ე­ხე­ბა. მარ­თა­ლია ამ სა­კი­თხზე ასე­უ­ლო­ბით წიგ­ნია და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა ევ­რო­პა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს და ნა­პო­ლე­ო­ნის ძი­რი­თად კამ­პა­ნი­ებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. მე კი გა­დავ­წყვი­ტე ნა­პო­ლე­ო­ნის ომე­ბის, რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი ფე­ნო­მე­ნის გა­მოკ­ვლე­ვა. ამ მიდ­გო­მით და­ინ­ტე­რეს­და რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი ამე­რი­კუ­ლი და ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ზე გა­ვა­კე­თე არ­ჩე­ვა­ნი და ამ­ჟა­მად მის­თვის ვამ­ზა­დე­ბა ნა­მუ­შე­ვარს. და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დი მაქვს მზად. წიგნ­ში მი­მო­ვი­ხი­ლავ, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით რა ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს ნა­პო­ლე­ო­ნის ომებ­მა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ზეც ვსა­უბ­რობ.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ქართველი ახალგაზრდა, რომლის წიგნებით ამერიკის უნივერსიტეტებში ასწავლიან

ქართველი ახალგაზრდა, რომლის წიგნებით ამერიკის უნივერსიტეტებში ასწავლიან

ქართველი ისტორიკოსი ალექსანდრე მიქაბერიძე უკვე დიდი ხანია ამერიკაში მოღვაწეობს. მან ნაპოლეონის ცხოვრებაზე და ომებზე მნიშვნელოვანი წიგნები გამოსცა, რომლებსაც ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლებისას იყენებენ. ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ის პირველი ინგლისურენოვანი ქართული ისტორიული ლექსიკონის ავტორია, რომელიც აშშ-ში გამოიცა. საერთაშორისო კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრი და ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, - ეს ალექსანდრეს წარმატებების არასრული ჩამონათვალია.

-ბენ ვეიდერთან გაგზავნილმა ერთმა პატარა წერილმა თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გჯეროდათ, რომ რევოლუციური ეპოქის განსაკუთრებული ინტერესი ოდესმე ასეთივე განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანდათ?

- სრულიად მოულოდნელად, საქართველოდან 14 წლის წინ გავემგზავრე. ბავშვობიდან საქართველოს ისტორიით ვიყავი გატაცებული, შემდეგ რევოლუციურმა ეპოქამ დამაინტერესა. 16 წლის ასაკში გადავწყვიტე ნაპოლეონის ბიოგრაფიის დაწერა და 300 გვერდამდე დავწერე კიდეც. (ახლა რომ გადავხედავ ხოლმე, მეცინება) ისტორიით გატაცების მიუხედავად, არასოდეს მეგონა, რომ სერიოზულად გავყვებოდი ისტორიულ მეცნიერებას.

შემდეგ მეტად მოულოდნელი ამბავი შემემთხვა. ინტერნეტით დავუკავშირდი ნაპოლეონის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბენ ვეიდერს, რომელსაც ახლადგამოცემული ჰქონდა წიგნი წმ. ელენეს კუნძულზე ნაპოლეონის გადასახლებასა და გარდაცვალებაზე. წერილით გავეცანი მას და ვუთხარი, რომ ვწერდი ერთი პატარა, ბედკრული ქვეყნიდან, - რომ მაინტერესებდა ნაპოლეონი და მისი წიგნის შეძენა მსურდა. ჩემდა მოულოდნელად, თვითონ გამომეპასუხა და წიგნების ერთი ყუთი გამომიგზავნა, მათ შორის თავისი ნამუშევარიც. უზომოდ გახარებული ვიყავი, დაუყონებლივ ჩავუჯექი წიგნებს და ცოტა ხანში ვეიდერის წიგნზე რეცენზია დავწერე (ახალგაზრდა და კადნიერი ვიყავი, თორემ 20 წლის ასაკში რის მცოდნე ვიქნებოდი) და ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში გავაგზავნე. ჩემდა მოულოდნელად, მოეწონათ და გამოაქვეყნეს. ვეიდერმა წაიკითხა ეს სტატია და მისგან მივიღე წერილი, რომელშიც ჩემს ზოგიერთ შენიშვნას პასუხობდა. ერთმანეთში მიმოწერა გავაჩაღეთ. ალბათ, მოვეწონე, ვინაიდან მალე დამპატიჟა ნაპოლეონის მიერ სირია-პალესტინაში ლაშქრობის 200 წლის აღსანიშნავად ისრაელში მოწყობილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

-თქვენ ამბობთ, რომ ისტორიამ ბავშვობიდან გაგიტაცათ. თქვენი წიგნების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი - ნაპოლეონი კი ამბობს, რომ "ისტორია ზღაპარია"... საფრანგეთის მმართველს ასევე თავისებური შეხედულებები აქვს რევოლუციაზეც... იზიარებთ მის მოსაზრებებს?

- ნაპოლეონს აქვს გამონათქვამი, რომ "ისტორია არის იმ სიცრუეთა ერთიანობა, რომელზედაც ხალხი შეთანხმდა." გარკვეულწილად, ნაპოლეონი მართალია, ვინაიდან საზოგადოებაში ბევრი ისტორიული მითი, თუ ტყუილი არსებობს. ეს ეროვნულ ისტორიასაც შეეხება, მაგრამ პროფესიონალი ისტორიკოსების მოღვაწეობა - არქივებში მუშაობა, მასალების საფუძვლიანი შესწავლა, შეფასება, კრიტიკული მიდგომა, ა.შ. - დიდი როლს უნდა ასრულებდეს "ისტორიული ზღაპრების" გაბათილების საქმეში.

-ქართულ ენაზე თუ აპირებთ ნაპოლეონზე წიგნის გამოცემას?

- დიახ, ვაპირებ და პირველი ნაბიჯი გადავდგი კიდეც. 2012 წელს, ჩემს მეგობართან, ახალგაზრდა ისტორიკოსთან, ნიკა ხოფერიასთან ერთად, გამოვეცი ნაპოლეონის პირადი მცველის, მამლუქი რუსტამის მემუარები. ასევე ნიკასთან თანამშრომლობით, ვასრულებ მუშაობას ახალ წიგნზე, რომელიც ნაპოლეონის მარშლებს შეეხება. გეგმაში მაქვს ქართულ ენაზე ნაპოლეონზე ვრცელი წიგნი დავწერო, მაგრამ ეს სამომავლო საქმეა, ვინაიდან ამ მომენტში რამდენიმე ინგლისურენოვან ხელნაწერზე ვმუშაობ.

-შეგიძლიათ, რომ ჩვენს მკითხველს თუნდაც პატარა, მაგრამ საინტერესო ისტორია უამბოთ ნაპოლეონის ცხოვრებიდან?

- ნაპოლეონის სამხედრო მოღვაწეობა კარგად არის ცნობილი, მაგრამ მისი პირადი ცხოვრება - ნაკლებად. მკითხველმა შეიძლება არ იცოდეს მისი ხასიათის ზოგიერთი თვისება. ნაპოლეონი მცივანა იყო და უყვარდა ძალიან ცხელ წყალში ბანაობა და ხშირად ორ საათზე მეტ ხანს ატარებდა აბაზანაში. საშინლად ვერ იტანდა კატებს და ცხოვრების ბოლომდე ჰქონდა ღია კარების შიში.

ნაპოლეონს უყვარდა თამაში, მაგრამ ვერ იტანდა წაგებას და ხშირად იტყუებოდა. ჭადრაკის თამაშის დროს ხშირად ცდილობდა "მოკლული" ფიგურების დაფაზე ჩუმ-ჩუმად დაბრუნებას. სამხედრო ნიჭის მიუხედავად, ნაპოლეონი სუსტად თამაშობდა ჭადრაკს. 1809 წელს, ავსტრიელების დამარცხების შემდეგ, ნაპოლეონი ქალაქ ვენაში შონბრუნის სასახლეში, ავსტრიელი მექანიკოს იოჰან მელცერის საჭადრაკო ავტომატს სახელად თურქი ("თურკ") ეთამაშა. საჭადრაკო ავტომატი უნგრელი ბარონ ვოლფჰან ფონ კემპელენის მიერ იყო შექმნილი და შედგებოდა ადამიანის სიმაღლის და თურქული ტანსაცმელში გამოწყობილი მექანიკური თოჯინისგან, რომელსაც წინ დიდი ყუთი ედგა ზემოდან ჭადრაკის დაფით. თამაშის დაწყებამდე ავტორი გამოაღებდა ყუთს და მაყურებელს სანთლის შუქზე აჩვენებდა შიგნითა მექანიზმს, შემდეგ დახურავდა და მექანიზმს გასაღების მეშვეობით აამუშავებდა. ნაპოლეონიც დაინტერესდა ამ ავტომატით და რამდენიმე პარტია ეთამაშა. თამაშის დროს ნაპოლეონმა რამდენჯერმე სცადა, მოეტყუებინა "თურქი". ავტომატმა თავდაპირველად შეუსწორა ნაპოლეონს უკანონო სვლები, მაგრამ იმპერატორმა კიდევ ერთხელ რომ სცადა მოტყუება, გაწბილებულმა "თურქმა" საერთოდ წაართვა ფიგურა. ნაპოლეონმა რამდენიმე პარტია ითამაშა, მაგრამ ყველა წააგო. მან ისე დაასრულა სიცოცხლე, ვერ გაიგო, რომ სინამდვილეში ყუთში მალულად იჯდა ერთი ტანმომცრო, მაგრამ ძლიერი მოჭადრაკე იოჰან ალგაიერი, რომელმაც სარკეების მეშვეობით შეეძლო დაფის დანახვა და მექანიკური ხელის მეშვეობით ფიგურებს ამოძრავებდა.

-ამჟამად რა პროექტზე მუშაობთ?

-ამჟამად რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ. 7 წლის წინ გამოვეცი პირველი ინგლისურენოვანი ლექსიკონი საქართველოს ისტორიაზე, რომელშიც 800-მდე სტატია შევიტანე. შარშან გამომცემელმა მთხოვა კიდევ უფრო განმევრცო ეს ლექსიკონი და თითქმის დასრულებული მაქვს სამუშაო, ლექსიკონი უკანასკნელი 10 წლის მოვლენებსაც ასახავს და უკვე 900 სტატიას მოიცავს.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა კი ამჟამად ნაპოლეონის ომების ახალ ისტორიას შეეხება. მართალია ამ საკითხზე ასეულობით წიგნია დაწერილი, მაგრამ ყველა ევროპაზე აკეთებს აქცენტს და ნაპოლეონის ძირითად კამპანიებზე ამახვილებს ყურადღებას. მე კი გადავწყვიტე ნაპოლეონის ომების, როგორც გლობალური ფენომენის გამოკვლევა. ამ მიდგომით დაინტერესდა რამდენიმე წამყვანი ამერიკული და ბრიტანული გამომცემლობა, მაგრამ საბოლოოდ ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობაზე გავაკეთე არჩევანი და ამჟამად მისთვის ვამზადება ნამუშევარს. დაახლოებით მესამედი მაქვს მზად. წიგნში მიმოვიხილავ, მსოფლიო მასშტაბით რა ზეგავლენა იქონიეს ნაპოლეონის ომებმა, მათ შორის საქართველოზეც ვსაუბრობ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია