პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიაც გაძვირდება? - ექსპერტის არასაიმედო პროგნოზი
საქართველოში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიაც გაძვირდება? - ექსპერტის არასაიმედო პროგნოზი

გარ­და­უ­ვა­ლია, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფე­ბის გაძ­ვი­რე­ბა და ეს ალ­ბათ ენერ­გო­ტა­რი­ფებ­ზეც აი­სა­ხე­ბა. ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ­პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, ლა­რის კურ­სის ვარ­დნა ძა­ლი­ან რთუ­ლად აი­სა­ხე­ბა კომ­პა­ნი­ებ­ზე, რად­გან მათ ბუ­ნებ­რი­ვად უჩ­ნდე­ბათ ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

"ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პა­ნია მიბ­მუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თებ­ზე და იქ ფა­სე­ბი ლარ­ში ფიქ­სირ­დე­ბა, მათ შო­რის - ტენ­დერებ­ში. ეს კომ­პა­ნი­ებს პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის, შემ­დეგ კი ეს ყვე­ლა­ფე­რი მომ­ხმა­რე­ბელ­ზე აი­სა­ხე­ბა, რაც გა­და­იზ­რდე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ტი­კა­ში. უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნე­ბის მთელ ჯაჭვთან გვექ­ნე­ბა საქ­მე, რო­მელ­თას შო­რის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მძი­მე მა­ინც სო­ცი­ა­ლუ­რი რის­კე­ბია, რაც სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­უ­ვა­ლია. ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოს სო­ცი­ა­ლუ­რად და­იც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ინფლა­ცი­ის პრო­პორ­ცი­უ­ლად მოხ­დი­ნოს მათი მწი­რი შე­მოს­ვლე­ბის - პენ­სი­ე­ბის, დახ­მა­რე­ბე­ბის, შემ­წე­ო­ბე­ბის ინ­დექ­სა­ცია. მარ­თა­ლია, ეკო­ნო­მი­კუ­რად ეს არ არის სა­სარ­გებ­ლო და გა­მარ­თლე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი, მაგ­რამ არ­სე­ბობს მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ასე­ვე იმის გამო, რომ რე­გი­ო­ნებ­ში უი­ნი­ცი­ა­ტი­ვო­ბა და სრუ­ლი უუ­ნა­რო­ბაა. ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი, რაც ლა­რის კურსს ურტყამს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტი ბუ­ნებ­რივ აირ­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ტა­რი­ფე­ბის მა­ტე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

"ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ გარ­და­უ­ვა­ლია ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფე­ბის გაძ­ვი­რე­ბა და ეს ალ­ბათ ენერ­გო­ტა­რი­ფებ­ზეც აი­სა­ხე­ბა. გარ­კვე­ულ ეტა­პამ­დე, კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით, მთავ­რო­ბა ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის გაძ­ვი­რე­ბას შე­ა­ჩე­რებს, თუმ­ცა ხან­გრძლი­ვად წა­გე­ბა­ზე არა­ვინ იმუ­შა­ვებს. თე­ო­რი­უ­ლად, ერ­თა­დერ­თი, რა­საც ინფლა­ცი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ხელს უწყობს - ექ­სპორ­ტია, მაგ­რამ ჩვენ სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბა სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით ვი­თა­რე­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას აპი­რებს.

"ამა­ში არის ლო­გი­კა - ნაღ­დი ფუ­ლით ვა­ლუ­ტის შე­მოს­ვლა ნა­წი­ლობ­რივ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რებ­ზე მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბის ბა­ლანსს და შემ­დგომ დე­ვალ­ვა­ცი­ას შე­ა­ფერ­ხებს, ან შე­არ­ბი­ლებს, მაგ­რამ ეს არის ერთჯე­რა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბა და ასე პრო­ცე­სი არ შე­ჩერ­დე­ბა. მო­ზი­დუ­ლი თან­ხა და­ი­ხარ­ჯე­ბა და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში პრობ­ლე­მა არ გა­და­ი­ჭე­რე­ბა. ისე­ვე რო­გორც არ გა­და­იჭ­რე­ბა პრობ­ლე­მა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბით. ერ­თა­დერ­თი გზა არის ნორ­მა­ლუ­რი, ჯან­სა­ღი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა. მთლი­ა­ნად სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ხედ­ვაა შე­საც­ვლე­ლი, რათა რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ სტა­ბი­ლი­ზა­ცია მო­ვი­ღოთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იმოქ­მე­დოს პრობ­ლე­მის გა­და­გო­რე­ბის პრინ­ცი­პით. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ერთ-ორი თვით შე­ა­ჩე­რო, მაგ­რამ ორი თვის შემ­დეგ უა­რე­სი პრობ­ლე­მა მი­ი­ღო", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

საქართველოში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიაც გაძვირდება? - ექსპერტის არასაიმედო პროგნოზი

საქართველოში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიაც გაძვირდება? - ექსპერტის არასაიმედო პროგნოზი

გარდაუვალია, ბუნებრივი აირის ტარიფების გაძვირება და ეს ალბათ ენერგოტარიფებზეც აისახება. ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ლარის კურსის ვარდნა ძალიან რთულად აისახება კომპანიებზე, რადგან მათ ბუნებრივად უჩნდებათ ფასების მომატების საჭიროება.

"ძალიან ბევრი კომპანია მიბმულია სახელმწიფო შეკვეთებზე და იქ ფასები ლარში ფიქსირდება, მათ შორის - ტენდერებში. ეს კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის, შემდეგ კი ეს ყველაფერი მომხმარებელზე აისახება, რაც გადაიზრდება ძალიან სერიოზულ სოციალურ პრობლემატიკაში. უარყოფითი მოვლენების მთელ ჯაჭვთან გვექნება საქმე, რომელთას შორის ალბათ ყველაზე მძიმე მაინც სოციალური რისკებია, რაც სამწუხაროდ, გარდაუვალია. ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია, სიცოცხლის უფლებით უზრუნველყოს სოციალურად დაიცველი მოქალაქეები და ინფლაციის პროპორციულად მოხდინოს მათი მწირი შემოსვლების - პენსიების, დახმარებების, შემწეობების ინდექსაცია. მართალია, ეკონომიკურად ეს არ არის სასარგებლო და გამართლებული ნაბიჯი, მაგრამ არსებობს მორალური ვალდებულებები. ასევე იმის გამო, რომ რეგიონებში უინიციატივობა და სრული უუნარობაა. ვერ ხორციელდება საინვესტიციო პროექტები, რაც ლარის კურსს ურტყამს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების მატებას არ გამორიცხავს.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გარდაუვალია ბუნებრივი აირის ტარიფების გაძვირება და ეს ალბათ ენერგოტარიფებზეც აისახება. გარკვეულ ეტაპამდე, კომპანიებთან მოლაპარაკების გზით, მთავრობა ენერგორესურსების გაძვირებას შეაჩერებს, თუმცა ხანგრძლივად წაგებაზე არავინ იმუშავებს. თეორიულად, ერთადერთი, რასაც ინფლაციური მოვლენები ხელს უწყობს - ექსპორტია, მაგრამ ჩვენ საექსპორტო პროდუქტი, ფაქტობრივად, არ გვაქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა სავალუტო ფონდიდან მიღებული თანხით ვითარების დასტაბილურებას აპირებს.

"ამაში არის ლოგიკა - ნაღდი ფულით ვალუტის შემოსვლა ნაწილობრივ გააუმჯობესებს სავალუტო ბაზრებზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს და შემდგომ დევალვაციას შეაფერხებს, ან შეარბილებს, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ღონისძიება და ასე პროცესი არ შეჩერდება. მოზიდული თანხა დაიხარჯება და გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა არ გადაიჭერება. ისევე როგორც არ გადაიჭრება პრობლემა ეროვნული ბანკის ინტერვენციებით. ერთადერთი გზა არის ნორმალური, ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრება. მთლიანად სისტემური მიდგომა, ეკონომიკური ხედვაა შესაცვლელი, რათა რაღაც დროის შემდეგ სტაბილიზაცია მოვიღოთ. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს პრობლემის გადაგორების პრინციპით. ლარის გაუფასურების პრობლემა შეიძლება ერთ-ორი თვით შეაჩერო, მაგრამ ორი თვის შემდეგ უარესი პრობლემა მიიღო", - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა