კიევში "ღირსების მარში" დასრულდა

კიევში "ღირსების მარში" დასრულდა

კიევში "ღირსების მარში" დასრულდა. მსვლელობის მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეჩერდნენ, სადაც დაღუპულების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

ღონისძიებაში უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით ჩასულმა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვები.

"ღირსების მარშის" მონაწილეებმა ინსტიტუტსკაიას, შელკოვიჩნოის, გრუშევსკის ქუჩები და ევროპის მოედანი გაიარეს. მშვიდობისთვის ლოცვა კი დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა. კიევში ღონისძიებები "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"სთოუნვოლის აჯანყება" და ბრძოლა უფლებებისთვის - როგორ და როდის ჩაეყარა საფუძველი ლგბტქ თემის უფლებებისთვის ბრძოლას და როგორია "პრაიდის" ისტორია

სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა ფილიპინებში - მაშველებმა 31 ცხედარი იპოვეს

ტრაგედია როსტოვში: ავტომობილში გარდაცვლილი ბავშვები იპოვეს - სიკვდილის მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა სახელდება