სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ფილმი-ზღაპრების ადრეულ ასაკში დაღუპული მსახიობები და შეცვლილი პროფესიები
ქართული ფილმი-ზღაპრების ადრეულ ასაკში დაღუპული მსახიობები და შეცვლილი პროფესიები

არ­ცთუ ისე ვრცე­ლია ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მი-ზღაპ­რე­ბი­სა, რომ­ლებ­ზეც რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა აღი­ზარ­და. მათ შო­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი შავ-თეთ­რი ზღა­პა­რი "ცის­კა­რაა", მას მოს­დევს ფილ­მე­ბი: "ჩი­ტის რძე", "სამი ალი­ყუ­რი", "ჯა­დოს­ნუ­რი ღამე" და "უკ­ვდა­ვე­ბის თეთ­რი ვარ­დი". ამ ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი შემ­დგომ წლებ­ში სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით არც ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლა, არც პრე­სი­თა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ით. ზო­გი­ერ­თი დღემ­დე აგ­რძე­ლებს სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას, ბევ­რმა საქ­მი­ა­ნო­ბა შე­იც­ვა­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, მათ შო­რის არი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბიც. გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი ამ ფილ­მებს...

"ცის­კა­რა" ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბის მო­ტი­ვებ­ზე რე­ჟი­სორ სერ­გო ჭე­ლი­ძის ნა­მუ­შე­ვა­რია, ხოლო სცე­ნა­რი კოტე მი­ქა­ბე­რი­ძეს ეკუთ­ვნის. სხვა­დას­ხვა წელს ჭე­ლი­ძე მუ­შა­ობ­და: რუს­თა­ვე­ლი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რე­ბის მსა­ხი­ო­ბად. ასე­ვე ამა­ვე და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რე­ბის რე­ჟის­ო­რად. იყო სო­ხუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი. "ცის­კა­რა­ზე" მუ­შა­ობ­დნენ იმ პე­რი­ო­დის ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბი: ფარ­ნა­ოზ ლა­პი­აშ­ვი­ლი და იო­სებ სუმ­ბა­თაშ­ვი­ლი, ხოლო ზღაპ­რის­თვის მუ­სი­კა რე­ვაზ ლა­ღი­ძემ შექ­მნა.

"ცის­კა­რას" გა­და­ღე­ბებ­ზე დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე 30 წლის ლა­მა­ზი ქალი იყო. მას უკვე ნა­თა­მა­შე­ბი ჰქონ­და ფილ­მებ­ში: "და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი", "ბედ­ნი­ე­რი შეხ­ვედ­რა", "ჭრი­ჭი­ნა", ხოლო "ბაში-აჩუკ­ში" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი - ნი­ნოს როლი, "ცის­კა­რას" შემ­დეგ შექ­მნა. "ცის­კა­რა­ში" გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძემ გრძნე­უ­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა, კოტე და­უშ­ვილ­მა დე­ვის როლი მო­ირ­გო. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ბო­რო­ტი დევი სო­ფელს უწყლო­ბით ტან­ჯავს და სწო­რედ მას­თან მებ­რძო­ლად გვევ­ლი­ნე­ბა ცის­კა­რა - თა­მაზ ტო­გო­ნი­ძე. ის მი­წის­ქვე­შა სამ­ფლო­ბე­ლო­ში ჩა­აღ­წევს, ყვე­ლა ბო­როტ ძა­ლას და­ა­მარ­ცხებს და სო­ფელს ძვე­ლე­ბურ მშვიდ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუ­ნებს.

1955 წელს ფილ­მის ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კაც­ზე ნა­ხე­ვა­რი თბი­ლი­სი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, თა­მაზ ტო­გო­ნი­ძის პი­როვ­ნე­ბის გარ­შე­მო ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ი­პო­ვე­ბა. "ცის­კა­რას" გარ­და, ის არც სხვა რო­მე­ლი­მე ფილ­მის ტიტ­რებ­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი ცნო­ბის მი­ხედ­ვით ვი­გებთ, რომ თა­მაზ ტო­გო­ნი­ძე გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ქართული ფილმი-ზღაპრების ადრეულ ასაკში დაღუპული მსახიობები და შეცვლილი პროფესიები

ქართული ფილმი-ზღაპრების ადრეულ ასაკში დაღუპული მსახიობები და შეცვლილი პროფესიები

არცთუ ისე ვრცელია ჩამონათვალი ქართული ფილმი-ზღაპრებისა, რომლებზეც რამდენიმე თაობა აღიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი შავ-თეთრი ზღაპარი ''ცისკარაა'', მას მოსდევს ფილმები: ''ჩიტის რძე'', ''სამი ალიყური'', ''ჯადოსნური ღამე'' და ''უკვდავების თეთრი ვარდი''. ამ ფილმებში მონაწილე მსახიობების დიდი ნაწილი შემდგომ წლებში სხვადასხვა მიზეზით არც ეკრანზე გამოჩენილა, არც პრესითა თუ ტელევიზიით. ზოგიერთი დღემდე აგრძელებს სამსახიობო კარიერას, ბევრმა საქმიანობა შეიცვალა, სამწუხაროდ, მათ შორის არიან ადრეულ ასაკში გარდაცვლილებიც. გადავავლოთ თვალი ამ ფილმებს...

''ცისკარა'' ქართული ზღაპრების მოტივებზე რეჟისორ სერგო ჭელიძის ნამუშევარია, ხოლო სცენარი კოტე მიქაბერიძეს ეკუთვნის. სხვადასხვა წელს ჭელიძე მუშაობდა: რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობად. ასევე ამავე და მოზარდ მაყურებელთა თეატრების რეჟისორად. იყო სოხუმის დრამატული თეატრის დირექტორი და ხელმძღვანელი. ''ცისკარაზე'' მუშაობდნენ იმ პერიოდის ცნობილი მხატვრები: ფარნაოზ ლაპიაშვილი და იოსებ სუმბათაშვილი, ხოლო ზღაპრისთვის მუსიკა რევაზ ლაღიძემ შექმნა.

''ცისკარას'' გადაღებებზე დოდო ჭიჭინაძე 30 წლის ლამაზი ქალი იყო. მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ფილმებში: ''დავით გურამიშვილი'', ''ბედნიერი შეხვედრა'', ''ჭრიჭინა'', ხოლო ''ბაში-აჩუკში'' ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი - ნინოს როლი, ''ცისკარას'' შემდეგ შექმნა. ''ცისკარაში'' გიორგი შავგულიძემ გრძნეული განასახიერა, კოტე დაუშვილმა დევის როლი მოირგო. სიუჟეტის მიხედვით, ბოროტი დევი სოფელს უწყლობით ტანჯავს და სწორედ მასთან მებრძოლად გვევლინება ცისკარა - თამაზ ტოგონიძე. ის მიწისქვეშა სამფლობელოში ჩააღწევს, ყველა ბოროტ ძალას დაამარცხებს და სოფელს ძველებურ მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნებს.

1955 წელს ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ამ შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცზე ნახევარი თბილისი იყო შეყვარებული. სამწუხაროდ, თამაზ ტოგონიძის პიროვნების გარშემო ვრცელი ინფორმაცია არ მოიპოვება. ''ცისკარას'' გარდა, ის არც სხვა რომელიმე ფილმის ტიტრებშია მოხსენიებული. ერთადერთი ცნობის მიხედვით ვიგებთ, რომ თამაზ ტოგონიძე გასული საუკუნის 70-იან წლებში, მოულოდნელად, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება