საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში ჩასულ ლიდერებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართა
უკრაინაში ჩასულ ლიდერებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის "ღირ­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­ევ­ში უკ­რა­ი­ნის "ღირ­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­სუ­ლი ლი­დე­რე­ბი ეროვ­ნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­მუ­ზე­უ­მო კომ­პლექსში შე­იკ­რიბ­ნენ, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლებს პეტ­რო პო­რო­შენ­კო პი­რა­დად მი­ე­სალ­მა და უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა.

ლი­დე­რებს შო­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი სა­უბ­რე­ბი გა­ი­მარ­თა. შეკ­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და სხვა დე­ლე­გა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად მი­ხა­ი­ლო­ვის მო­ე­დან­ზე "უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა" გა­მო­ფე­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის არ­სე­ბო­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას ადას­ტუ­რებს. დო­კუ­მენ­ტურ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს მო­პო­ვე­ბუ­ლი და აღ­მო­ჩე­ნი­ლი 2014 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იწარ­მო­ე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და რუ­სეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლებ­საც 20 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე შე­უძ­ლი­ათ სა­მიზ­ნის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის გა­და­ცე­მა. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რებს პეტ­რო პო­რო­შენ­კომ პი­რა­დად და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

უკრაინაში ჩასულ ლიდერებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართა

უკრაინაში ჩასულ ლიდერებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიევში უკრაინის "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩასული ლიდერები ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსში შეიკრიბნენ, სადაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს პეტრო პოროშენკო პირადად მიესალმა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

ლიდერებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართა. შეკრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მიხაილოვის მოედანზე "უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის მტკიცებულებათა" გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკის არსებობასა და გამოყენებას ადასტურებს. დოკუმენტურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკრაინელი სამხედროების მიერ სამხედრო მოქმედებების დროს მოპოვებული და აღმოჩენილი 2014 წელს გამოშვებული ყუმბარმტყორცნები, რომლებიც არ იწარმოება უკრაინაში, ასევე ჯავშანტექნიკა და რუსეთში წარმოებული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებსაც 20 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ სამიზნის ფოტოსურათებისა და კოორდინატების გადაცემა. უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით ორგანიზებული გამოფენა სახელმწიფო ლიდერებს პეტრო პოროშენკომ პირადად დაათვალიერებინა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა