პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიუჯეტის ფულით გარემონტებული ზაურ ბოლქვაძის არარსებული სახლ-მუზეუმი
ბიუჯეტის ფულით გარემონტებული ზაურ ბოლქვაძის არარსებული სახლ-მუზეუმი

ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ 350 ლა­რად პლან­შე­ტი შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის შოთა ჩანტლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე გა­მარ­ჯვე­ბულ მოს­წავ­ლეს გა­და­ე­ცა.

მარ­თა­ლია, გა­სულ წელს სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რიც შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა, კომ­პი­უ­ტე­რის შე­კე­თე­ბის­თვის 200 ლა­რია გა­დახ­დი­ლი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტებ­ში არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, რა სა­ხის ტექ­ნი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­შია თან­ხა გა­დახ­დი­ლი.

2014 წლის 16 იან­ვარს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, შპს "მაგ­თი­კო­მის­გან" შე­ძე­ნი­ლია 720 ლა­რის მონო და ბალი ბა­რა­თე­ბი. ეს მა­შინ, როცა სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა კომ­პა­ნია "ჯე­ო­სე­ლის" კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს.

"ეს არის "მაგ­თის" ფორ­მა, მათ ჩა­წე­რეს ბა­რა­თე­ბი, თუმ­ცა, ჩვენ ის არ მიგ­ვი­ღია. ეს თან­ხა "მაგ­თის" მო­დე­მის მომ­სა­ხუ­რე­ბი­საა. ასე გა­ამ­ზა­და კომ­პა­ნი­ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა" - გა­ნა­ცხა­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა შოთა ჩანტლა­ძემ.

კი­დევ ერთი სა­ეჭ­ვო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2014 წლის 1 ივ­ლისს არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ჩო­ხა­ტა­უ­რის სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტორ­მა შოთა ჩანტლა­ძემ ინდმე­წარ­მე ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძეს, ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის წე­სით, 4 185-ლა­რი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ზაურ ბოლ­ქვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მა­შინ­დე­ლი გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის თა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძის ბრძა­ნე­ბა იყო: "გა­მო­ი­ყოს ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ზაურ ბოლ­ქვა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის 4 285 ლარი. და­ე­ვა­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხურს, უზ­რუნ­ველ­ყოს ა(ა)იპ სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა სა­თა­ნა­დო სა­ბუ­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე," - ვკი­თხუ­ლობთ 2014 წლის 26 ივ­ნი­სით და­თა­რი­ღე­ბულ ბრძა­ნე­ბა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბრძა­ნე­ბით გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხი­დან 100 ლარი ზაურ ბოლ­ქვა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხარჯთაღ­რი­ცხვის შედ­გე­ნას მოხ­მარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნით ჯერ ხარჯთაღ­რი­ცხვა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და თან­ხა შემ­დეგ გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო, ხარჯთაღ­რი­ცხვა გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცე­მის მე­ო­რე დღეს არის შედ­გე­ნი­ლი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ზაურ ბოლ­ქვა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მი ჩო­ხა­ტა­ურ­ში არ არ­სე­ბობს. უფრო მე­ტიც, სახ­ლი, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­რე­მონტდა, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ არ არის და სა­კომ­ლო წიგ­ნის ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ზაურ ბოლ­ქვა­ძის დე­დას, კე­სა­რი­ას ეკუთ­ვნის.

შოთა ჩანტლა­ძის თქმით, ე. წ. სახ­ლმუ­ზე­უ­მის რე­მონ­ტი ნაჩ­ქა­რე­ვად, ფორ­სმა­ჟორ­ში გა­კეთ­და, რად­გან ჩო­ხა­ტა­ურ­ში ზაურ ბოლ­ქვა­ძის ქა­ლიშ­ვილს, ელი­სო ბოლ­ქვა­ძეს ელოდ­ნენ, რო­მელ­საც კონ­ცერ­ტი უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა:

"ქალ­ბა­ტონ ელი­სოს ვე­ლო­დე­ბო­დით, კონ­ცერ­ტი უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. მარ­თა­ლია, კონ­ცერ­ტი არ ჩა­ტარ­და, თუმ­ცა, ამა­საც ჰქონ­და თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი. ფორ­სმა­ჟო­რი იყო და სას­წრა­ფოდ მოხ­და სახ­ლის შე­რე­მონ­ტე­ბა" - ამ­ბობს ჩანტლა­ძე.

-ბა­ტო­ნო შოთა, ფორ­სმა­ჟო­რი გაძ­ლევთ იმის უფ­ლე­ბას, რომ კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ოთ და ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა გა­ა­რე­მონ­ტოთ?

- არა­ფე­რი ისე­თი არ მომ­ხდა­რა.

-ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გაქვთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი, სა­დაც წე­რია, რომ გა­რე­მონტდა ზაურ ბოლ­ქვა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მი. რე­ა­ლუ­რად, მუ­ზე­უ­მი არ არ­სე­ბობს. იცით, ვის ბა­ლანსზეა სახ­ლი?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს...

-სახ­ლს მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სი არ აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­ტომ გი­წე­რი­ათ?

- ეს შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო(?!). სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მა­ში გვაქვს, რომ მუ­ზე­უ­მი იყოს.

ჩანტლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს, რო­მე­ლიც ღო­ბის შე­კე­თე­ბით და ფა­სა­დის შე­ბათ­ქა­შე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა, პი­რა­დად აკონ­ტრო­ლებ­და, თუმ­ცა მას სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ აქვს.

"მე დავ­დი­ო­დი და ვნა­ხუ­ლობ­დი სა­მუ­შა­ო­ებს პი­რა­დად. სუ­რა­თე­ბი არ გა­და­მი­ღია. არც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში და არც შემ­დეგ. ამ წუთს მუ­ზე­უმ­ში ზაურ ბოლ­ქვა­ძის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი მა­სა­ლა არ გაგ­ვაჩ­ნია" , - აღ­ნიშ­ნა ჩანტლა­ძემ.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ბიუჯეტის ფულით გარემონტებული ზაურ ბოლქვაძის არარსებული სახლ-მუზეუმი

ბიუჯეტის ფულით გარემონტებული ზაურ ბოლქვაძის არარსებული სახლ-მუზეუმი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას გასული ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მაგალითად, გაერთიანებამ 350 ლარად პლანშეტი შეიძინა, რომელიც, გაერთიანების ხელმძღვანელის შოთა ჩანტლაძის განმარტებით, სამუზეუმო გაერთიანების პროექტში მონაწილე გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცა.

მართალია, გასულ წელს სამუზეუმო გაერთიანებამ ახალი კომპიუტერიც შეიძინა, თუმცა, კომპიუტერის შეკეთებისთვის 200 ლარია გადახდილი. ხელშეკრულებებში და მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის დაკონკრეტებული, რა სახის ტექნიკურ მომსახურებაშია თანხა გადახდილი.

2014 წლის 16 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "მაგთიკომისგან" შეძენილია 720 ლარის მონო და ბალი ბარათები. ეს მაშინ, როცა სამუზეუმო გაერთიანება კომპანია "ჯეოსელის" კორპორატიული მომსახურებით სარგებლობს.

"ეს არის "მაგთის" ფორმა, მათ ჩაწერეს ბარათები, თუმცა, ჩვენ ის არ მიგვიღია. ეს თანხა "მაგთის" მოდემის მომსახურებისაა. ასე გაამზადა კომპანიამ ხელშეკრულება" - განაცხადა გაერთიანების ხელმძღვანელმა შოთა ჩანტლაძემ.

კიდევ ერთი საეჭვო ხელშეკრულება 2014 წლის 1 ივლისს არის გაფორმებული. ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა შოთა ჩანტლაძემ ინდმეწარმე ვახტანგ სიხარულიძეს, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, 4 185-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის თანახმადაც, ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.

აღნიშნული ხელშეკრულების დადების საფუძველი მაშინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ჯინჭარაძის ბრძანება იყო: "გამოიყოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 4 285 ლარი. დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს, უზრუნველყოს ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანების სუბსიდირება სათანადო საბუთების საფუძველზე," - ვკითხულობთ 2014 წლის 26 ივნისით დათარიღებულ ბრძანებაში.

როგორც ირკვევა, ბრძანებით გამოყოფილი თანხიდან 100 ლარი ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენას მოხმარდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ჯერ ხარჯთაღრიცხვა უნდა გაკეთებულიყო და თანხა შემდეგ გამოყოფილიყო, ხარჯთაღრიცხვა გამგებლის ბრძანების გამოცემის მეორე დღეს არის შედგენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმი ჩოხატაურში არ არსებობს. უფრო მეტიც, სახლი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გარემონტდა, რეგისტრირებული საერთოდ არ არის და საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ზაურ ბოლქვაძის დედას, კესარიას ეკუთვნის.

შოთა ჩანტლაძის თქმით, ე. წ. სახლმუზეუმის რემონტი ნაჩქარევად, ფორსმაჟორში გაკეთდა, რადგან ჩოხატაურში ზაურ ბოლქვაძის ქალიშვილს, ელისო ბოლქვაძეს ელოდნენ, რომელსაც კონცერტი უნდა ჩაეტარებინა:

"ქალბატონ ელისოს ველოდებოდით, კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. მართალია, კონცერტი არ ჩატარდა, თუმცა, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზები. ფორსმაჟორი იყო და სასწრაფოდ მოხდა სახლის შერემონტება" - ამბობს ჩანტლაძე.

-ბატონო შოთა, ფორსმაჟორი გაძლევთ იმის უფლებას, რომ კანონი დაარღვიოთ და ბიუჯეტის ფულით კერძო საკუთრება გაარემონტოთ?

- არაფერი ისეთი არ მომხდარა.

-ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული, სადაც წერია, რომ გარემონტდა ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმი. რეალურად, მუზეუმი არ არსებობს. იცით, ვის ბალანსზეა სახლი?

- წარმოდგენა არ მაქვს...

-სახლს მუზეუმის სტატუსი არ აქვს მინიჭებული, ხელშეკრულებაში საწინააღმდეგო რატომ გიწერიათ?

- ეს შეთანხმებული იყო(?!). სამომავლოდ გეგმაში გვაქვს, რომ მუზეუმი იყოს.

ჩანტლაძის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც ღობის შეკეთებით და ფასადის შებათქაშებით შემოიფარგლა, პირადად აკონტროლებდა, თუმცა მას სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ აქვს.

"მე დავდიოდი და ვნახულობდი სამუშაოებს პირადად. სურათები არ გადამიღია. არც მუშაობის პროცესში და არც შემდეგ. ამ წუთს მუზეუმში ზაურ ბოლქვაძის შესახებ არანაირი მასალა არ გაგვაჩნია" , - აღნიშნა ჩანტლაძემ.

იხილეთ ვრცლად

"გურია ნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა