პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდის კომკავშირი! წითელი მანდატი - სისხლით დაფერილი, სპეტაკი ოცნება" - ნორჩი ირმა ინაშვილის ოდა კომკავშირს
"მოდის კომკავშირი! წითელი მანდატი - სისხლით დაფერილი, სპეტაკი ოცნება" - ნორჩი ირმა ინაშვილის ოდა კომკავშირს

ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა, სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე, ირმა ინაშ­ვი­ლის ლექ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ "ცის­კარ­ში" იყო და­ბეჭ­დი­ლი:

"ნორ­ჩი ირმა ინაშ­ვი­ლის ოდა კომ­კავ­შირს. ნუ, არაა მთლად სა­სი­ა­მოვ­ნო წა­სა­კი­თხი, მაგ­რამ, მე რომ მკი­თხო, მა­ინც არ გა­მოგ­დე­ბა კომ­პრო­მა­ტად: 87 წე­ლია. ვის გა­აკ­ვირ­ვებ კომ­კავ­შირ­ზე ლექ­სე­ბით და "სის­ხლით და­ფე­რი­ლი, სპე­ტა­კი ოც­ნე­ბე­ბით"? ან იქ­ნებ "შიგ­ნი­დან ან­გრევ­და" კომ­კავ­შირს? გავა კი­დევ ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი და 9-აპ­რილ-გა­მო­ნა­ვა­ლი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­ში შევა... ვინ იტყვის, რომ დღეს ის ირმა ინაშ­ვილ­ზე ნაკ­ლე­ბი პატ­რი­ო­ტია?! მთა­ვა­რია, "სის­ხლი­ან რე­ჟიმს" ორი­ვე "გა­რე­დან" ებ­რძო­და. განა ის 9 წელი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე დიდი ბო­რო­ტე­ბა არ იყო? მა­შინ "სუ­ლი­ე­რად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი" მა­ინც არ ვი­ყა­ვით!" - წერს ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი.

მო­დის კომ­კავ­ში­რი!

წი­თე­ლი მან­და­ტი -

სის­ხლით და­ფე­რი­ლი,

სპე­ტა­კი ოც­ნე­ბა -

მზის­კენ გაფ­რე­ნი­ლი,

გმი­რუ­ლი დღე­ე­ბი

ტყვი­ე­ბის მა­რუ­ლით,

მა­რად სა­ფი­ცა­რი

სა­ხე­ლი - მა­მუ­ლი!..

მო­დის კომ­კავ­ში­რი -

ფო­ლა­დად ქცე­უ­ლი,

იმ გოგო-ბი­ჭე­ბის

სა­ხე­ლით ქე­ბუ­ლი,

ათა­სი სურ­ვი­ლით,

ათა­სი იმე­დით,

ცო­ცხა­ლი ვარ­დე­ბით,

ცო­ცხა­ლი იე­ბით...

სა­ლა­მი, სა­ლა­მი,

ფიქ­რე­ბო ბო­რი­სის,

ეს მირ­ზა გვე­ძა­ხის-

მისი ხმა მო­ის­მის...

თქვე­ნია, თქვე­ნია

სუყ­ვე­ლა ღი­მი­ლი,

კვლავ გულ­ზე გიბრწყი­ნავთ

მზე ოქ­როს ღი­ლი­ვით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"მოდის კომკავშირი! წითელი მანდატი - სისხლით დაფერილი, სპეტაკი ოცნება" - ნორჩი ირმა ინაშვილის ოდა კომკავშირს

"მოდის კომკავშირი! წითელი მანდატი - სისხლით დაფერილი, სპეტაკი ოცნება" - ნორჩი ირმა ინაშვილის ოდა კომკავშირს

ზაზა ბიბილაშვილმა, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე, ირმა ინაშვილის ლექსი გამოაქვეყნა, რომელიც ჟურნალ "ცისკარში" იყო დაბეჭდილი:

"ნორჩი ირმა ინაშვილის ოდა კომკავშირს. ნუ, არაა მთლად სასიამოვნო წასაკითხი, მაგრამ, მე რომ მკითხო, მაინც არ გამოგდება კომპრომატად: 87 წელია. ვის გააკვირვებ კომკავშირზე ლექსებით და "სისხლით დაფერილი, სპეტაკი ოცნებებით"? ან იქნებ "შიგნიდან ანგრევდა" კომკავშირს? გავა კიდევ ორწელიწადნახევარი და 9-აპრილ-გამონავალი დავით უსუფაშვილი კომუნისტურ პარტიაში შევა... ვინ იტყვის, რომ დღეს ის ირმა ინაშვილზე ნაკლები პატრიოტია?! მთავარია, "სისხლიან რეჟიმს" ორივე "გარედან" ებრძოდა. განა ის 9 წელი საბჭოთა კავშირზე დიდი ბოროტება არ იყო? მაშინ "სულიერად ოკუპირებული" მაინც არ ვიყავით!" - წერს ბიბილაშვილი.

მოდის კომკავშირი!

წითელი მანდატი -

სისხლით დაფერილი,

სპეტაკი ოცნება -

მზისკენ გაფრენილი,

გმირული დღეები

ტყვიების მარულით,

მარად საფიცარი

სახელი - მამული!..

მოდის კომკავშირი -

ფოლადად ქცეული,

იმ გოგო-ბიჭების

სახელით ქებული,

ათასი სურვილით,

ათასი იმედით,

ცოცხალი ვარდებით,

ცოცხალი იებით...

სალამი, სალამი,

ფიქრებო ბორისის,

ეს მირზა გვეძახის-

მისი ხმა მოისმის...

თქვენია, თქვენია

სუყველა ღიმილი,

კვლავ გულზე გიბრწყინავთ

მზე ოქროს ღილივით!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს