პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყაზტრანსგაზი" მოსახლეობისთვის ტარიფის გაძვირებას არ აპირებს
"ყაზტრანსგაზი" მოსახლეობისთვის ტარიფის გაძვირებას არ აპირებს

კომ­პა­ნია "ყა­ზტრანსგა­ზი" სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის გაძ­ვი­რე­ბას არ აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ყა­ზტრანსგა­ზის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ეკა სა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"მსგავ­სი რამ მო­სახ­ლე­ო­ბის მი­სა­მარ­თით არც გა­ნი­ხი­ლე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ზით ამა­რა­გებს სა­ხელ­მწი­ფო და გარ­წმუ­ნებთ, რომ მსგავ­სი სა­კი­თხი ჩვენ­თვის დღის წეს­რი­გა­ში არც დამ­დგა­რა", - გა­ნა­ცხა­და სა­რი­ამ. რაც შე­ე­ხე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის გა­ზის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდას, ეკა სა­რი­ას თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა. "ჩვენ არ ვი­შუ­რებთ მცდე­ლო­ბას, მთავ­რო­ბას­თან ერ­თად, რომ გა­მო­ი­ნა­ხოს რა­ი­მე რე­ზერ­ვი, რათა ეს არ მოხ­დეს. სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი მე დღეს არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და სა­რი­ამ.

დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ლარს კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო ექ­სპერ­ტე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტარ­ფის გაძ­ვი­რე­ბას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, გარ­და­უ­ვა­ლია, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფე­ბის გაძ­ვი­რე­ბა და ეს ალ­ბათ ენერ­გო­ტა­რი­ფებ­ზეც აი­სა­ხე­ბა. რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" გა­ნუ­ცხა­და, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ­პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, ლა­რის კურ­სის ვარ­დნა ძა­ლი­ან რთუ­ლად აი­სა­ხე­ბა კომ­პა­ნი­ებ­ზე, რად­გან მათ ბუ­ნებ­რი­ვად უჩ­ნდე­ბათ ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ყაზტრანსგაზი" მოსახლეობისთვის ტარიფის გაძვირებას არ აპირებს

"ყაზტრანსგაზი" მოსახლეობისთვის ტარიფის გაძვირებას არ აპირებს

კომპანია "ყაზტრანსგაზი" სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებას არ აპირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სარიამ განუცხადა.

"მსგავსი რამ მოსახლეობის მისამართით არც განიხილება. მოსახლეობას გაზით ამარაგებს სახელმწიფო და გარწმუნებთ, რომ მსგავსი საკითხი ჩვენთვის დღის წესრიგაში არც დამდგარა", - განაცხადა სარიამ. რაც შეეხება კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის საფასურის გაზრდას, ეკა სარიას თქმით, მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. "ჩვენ არ ვიშურებთ მცდელობას, მთავრობასთან ერთად, რომ გამოინახოს რაიმე რეზერვი, რათა ეს არ მოხდეს. საბოლოო პასუხი მე დღეს არ მაქვს", - განაცხადა სარიამ.

დოლართან მიმართებაში ლარს კურსის გაუფასურების გამო ექსპერტები ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარფის გაძვირებას არ გამორიცხავენ. ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, გარდაუვალია, ბუნებრივი აირის ტარიფების გაძვირება და ეს ალბათ ენერგოტარიფებზეც აისახება. როგორც ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ლარის კურსის ვარდნა ძალიან რთულად აისახება კომპანიებზე, რადგან მათ ბუნებრივად უჩნდებათ ფასების მომატების საჭიროება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია