მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფულმა ძალა დაკარგა" - ყველაზე ხარჯიანი და მძიმედ გადასატანი ზამთარი
"ფულმა ძალა დაკარგა" - ყველაზე ხარჯიანი და მძიმედ გადასატანი ზამთარი

"ყვე­ლა­ზე მწვა­ვე, ხარ­ჯი­ა­ნი, მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი ზამ­თა­რი - ასე­თი შე­ფა­სე­ბა ერგო ამ სე­ზონს რეს­პონ­დენ­ტე­ბის­გან. ისი­ნი სამ­თვი­ან კრი­ზისს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას, პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბას, არას­ტა­ბი­ლურ გა­რე­მოს, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. გაზ­რდი­ლი ხარ­ჯის ფონ­ზე, ფულ­მა ძალა და­კარ­გა. წლე­ვან­დე­ლი ზამ­თრის სე­ზო­ნის გა­და­გო­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ჯერ კი­დევ 20 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყო და 6 დე­კემ­ბერს ოფი­ცი­ა­ლურ­მა გაც­ვლით­მა კურ­სმა ერთი დო­ლა­რის მი­მართ 1.95-ს მი­აღ­წია. ვი­თა­რე­ბა ამ მხრივ ისე დამ­ძიმ­და, რომ დღეს­დღე­ი­სო­ბით დო­ლარ­მა 2,2 ლარს მი­უ­კა­კუ­ნა. ამას­თან, ფას­მა მო­ი­მა­ტა ყვე­ლა­ფერ­ზე. ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ცნო­ბით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნა­წი­ლი 9%-ით გაძ­ვირ­და. ამ­ხე­ლა დარ­ტყმას ბიზ­ნეს­მენ­თა ნა­წილ­მა ვერ გა­უძ­ლო და მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი და­ი­ხუ­რა. ზო­გი­ერ­თმა მუ­შა­ხე­ლი შე­ამ­ცი­რა", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით ყვე­ლა­ზე ხარ­ჯი­ა­ნი და მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი ზამ­თა­რი /წლე­ვან­დე­ლი ზამ­თრის სე­ზო­ნის გა­და­გო­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და.

"ამ ყვე­ლა­ფერ­მა უმუ­შევ­რო­ბა, შე­მო­სავ­ლის შემ­ცი­რე­ბა და ხარ­ჯის ზრდა გა­მო­იწ­ვია. რეს­პონ­დენ­ტე­ბი წლე­ვან­დე­ლი ზამ­თრის სე­ზონს კრი­ტი­კუ­ლად აფა­სე­ბენ. "გაძ­ვირ­და ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტი, სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ტა გა­სა­ვალ­მა. მახ­სოვს, დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში უკვე კარ­ტო­ფი­ლის ფას­მა 20 თეთ­რით მო­ი­მა­ტა. გა­ი­ზარ­და წი­წი­ბუ­რას, კომ­ბოს­ტოს ღი­რე­ბუ­ლე­ბაც. სი­გა­რე­ტი ამათ­თან რა მო­სა­ტა­ნია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ეგეც გა­აძ­ვი­რეს. გაზ­რდილ ხარჯს და­ე­მა­ტა ისიც, რომ ბან­კი­დან სეს­ხი მაქვს დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი და ხელ­ფასს ლარ­ში ვი­ღებ. ჯერ მარ­ტო 200 დო­ლარ­ზე მი­ნი­მუმ 50 ლარი და­მე­მა­ტა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ათას ხუ­თას დო­ლარ­ზე რამ­ხე­ლა და­ნაკ­ლისს ვნა­ხავ. თა­ნაც ოჯახ­ში მხო­ლოდ მე ვმუ­შა­ობ, თვე­ში 900 ლა­რამ­დე ძლივს ავ­დი­ვარ (ეგეც გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში). ფულ­მა ფასი და­კარ­გა. წლე­ვან­დე­ლი ზამ­თა­რი უმ­ძი­მე­სი აღ­მოჩ­ნდა", - ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" თა­მარ ბი­წა­ძე.

"გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2014 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2015 წლის თე­ბერ­ვლამ­დე, 3 თვე­ში, ქარ­თუ­ლი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ამე­რი­კულ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 18.18%-ით შემ­ცირ­და. რო­გორც "რე­ზო­ნან­სის" მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ხალ­ხს ძა­ლი­ან მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვა. "ასე­თი ზამ­თა­რი ჯერ არ ყო­ფი­ლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ სე­ზონ­ზე ხარ­ჯი ყვე­ლას ეზ­რდე­ბა. კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში ბევ­რად მე­ტის გა­დახ­და გი­წევს. ფული იხარ­ჯე­ბა ასე­ვე გა­მათ­ბობ­ლის, სა­მო­სის შე­სა­ძე­ნად. რო­დე­საც ამ­ხე­ლა გა­სა­ვალს ემა­ტე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი ფონი, ეს ჩვენს ყო­ფას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას შე­ე­ხო, სა­შუ­ა­ლო და მა­ღალ ფე­ნა­საც კი, რა­მაც არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო შექ­მნა. ზო­გი­ერ­თმა ბიზ­ნეს­მენ­მა იმ­ხე­ლა და­ნაკ­ლი­სი ნახა, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ამ­ცი­რა. ჩემი მე­უღ­ლეც სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩა. ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ამ გა­ჭირ­ვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში უმუ­შე­ვარ­თა რი­ცხვი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. ამას ემა­ტე­ბა ბან­კე­ბის ვალი და პრო­დუქტზე, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე გაზ­რდი­ლი ფასი", - ამ­ბობს ლალი გი­გუ­აშ­ვი­ლი.

"შე­მო­სავ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ხარ­ჯის ზრდას უჩი­ვის ქე­თე­ვან შა­რი­ქა­ძეც. მან პენ­სი­ონ­რე­ბის სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ფონ­ზე ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის 150 ლა­რით თა­ვის გა­ტა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. იგი მთავ­რო­ბას პენ­სი­ის დრო­უ­ლად გაზ­რდის­კენ მო­უ­წო­დებს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ მარ­ტომ­ყო­ფი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. ასე­თი რამ მე არ გა­მი­გია. ხარ­ჯი გვეზ­რდე­ბა, შე­მო­სა­ვა­ლი მცირ­დე­ბა. რას გვი­პი­რე­ბენ? უნ­დათ, რომ შიმ­ში­ლით ამოგ­ვხა­დონ სული? სამ­ნი ვართ ოჯახ­ში. მე, ჩემი მე­უღ­ლე და დე­დამ­თი­ლი. ჩემს ქმარს 500 ლარი შე­მო­აქვს, მე - 250. დე­დამ­თილს პენ­სია 150 ლარი აქვს. რო­გორ უნდა ეყოს მო­ხუცს 150 ლარი წამ­ლებ­ში, საკ­ვებ­ში და ექი­მებ­ში? მარ­თა­ლია, სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ხარ­ჯის გა­წე­ვა მა­ინც გვიხ­დე­ბა. თა­ნაც არ და­გა­ვი­წყდეთ, ფას­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­ზეც მო­ი­მა­ტა. ჩვენ რომ არ ვყავ­დეთ, ეს ფული რაში ეყო­ფო­და. რა­ტომ არ ფიქ­რო­ბენ ამა­ზე, ეს პენ­სი­ონ­რე­ბის გა­წირ­ვაა. ასე­თი მძი­მე და არას­ტა­ბი­ლუ­რი ზამ­თა­რი ჯერ არ ყო­ფი­ლა. უკვე გა­ვი­და თით­ქმის და იმე­დია, მის წას­ვლას­თან ერ­თად ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც შემ­სუ­ბუქ­დე­ბა. ამა­ზე მე ვერ ვიზ­რუ­ნებ, მთავ­რო­ბა უნდა შე­ე­ცა­დოს, რომ ხალ­ხს გა­საქ­ცე­ვად არ გა­უხ­დეს საქ­მე. ამ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა აღარ მინ­და. ასე­თი უსა­მარ­თლო­ბის, კინ­კლა­ო­ბი­სა და უაზ­რო ლაყ­ბო­ბის შემ­ყუ­რეს რა­ი­მეს გა­მოს­წო­რე­ბის იმე­დიც კი აღარ მაქვს", - ამ­ბობს ქე­თე­ვან შა­რი­ქა­ძე.

"ლადო კო­ხო­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მთავ­რო­ბამ, პირ­ველ რიგ­ში, ბიზ­ნეს გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სარ­ჩოს კერ­ძო სექ­ტო­რის­გან იღებს: "ახალ სამ­სა­ხურს მპირ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა არ გა­მო­ვი­და. იმ ფირ­მამ უარი თქვა მუ­შა­ო­ბა­ზე. შე­მო­სა­ვა­ლი მცი­რე მაქვს, გა­სა­ვა­ლი ბევ­რი. ბინა 1 წლის წი­ნათ გან­ვა­დე­ბით ვი­ყი­დე და თვე­ში მარ­ტო ამა­ში 300 ლა­რით მეტს ვიხ­დი. ადრე თუ ხელ­ფა­სი მყოფ­ნი­და, ახლა თვი­დან თვემ­დე ძლივს გა­მაქვს თავი".

ფი­ნან­სუ­რად არც ეკა­ტე­რი­ნე ტყე­მა­ლა­ძეს ულ­ხინს. იგი, ზამ­თრის დად­გო­მას­თან ერ­თად, მძი­მე ეკო­ნო­მი­ურ კრი­ზისს გა­ნიც­დის: "ხელ­ფა­სი 400 ლარი მაქვს, აქე­დან 200 ლარს ბი­ნის ქი­რა­ში ვიხ­დი. რაში უნდა მე­ყოს? ფულ­მა ძალა და­კარ­გა, პრო­დუქ­ტი გაძ­ვირ­და. კი­დევ კარ­გი, ბან­კი­დან არა­ფე­რი მაქვს გა­მო­ტა­ნი­ლი. რა თქმა უნდა, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლას, მეც გა­მე­ზარ­და ხარ­ჯი. ამ­ბო­ბენ, ბუ­ნებ­რი­ვი აირი და ელექტრო­ე­ნერ­გი­აც გაძ­ვირ­დე­ბაო. იმე­დია, ასე არ იქ­ნე­ბა, თო­რემ ხალ­ხს მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აგ­ვევ­სე­ბა და გა­რეთ გა­მო­ვალთ. მთავ­რო­ბამ უნდა გა­და­ხე­დოს სა­კუ­თარ მუ­შა­ო­ბას და სტრა­ტე­გია შეც­ვა­ლოს. ვინც გა­საშ­ვე­ბია, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. ნუთუ ვერ ხე­და­ვენ, რაც ხდე­ბა, თუ თვალს იბრმა­ვე­ბენ?", - აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლავს ეკა­ტე­რი­ნე ტყე­მა­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ფულმა ძალა დაკარგა" - ყველაზე ხარჯიანი და მძიმედ გადასატანი ზამთარი

"ფულმა ძალა დაკარგა" - ყველაზე ხარჯიანი და მძიმედ გადასატანი ზამთარი

"ყველაზე მწვავე, ხარჯიანი, მძიმედ გადასატანი ზამთარი - ასეთი შეფასება ერგო ამ სეზონს რესპონდენტებისგან. ისინი სამთვიან კრიზისს ლარის გაუფასურებას, პროდუქტებისა და მედიკამენტების გაძვირებას, არასტაბილურ გარემოს, სამუშაო ადგილების შემცირებას უკავშირებენ. გაზრდილი ხარჯის ფონზე, ფულმა ძალა დაკარგა. წლევანდელი ზამთრის სეზონის გადაგორება მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა. ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება ჯერ კიდევ 20 ნოემბრიდან დაიწყო და 6 დეკემბერს ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ერთი დოლარის მიმართ 1.95-ს მიაღწია. ვითარება ამ მხრივ ისე დამძიმდა, რომ დღესდღეისობით დოლარმა 2,2 ლარს მიუკაკუნა. ამასთან, ფასმა მოიმატა ყველაფერზე. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ცნობით, მედიკამენტების ნაწილი 9%-ით გაძვირდა. ამხელა დარტყმას ბიზნესმენთა ნაწილმა ვერ გაუძლო და მცირე საწარმოები, მაღაზიები დაიხურა. ზოგიერთმა მუშახელი შეამცირა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ყველაზე ხარჯიანი და მძიმედ გადასატანი ზამთარი /წლევანდელი ზამთრის სეზონის გადაგორება მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა.

"ამ ყველაფერმა უმუშევრობა, შემოსავლის შემცირება და ხარჯის ზრდა გამოიწვია. რესპონდენტები წლევანდელი ზამთრის სეზონს კრიტიკულად აფასებენ. "გაძვირდა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, სამწუხაროდ, იმატა გასავალმა. მახსოვს, დეკემბრის დასაწყისში უკვე კარტოფილის ფასმა 20 თეთრით მოიმატა. გაიზარდა წიწიბურას, კომბოსტოს ღირებულებაც. სიგარეტი ამათთან რა მოსატანია, მაგრამ რატომღაც ეგეც გააძვირეს. გაზრდილ ხარჯს დაემატა ისიც, რომ ბანკიდან სესხი მაქვს დოლარში აღებული და ხელფასს ლარში ვიღებ. ჯერ მარტო 200 დოლარზე მინიმუმ 50 ლარი დამემატა. წარმოიდგინეთ, ათას ხუთას დოლარზე რამხელა დანაკლისს ვნახავ. თანაც ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ, თვეში 900 ლარამდე ძლივს ავდივარ (ეგეც გამონაკლის შემთხვევებში). ფულმა ფასი დაკარგა. წლევანდელი ზამთარი უმძიმესი აღმოჩნდა", - ამბობს "რეზონანსთან" თამარ ბიწაძე.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე, 3 თვეში, ქართული ლარის ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებაში 18.18%-ით შემცირდა. როგორც "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ლარის გაუფასურება ხალხს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა. "ასეთი ზამთარი ჯერ არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ამ სეზონზე ხარჯი ყველას ეზრდება. კომუნალურ გადასახადებში ბევრად მეტის გადახდა გიწევს. ფული იხარჯება ასევე გამათბობლის, სამოსის შესაძენად. როდესაც ამხელა გასავალს ემატება ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონი, ეს ჩვენს ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. ლარის გაუფასურება აბსოლუტურად ყველას შეეხო, საშუალო და მაღალ ფენასაც კი, რამაც არასტაბილური გარემო შექმნა. ზოგიერთმა ბიზნესმენმა იმხელა დანაკლისი ნახა, რომ თანამშრომლები შეამცირა. ჩემი მეუღლეც სამსახურის გარეშე დარჩა. ძალიან რთული სიტუაციაა. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ამას ემატება ბანკების ვალი და პროდუქტზე, მედიკამენტებზე გაზრდილი ფასი", - ამბობს ლალი გიგუაშვილი.

"შემოსავლების შემცირებას და ხარჯის ზრდას უჩივის ქეთევან შარიქაძეც. მან პენსიონრების საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე ხანშიშესულებისთვის 150 ლარით თავის გატანა შეუძლებელია. იგი მთავრობას პენსიის დროულად გაზრდისკენ მოუწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ მარტომყოფი ასაკოვანი ადამიანების ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულია. ასეთი რამ მე არ გამიგია. ხარჯი გვეზრდება, შემოსავალი მცირდება. რას გვიპირებენ? უნდათ, რომ შიმშილით ამოგვხადონ სული? სამნი ვართ ოჯახში. მე, ჩემი მეუღლე და დედამთილი. ჩემს ქმარს 500 ლარი შემოაქვს, მე - 250. დედამთილს პენსია 150 ლარი აქვს. როგორ უნდა ეყოს მოხუცს 150 ლარი წამლებში, საკვებში და ექიმებში? მართალია, საყოველთაო დაზღვევა არსებობს, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ხარჯის გაწევა მაინც გვიხდება. თანაც არ დაგავიწყდეთ, ფასმა მედიკამენტებზეც მოიმატა. ჩვენ რომ არ ვყავდეთ, ეს ფული რაში ეყოფოდა. რატომ არ ფიქრობენ ამაზე, ეს პენსიონრების გაწირვაა. ასეთი მძიმე და არასტაბილური ზამთარი ჯერ არ ყოფილა. უკვე გავიდა თითქმის და იმედია, მის წასვლასთან ერთად ჩვენი ფინანსური პრობლემებიც შემსუბუქდება. ამაზე მე ვერ ვიზრუნებ, მთავრობა უნდა შეეცადოს, რომ ხალხს გასაქცევად არ გაუხდეს საქმე. ამ ქვეყანაში დარჩენა აღარ მინდა. ასეთი უსამართლობის, კინკლაობისა და უაზრო ლაყბობის შემყურეს რაიმეს გამოსწორების იმედიც კი აღარ მაქვს", - ამბობს ქეთევან შარიქაძე.

"ლადო კოხოძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ, პირველ რიგში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სარჩოს კერძო სექტორისგან იღებს: "ახალ სამსახურს მპირდებოდნენ, თუმცა არ გამოვიდა. იმ ფირმამ უარი თქვა მუშაობაზე. შემოსავალი მცირე მაქვს, გასავალი ბევრი. ბინა 1 წლის წინათ განვადებით ვიყიდე და თვეში მარტო ამაში 300 ლარით მეტს ვიხდი. ადრე თუ ხელფასი მყოფნიდა, ახლა თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს თავი".

ფინანსურად არც ეკატერინე ტყემალაძეს ულხინს. იგი, ზამთრის დადგომასთან ერთად, მძიმე ეკონომიურ კრიზისს განიცდის: "ხელფასი 400 ლარი მაქვს, აქედან 200 ლარს ბინის ქირაში ვიხდი. რაში უნდა მეყოს? ფულმა ძალა დაკარგა, პროდუქტი გაძვირდა. კიდევ კარგი, ბანკიდან არაფერი მაქვს გამოტანილი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველას, მეც გამეზარდა ხარჯი. ამბობენ, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიაც გაძვირდებაო. იმედია, ასე არ იქნება, თორემ ხალხს მოთმინების ფიალა აგვევსება და გარეთ გამოვალთ. მთავრობამ უნდა გადახედოს საკუთარ მუშაობას და სტრატეგია შეცვალოს. ვინც გასაშვებია, გაათავისუფლონ. ნუთუ ვერ ხედავენ, რაც ხდება, თუ თვალს იბრმავებენ?", - აღშფოთებას ვერ მალავს ეკატერინე ტყემალაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია