Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ანერვიულა ქმარ-შვილი მაკა ზამბახიძემ - ''მათთან დარეკვა მიჭირს...''
რატომ ანერვიულა ქმარ-შვილი მაკა ზამბახიძემ - ''მათთან დარეკვა მიჭირს...''

"იმე­დის" ეთერ­ში პრო­ექტ "ორი ვარ­სკვლა­ვის" მე­ო­რე სე­ზო­ნი და­ი­წყო, სა­დაც დუტა სხირტლა­ძის თა­ნა­წამ­ყვა­ნად, ლელა წურ­წუ­მი­ას ნაც­ვლად, მაკა ზამ­ბა­ხი­ძე გა­მოჩ­ნდა. მა­კას­თან ინ­ტერ­ვიუ ამ სი­ახ­ლე­ზე ჩავ­წე­რეთ.

- რო­გორ გაჩ­ნდა იდეა, რომ "ორი ვარ­სკვლა­ვის" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ყო­ფი­ლი­ყა­ვი?

- და­მი­რე­კეს "იმე­დი­დან" შე­მო­თა­ვა­ზე­ბით, რა­საც, შე­მიძ­ლია გი­თხრა, და­უ­ფიქ­რე-ბლად დავ­თან­ხმდი. მარ­თა­ლია, გრან­დი­ო­ზუ­ლი და მას­შტა-ბური პრო­ექ­ტი ღია ეთერ­ში არ წა­მიყ­ვა­ნია, მაგ­რამ როცა მე და რა­ტიმ "ახა­ლი ტალ­ღა" მო­ვი­გეთ, "იმე­დის დი­ლა­ში" "ნუ­ცას სკო­ლა" ღია ეთერ­ში მიგ­ვყავ­და. მარ­თა­ლია, ეს 7 წლის წინ იყო, მაგ­რამ ყურ­თან მუ­შა­ო­ბა, ლა­ივ­ში წაყ­ვა­ნა უცხო და მთლად ახა­ლი არ იყო ჩემ­თვის. როცა ასეთ რა­ღა­ცას გთა­ვა­ზო­ბენ, ე.ი. შენ­გან რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს ელი­ან. ჩემ­თვის მსმე­ნე­ლი და მა­ყუ­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, ისი­ნი კი ყო­ველ­თვის ახალს ელი­ან, ვი­ფიქ­რე, ეს ამ­პლუ­აც არ იქნე-ბოდა ური­გო ჩემ­თვის. თან, სიმ­ღე­რას ვუ­თავ­სებ, პირ­ვე­ლი ლა­ი­ვი სიმ­ღე­რით გავ­ხსე­ნი და შემ­დგომ­შიც შე­იძ­ლე­ბა, ჩემი პრო­ფე­სი­ით წარვდგე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. მომ­წონს შოუს წამ­ყვა­ნო­ბა, უნი­ჭი­ე­რე­სი და ფან­ტას­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რი მყავს – დუტა სხირტლა­ძე, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მას­თან მუ­შა­ო­ბა მი­წევს.

- პირ­ველ ლა­ივ­ზე ღე­ლავ­დი?

- სა­ერ­თოდ, არ მჩვე­ვია ისე­თი ღელ­ვა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, სხვას გა­და­ე­დოს, პი­რი­ქით, ყო­ველ­თვის სხვას ვა­წყნა­რებ, ან თუ ვღე­ლავ, გა­რეგ­ნუ­ლად არ მე­ტყო­ბა. ამ­ჯე­რად კი ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბა ყვე­ლას გა­დავ­დე. ჩემი ქმა­რი და შვი­ლი ისეთ დღე­ში იყ­ვნენ, მათ სა­ხე­ებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, არა­ნა­ი­რი იმე­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აღარ ჩან­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­წყნა­რებ­დნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვაო. კარ­გა ხა­ნია, ასე არ მი­ნერ­ვი­უ­ლია. პირ­ვე­ლი ლა­ი­ვი სიმ­ღე­რით გავ­ხსე­ნი, შემ­დეგ კი სი­ტყვა უნდა წარ­მო­მეთ­ქვა, რო­გორც წამ­ყვანს, შე­სა­ბა­მი­სად, "ორი ვარ­სკვლა­ვის" გახ­სნა ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გახ­ლდათ.

- ამ ორი ლა­ი­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ გქონ­და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა?

- პა­ტა­რა მო­მენ­ტე­ბი იყო, ტექ­სტში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს და მე და დუ­ტამ სათ­ქმე­ლი ვერ გა­და­ვი­ნა­წი­ლეთ, ერთ მო­მენ­ტში დუ­ტამ თქვა ჩემი ტექ­სტი და მე – მისი, ერ­თა­დერ­თი ეს გა­და­თა­მა­შე­ბა იყო, რა­მაც პა­ტა­რა პა­უ­ზა გა­მო­იწ­ვია. ეს არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია. სხვა მხრივ კი არა­ნა­ი­რი ლაფ­სუ­სი არ გვქო­ნია. სხვა­თა შო­რის, პირ­ველ ლა­ივ­თან შე­და­რე­ბით, მე­ო­რე გა­და­ცე­მა­ზე თავს ამ ამ­პლუ­ა­ში უფრო უკეთ ვგრძნობ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ ანერვიულა ქმარ-შვილი მაკა ზამბახიძემ - ''მათთან დარეკვა მიჭირს...''

რატომ ანერვიულა ქმარ-შვილი მაკა ზამბახიძემ - ''მათთან დარეკვა მიჭირს...''

''იმედის'' ეთერში პროექტ ''ორი ვარსკვლავის'' მეორე სეზონი დაიწყო, სადაც დუტა სხირტლაძის თანაწამყვანად, ლელა წურწუმიას ნაცვლად, მაკა ზამბახიძე გამოჩნდა. მაკასთან ინტერვიუ ამ სიახლეზე ჩავწერეთ.

- როგორ გაჩნდა იდეა, რომ ''ორი ვარსკვლავის'' ერთ-ერთი წამყვანი ყოფილიყავი?

- დამირეკეს ''იმედიდან'' შემოთავაზებით, რასაც, შემიძლია გითხრა, დაუფიქრე-ბლად დავთანხმდი. მართალია, გრანდიოზული და მასშტა-ბური პროექტი ღია ეთერში არ წამიყვანია, მაგრამ როცა მე და რატიმ ''ახალი ტალღა'' მოვიგეთ, ''იმედის დილაში'' ''ნუცას სკოლა'' ღია ეთერში მიგვყავდა. მართალია, ეს 7 წლის წინ იყო, მაგრამ ყურთან მუშაობა, ლაივში წაყვანა უცხო და მთლად ახალი არ იყო ჩემთვის. როცა ასეთ რაღაცას გთავაზობენ, ე.ი. შენგან რაღაც საინტერესოს ელიან. ჩემთვის მსმენელი და მაყურებელი ძალიან ძვირფასია, ისინი კი ყოველთვის ახალს ელიან, ვიფიქრე, ეს ამპლუაც არ იქნე-ბოდა ურიგო ჩემთვის. თან, სიმღერას ვუთავსებ, პირველი ლაივი სიმღერით გავხსენი და შემდგომშიც შეიძლება, ჩემი პროფესიით წარვდგე მაყურებლის წინაშე. მომწონს შოუს წამყვანობა, უნიჭიერესი და ფანტასტიკური პარტნიორი მყავს – დუტა სხირტლაძე, ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობა მიწევს.

- პირველ ლაივზე ღელავდი?

- საერთოდ, არ მჩვევია ისეთი ღელვა, რომელიც შეიძლება, სხვას გადაედოს, პირიქით, ყოველთვის სხვას ვაწყნარებ, ან თუ ვღელავ, გარეგნულად არ მეტყობა. ამჯერად კი ჩემი ნერვიულობა ყველას გადავდე. ჩემი ქმარი და შვილი ისეთ დღეში იყვნენ, მათ სახეებს რომ ვუყურებდი, არანაირი იმედის მაჩვენებელი აღარ ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, ყველაფერი გამოგივაო. კარგა ხანია, ასე არ მინერვიულია. პირველი ლაივი სიმღერით გავხსენი, შემდეგ კი სიტყვა უნდა წარმომეთქვა, როგორც წამყვანს, შესაბამისად, ''ორი ვარსკვლავის'' გახსნა ემოციურად ძალიან დატვირთული გახლდათ.

- ამ ორი ლაივის განმავლობაში თუ გქონდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა?

- პატარა მომენტები იყო, ტექსტში ცვლილება შეიტანეს და მე და დუტამ სათქმელი ვერ გადავინაწილეთ, ერთ მომენტში დუტამ თქვა ჩემი ტექსტი და მე – მისი, ერთადერთი ეს გადათამაშება იყო, რამაც პატარა პაუზა გამოიწვია. ეს არავის შეუმჩნევია. სხვა მხრივ კი არანაირი ლაფსუსი არ გვქონია. სხვათა შორის, პირველ ლაივთან შედარებით, მეორე გადაცემაზე თავს ამ ამპლუაში უფრო უკეთ ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან ბევრი ვინერვიულე.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება