პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა და ლარის დევალვაციის კონკრეტული მიზეზები - კვირიკაშვილის განმარტებები და პასუხები ივანიშვილ-ალასანიას
"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა და ლარის დევალვაციის კონკრეტული მიზეზები - კვირიკაშვილის განმარტებები და პასუხები ივანიშვილ-ალასანიას

მთავ­რო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის 12 პრო­ცენ­ტით შემ­ცი­რე­ბას აპი­რებს, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მა "იმე­დის კვი­რა­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა სწო­რედ "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის" ფარ­გლებ­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რა პირ­ვე­ლი ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯია, რო­დე­საც ხე­დავ, რომ შენი მო­სახ­ლე­ო­ბა საკ­მა­ოდ და­ზა­რალ­და კურ­სის ცვლი­ლე­ბის გამო. რა თქმა უნდა, მთავ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი. ჩვენ ამ კვი­რა­ში დე­ტა­ლი­ზე­ბულ შემ­ცი­რე­ბის გეგ­მას წარ­მო­ვად­გენთ. სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე პრო­ცენ­ტით შემ­ცი­რე­ბა­ზე, რაც მოხ­და დე­ვალ­ვა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 12-პრო­ცენ­ტი­ა­ნი დე­ვალ­ვა­ცი­აა და ამა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას მო­ვახ­დენთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი გეგ­მავს, ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს მო­ი­ტანს. "ჩვენ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ზე გათ­ვლი­ლი გეგ­მა გვაქვს, რაც მო­ი­ტანს ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს. არ უნდა ვი­ყოთ პე­სი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი. პირ­ველ რიგ­ში ეს არის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გია. ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ობი­ე­ტე­ბის, რო­მელ­თა პრი­ვა­ტი­ზა­ცი­აც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მოხ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­პარტნი­ო­რო ფონდმა და­ას­რუ­ლა, ეს არის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი გარ­და­ბან­ში, სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი გა­მო­ვა ამ პრო­ექ­ტი­დან და იმ წუ­თას­ვე და­ი­წყებს ახალ პრო­ექ­ტებს ამ თან­ხით და ეს იქ­ნე­ბა სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბა. მარ­ტო ორი ობი­ექ­ტი­დან შე­მო­სა­ვა­ლი - 250-დან 300 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზეა სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ლა­რის სა­მო­მავ­ლოდ გა­უ­ფა­სუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა. მისი თქმით, მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა ლა­რის კურ­სზე "და­წო­ლა" შემ­ცირ­დეს.

"ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ვე­ლო­დე­ბი თუ არა, ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ­დი. ამ პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ექ­სპორ­ტის და­კო­რექ­ტი­რე­ბა უკვე მოხ­და, მე არ ვე­ლო­დე­ბი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი კლე­ბა მოყ­ვეს ამის შემ­დეგ ექ­სპორ­ტს და ტუ­რიზმს. ის დრო­ი­თი შუ­ა­ლე­დი გა­სუ­ლია, რო­დე­საც უკვე იმ­პორ­ტის კო­რექ­ტი­რე­ბაც უნდა მოხ­დეს და ეს კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რებს და­წო­ლას ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე. ასე რომ, სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ემო­ცი­ურ გან­წყო­ბას და არ უნდა შე­იქ­მნას ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ სი­ტუ­ა­ცია არ არის გა­მოს­წო­რე­ბა­დი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

კვრი­კაშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნის რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლა.

"გა­ზის მო­წო­დე­ბა იყო შე­ფერ­ხე­ბუ­ლი იან­ვა­რი­ში და აზო­ტის ქარ­ხა­ნა იყო 10 დღით შე­ჩე­რე­ბუ­ლი, ფე­რო­შე­ნად­ნობ­ზე მსოფ­ლიო ფა­სე­ბის ვარნ­და, ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ექ­სპორ­ტის კლე­ბა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში, 50-70%-მდე იყო მი­ნე­რა­ლუ­რის და ღვი­ნის ექ­სპორ­ტის კლე­ბა. ამას გარ­და, იყო ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის კლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბი 98 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, იყო ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლის კლე­ბა. და­გეგ­მი­ლია პრი­ვა­ტი­ზა­ცია, ასე­ვე ტუ­რიზ­მის კამ­პა­ნია და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლია იმის­თვის, რომ მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კვირ­კაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, მოხ­დე­ბა სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან დე­ფი­ცი­ტის შე­თან­ხმე­ბა და სხვა ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის აღე­ბა.

"ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე ჩემი სი­ტყვე­ბი არას­წო­რად იქნა ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ჩვენ სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი­დან ავი­ღებთ ფულს. ჩვენ სა­ვა­ლუ­ტო ფონდს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, რად­გან გვაქვს ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ დე­ფი­ცი­ტის დონე შე­ვუ­თან­ხმოთ, რომ სხვა ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან ავი­ღოთ უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სი და დავ­ხარ­ჯოთ და­მა­ტე­ბით ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტზე, ეს არის ის, რაც აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვის­ტა­ბი­ლუ­რებს ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას", - გან­ცხა­და კვირ­კაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფრა­ზას, რომ ლარი კარგ მდგო­მა­რე­ბა­შია, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ის არ არის ვალ­დე­ბუ­ლი ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თოს. კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მთავ­რო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მაქ­სიმ­ლუ­რად შე­ე­ცა­დოს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბას.

"მე არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი ამა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი იყო ადექ­ვა­ტუ­რი, არა­ვინ არ ელო­და, რომ ასე გამ­ძაფ­რდე­ბო­და ქვეყ­ნის გარ­შე­მო სი­ტუ­ა­ცია, მე პი­რა­დად ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ სუ­ბი­ექ­ტუ­რი დო­ნით, რაც ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არის მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს გა­რე­შე ვი­თარ­დე­ბა და არა­ვინ არ ელო­და, რომ მინ­სკის შე­თან­ხმე­ბა და­ირ­ღვე­ო­და, თუმ­ცა ეს დეჟა­ვუ­სა­ვით გვახ­სენ­დე­ბა, რო­გო­რიც იყო პას­ტუ­ხო­ვის შე­თან­ხმე­ბა...", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

გი­ორ­გი კვირ­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მთავ­რო­ბა 2-3 თვე­ში ელო­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას.

"არ ვარ იმ წარ­მოდ­გე­ნის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი ვარ­დის­ფრად არის, ეს არის ტი­პი­უ­რი სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კუ­რი შოკი, და ჩვენ ერ­თი­ა­ნი ნა­ბი­ჯე­ბით ვალ­დე­ბუ­ლი ვართ ქვე­ყა­ნა აქე­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ. ყვე­ლა ნა­ბი­ჯი გათ­ვლი­ლი გვაქვს და ის შე­დე­გის მომ­ტა­ნია, 2-3 თვეა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ჩვენ არ­ცერ­თი წუთი არ უნდა დავ­კარ­გოთ, რომ მი­ვი­ღოთ შე­დე­გი, მაგ­რამ სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი ფაქ­ტი­უ­რად მომ­ხდა­რია და ჩვენ არ უნდა ვე­ლო­დოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდ ცვლი­ლე­ბებს, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი 5 წლის წინ არ იყო ასე­თი და არა­ვინ არ ელო­და მსოფ­ლი­ო­ში ამას, ჩვენ დღეს ვუ­ყუ­რებთ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დელ კად­რებს ტე­ლე­ვი­ზი­ით. ჩვენ ვმუ­შა­ობთ, რომ 2-3 თვის თავ­ზე იყოს ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი", - გა­ნა­ცხა­და კვირ­კაშ­ვილ­მა.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას კომ­პლი­მენ­ტსაც უპა­სუ­ხა. ალა­სა­ნი­ამ პა­ტი­ვის­ცე­მა და­ა­დას­ტუ­რა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მი­მართ, რო­გორც ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბი­სა მთავ­რო­ბის წევ­რებს შო­რის და მო­უ­წო­და, რომ ჩა­ეხ­სნას სო­ლო­ლა­კის შუ­შის სა­სახ­ლეს და და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ივა­ნიშ­ვილ­თან და არა­ვი­ნაა ვალ­დე­ბუ­ლი ამის შე­სა­ხებ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი შექ­მნას.

"ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არის ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ ზო­გავს ენერ­გი­ას, რომ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დეს. შუ­შის სა­სახ­ლის კონ­ტრო­ლი, ეს არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი, თუ სა­უ­ბა­რია ბი­ძი­ნას­თან კონ­ტაქ­ტზე, ყვე­ლა დამ­შიდ­დეს - ეს არის ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და არ ვართ ვალ­დე­ბუ­ლი, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი შევ­ქმნათ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვირ­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ლა­რის კი­დევ უფრო მე­ტად გა­უ­ფა­სუ­რე­ბა?

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა და ლარის დევალვაციის კონკრეტული მიზეზები - კვირიკაშვილის განმარტებები და პასუხები ივანიშვილ-ალასანიას

"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა და ლარის დევალვაციის კონკრეტული მიზეზები - კვირიკაშვილის განმარტებები და პასუხები ივანიშვილ-ალასანიას

მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სწორედ "ქამრების შემოჭერის" ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებაა. "ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12-პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა და ეკონომიკური გუნდი გეგმავს, ხელშესახებ შედეგს მოიტანს. "ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა გვაქვს, რაც მოიტანს ხელშესახებ შედეგს. არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილი. პირველ რიგში ეს არის პრივატიზაციის გააქტიურება, რაც ყველაზე მოკლევადიანი შედეგია. ჩამონათვალია იმ ობიეტების, რომელთა პრივატიზაციაც უახლოეს დღეებში მოხდება. მაგალითად, რამდენიმე ობიექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდმა დაასრულა, ეს არის თბოელექტროსადგური გარდაბანში, საპარტნიორო ფონდი გამოვა ამ პროექტიდან და იმ წუთასვე დაიწყებს ახალ პროექტებს ამ თანხით და ეს იქნება სავალუტო შემოდინება. მარტო ორი ობიექტიდან შემოსავალი - 250-დან 300 მილიონ დოლარზეა საუბარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ლარის სამომავლოდ გაუფასურების შესაძლებლობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ლარის კურსზე "დაწოლა" შემცირდეს.

"ლარის გაუფასურებას ველოდები თუ არა, ამაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებდი. ამ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ექსპორტის დაკორექტირება უკვე მოხდა, მე არ ველოდები, რომ სერიოზული კლება მოყვეს ამის შემდეგ ექსპორტს და ტურიზმს. ის დროითი შუალედი გასულია, როდესაც უკვე იმპორტის კორექტირებაც უნდა მოხდეს და ეს კიდევ უფრო შეამცირებს დაწოლას ეროვნულ ვალუტაზე. ასე რომ, სერიოზულ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ განწყობას და არ უნდა შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ სიტუაცია არ არის გამოსწორებადი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვრიკაშვილმა ეკონომიკური ვარდნის რამდენიმე კონკრეტული მიზეზი დაასახელა.

"გაზის მოწოდება იყო შეფერხებული იანვარიში და აზოტის ქარხანა იყო 10 დღით შეჩერებული, ფეროშენადნობზე მსოფლიო ფასების ვარნდა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის კლება უკრაინასა და რუსეთში, 50-70%-მდე იყო მინერალურის და ღვინის ექსპორტის კლება. ამას გარდა, იყო ფულადი გზავნილების კლება დაახლოები 98 მილიონი დოლარი, იყო ტურიზმიდან შემოსავლის კლება. დაგეგმილია პრივატიზაცია, ასევე ტურიზმის კამპანია და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება - ეს ყველაფერი დაგეგმილია იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის დასტაბილურება", - განაცხადა კვირკაშვილმა.

მინისტრის თქმით, მოხდება სავალუტო ფონდთან დეფიციტის შეთანხმება და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებითი რესურსის აღება.

"ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩემი სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, რომ ჩვენ სავალუტო ფონდიდან ავიღებთ ფულს. ჩვენ სავალუტო ფონდს დაველაპარაკებით, რადგან გვაქვს ამის ვალდებულება, რომ დეფიციტის დონე შევუთანხმოთ, რომ სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან ავიღოთ უცხოურ ვალუტაში დამატებითი რესურსი და დავხარჯოთ დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ეს არის ის, რაც აუცილებლად დაგვისტაბილურებს ეროვნულ ვალუტას", - განცხადა კვირკაშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ფრაზას, რომ ლარი კარგ მდგომარებაშია, მინისტრმა აღნიშნა, რომ ის არ არის ვალდებული ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს. კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობის ვალდებულებაა მაქსიმლურად შეეცადოს მდგომარეობის გამოსწორებას.

"მე არ ვარ ვალდებული ამაზე კომენტარი გავაკეთო, ჩვენი მოლოდინები იყო ადექვატური, არავინ არ ელოდა, რომ ასე გამძაფრდებოდა ქვეყნის გარშემო სიტუაცია, მე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ სუბიექტური დონით, რაც ჩემზეა დამოკიდებული. არის მოვლენები, რომელიც ჩვენს გარეშე ვითარდება და არავინ არ ელოდა, რომ მინსკის შეთანხმება დაირღვეოდა, თუმცა ეს დეჟავუსავით გვახსენდება, როგორიც იყო პასტუხოვის შეთანხმება...", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კვირკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა 2-3 თვეში ელოდება სიტუაციის დასტაბილურებას.

"არ ვარ იმ წარმოდგენის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ვარდისფრად არის, ეს არის ტიპიური საგარეო ეკონომიკური შოკი, და ჩვენ ერთიანი ნაბიჯებით ვალდებული ვართ ქვეყანა აქედან გამოვიყვანოთ. ყველა ნაბიჯი გათვლილი გვაქვს და ის შედეგის მომტანია, 2-3 თვეა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ არცერთი წუთი არ უნდა დავკარგოთ, რომ მივიღოთ შედეგი, მაგრამ საგარეო ეკონომიკური ეფექტი ფაქტიურად მომხდარია და ჩვენ არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულად დიდ ცვლილებებს, ჩვენი მოლოდინები 5 წლის წინ არ იყო ასეთი და არავინ არ ელოდა მსოფლიოში ამას, ჩვენ დღეს ვუყურებთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კადრებს ტელევიზიით. ჩვენ ვმუშაობთ, რომ 2-3 თვის თავზე იყოს ხელშესახები შედეგი", - განაცხადა კვირკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას კომპლიმენტსაც უპასუხა. ალასანიამ პატივისცემა დაადასტურა გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებისა მთავრობის წევრებს შორის და მოუწოდა, რომ ჩაეხსნას სოლოლაკის შუშის სასახლეს და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.

ეკონომიკის მინისტრმა დაადასტურა, რომ არსებობს ადამიანური ურთიერთობები ივანიშვილთან და არავინაა ვალდებული ამის შესახებ გაზვიადებული წარმოდგენები შექმნას.

"ამ ხელისუფლებაში არის ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც არ ზოგავს ენერგიას, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. შუშის სასახლის კონტროლი, ეს არ არის სერიოზული, თუ საუბარია ბიძინასთან კონტაქტზე, ყველა დამშიდდეს - ეს არის ადამიანური ურთიერთობები და არ ვართ ვალდებული, რომ ამ ურთიერთობებზე გაზვიადებული წარმოდგენები შევქმნათ", - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მოსალოდნელია თუ არა ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურება?

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა