პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერაქტი ხარკოვში "ღირსების მარშის" დროს და საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დეტალები
ტერაქტი ხარკოვში "ღირსების მარშის" დროს და საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დეტალები

სა­ხელ­მწი­ფო­თა ლი­დე­რებ­მა კი­ევ­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი ერ­თობ­ლი­ვი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­თან ერ­თად, "ღირ­სე­ბის მარ­შის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ არა­ფორ­მა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მხა­რე­ებ­მა სა­უბ­რი­სას უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ხი­ლეს.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ კო­ლე­გებს მინ­სკის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი და მას შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­აც­ნო. შეხ­ვედ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ყუ­რა­დღე­ბა ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის ანექ­სი­ი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, კერ­ძოდ, აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მებ­სა და მოს­კოვს შო­რის "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის" ე.წ. შე­თან­ხმე­ბე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა.

პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა კი­დევ ერთხელ გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა ევ­რო­პელ ლი­დე­რებს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და ქარ­თულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ კი­ევ­ში "ღირ­სე­ბის მარშში" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მსვლე­ლო­ბა ინ­სტი­ტუ­ტის ქუ­ჩი­დან და­ი­წყო და გა­ი­ა­რა ყვე­ლა ის ქუჩა, სა­დაც ერთი წლის წინ უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის დარ­ბე­ვას 100 დე­მონ­სტრან­ტი, ე.წ. "ზე­ცი­უ­რი ასე­უ­ლი" და 20 პო­ლი­ცი­ე­ლი ემსხვერ­პლა.

პეტ­რო პო­რო­შენ­კო და ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი მო­ე­დან­ზე ლამპრე­ბით ხელ­ში გა­მო­ვიდ­ნენ. "ღირ­სე­ბის მარ­შის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ე­დან­ზე შე­ჩერ­დნენ, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნი შეს­რულ­და და და­ღუ­პუ­ლე­ბის სუ­ლე­ბის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თა.

"რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა შენი მე­გობ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მტკი­ცედ იდგე მათ გვერ­დით, მტკი­ცედ იდგე უკ­რა­ი­ნის და სხვა ერთა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის გვერ­დით, რა­საც დღეს ქარ­თვე­ლე­ბი და არა მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი სხვა ერე­ბი ვა­ფიქ­სი­რებთ ლი­დე­რე­ბის დო­ნე­ზე", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გარ­და, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, მათ შო­რის: ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტი და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტე, გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი იო­ა­ჰიმ გა­უ­კი, მოლ­დო­ვას პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლაე ტი­მოფ­ტი, პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ბრო­ნის­ლავ კო­მო­როვ­სკი, სლო­ვა­კე­თის პრე­ზი­დენ­ტი ან­დრეი კის­კა, ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტუს­კი და სხვა ლი­დე­რე­ბი.

უკ­რა­ი­ნის "ღირ­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ მსვლე­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის პატ­რი­არ­ქი ფი­ლა­რე­ტიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მშვი­დო­ბის­თვის ლოც­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ე­დან­ზე დას­რულ­და.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა უკ­რა­ი­ნის "ღირ­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კი­ევ­ში ჩა­სუ­ლი ლი­დე­რე­ბი ეროვ­ნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­მუ­ზე­უ­მო კომ­პლექსში შე­იკ­რიბ­ნენ, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლებს პეტ­რო პო­რო­შენ­კო პი­რა­დად მი­ე­სალ­მა და უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა.

ლი­დე­რებს შო­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი სა­უბ­რე­ბი გა­ი­მარ­თა. შეკ­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და სხვა დე­ლე­გა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად მი­ხა­ი­ლო­ვის მო­ე­დან­ზე "უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა" გა­მო­ფე­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის არ­სე­ბო­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას ადას­ტუ­რებს. დო­კუ­მენ­ტურ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს მო­პო­ვე­ბუ­ლი და აღ­მო­ჩე­ნი­ლი 2014 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იწარ­მო­ე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და რუ­სეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლებ­საც 20 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე შე­უძ­ლი­ათ სა­მიზ­ნის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის გა­და­ცე­მა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რებს პეტ­რო პო­რო­შენ­კომ პი­რა­დად და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

პა­რა­ლე­ლუ­რად დღეს ხარ­კოვ­ში ერ­თი­ა­ნო­ბის მარ­შის დროს აფეთ­ქე­ბა მოხ­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მა­შინ მოხ­და, როცა აქ­ტი­ვის­ტე­ბი კო­ლო­ნას აწყობ­დნენ, რათა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ დაძ­რუ­ლიყ­ვნენ. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 3 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, და­შა­ვე­ბუ­ლია მსვლე­ლო­ბის 10-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მომ­ხდარ ტე­რაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ქა­ლაქ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია და­ი­წყო. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვი­სა და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა ალექ­სან­დრე ტურ­ჩი­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში აფეთ­ქე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 4 პირი და­ა­კა­ვეს, ამო­ღე­ბუ­ლია ია­რა­ღი, მათ შო­რის ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი. "ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ტურ­ჩი­ნოვ­მა და აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა, რომ­ლებ­მაც ტე­რაქ­ტი ჩა­ი­დი­ნეს, სწავ­ლე­ბა რუ­სე­თის ქა­ლაქ ბელ­გო­როდ­ში გა­ი­ა­რეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

ტერაქტი ხარკოვში "ღირსების მარშის" დროს და საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დეტალები

ტერაქტი ხარკოვში "ღირსების მარშის" დროს და საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დეტალები

სახელმწიფოთა ლიდერებმა კიევში არაფორმალური ერთობლივი შეხვედრა გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტმა სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, "ღირსების მარშის" დასრულების შემდეგ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა საუბრისას უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ კოლეგებს მინსკის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებები და მას შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გააცნო. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისათვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ქმედება, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის "მოკავშირეობისა და თანამშრომლობის" ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპელ ლიდერებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქართულმა დელეგაციამ კიევში "ღირსების მარშში" მიიღო მონაწილეობა. მსვლელობა ინსტიტუტის ქუჩიდან დაიწყო და გაიარა ყველა ის ქუჩა, სადაც ერთი წლის წინ უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი, ე.წ. "ზეციური ასეული" და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

პეტრო პოროშენკო და ევროპელი ლიდერები მოედანზე ლამპრებით ხელში გამოვიდნენ. "ღირსების მარშის" მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეჩერდნენ, სადაც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და დაღუპულების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

"როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა შენი მეგობრების წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე მათ გვერდით, მტკიცედ იდგე უკრაინის და სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით, რასაც დღეს ქართველები და არა მარტო ქართველები - თავისუფლების მოყვარული სხვა ერები ვაფიქსირებთ ლიდერების დონეზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ღონისძიებაში, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის: ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა ლიდერები.

უკრაინის "ღირსების რევოლუციის" წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში უკრაინის პატრიარქი ფილარეტიც მონაწილეობდა. მშვიდობისთვის ლოცვა დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა. კიევში ჩასული ლიდერები ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსში შეიკრიბნენ, სადაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს პეტრო პოროშენკო პირადად მიესალმა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

ლიდერებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართა. შეკრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მიხაილოვის მოედანზე "უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის მტკიცებულებათა" გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკის არსებობასა და გამოყენებას ადასტურებს. დოკუმენტურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკრაინელი სამხედროების მიერ სამხედრო მოქმედებების დროს მოპოვებული და აღმოჩენილი 2014 წელს გამოშვებული ყუმბარმტყორცნები, რომლებიც არ იწარმოება უკრაინაში, ასევე ჯავშანტექნიკა და რუსეთში წარმოებული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებსაც 20 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ სამიზნის ფოტოსურათებისა და კოორდინატების გადაცემა.

უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით ორგანიზებული გამოფენა სახელმწიფო ლიდერებს პეტრო პოროშენკომ პირადად დაათვალიერებინა.

პარალელურად დღეს ხარკოვში ერთიანობის მარშის დროს აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა აქტივისტები კოლონას აწყობდნენ, რათა თავისუფლების მოედნისკენ დაძრულიყვნენ. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია მსვლელობის 10-ზე მეტი მონაწილე.

მოგვიანებით მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში აფეთქებაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს, ამოღებულია იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნი. "ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება", - განაცხადა ტურჩინოვმა და აქვე აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც ტერაქტი ჩაიდინეს, სწავლება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გაიარეს.

იხილეთ ვიდეო

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა